„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის N37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 |
|
2018 წლის 23 თებერვალი ქ. ლანჩხუთი |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
„2.მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან“;
„მერიის თანამდებობის პირები და მათი უფლება-მოვალეობები“;
„მუხლი 5. მერიის თანამდებობის პირები
1. მერიის თანამდებობის პირები არიან:
ა) მერი;
ბ) მერის პირველი მოადგილე;
გ) მერის მოადგილე;
დ) მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
2. მერიის თანამდებობის პირების რაოდენობა (მერის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 13-ს.
3. მერიის თანამდებობის პირების უფლებამოსილება, არჩევა-გადაყენების, დანიშვნა-გათავისუფლების და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, “საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით.“
„5. მერის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას მერის უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი მერის არჩევამდე ასრულებს მერის პირველი მოადგილე. თუ მერის პირველი მოადგილე თანამდებობაზე დანიშნული არ არის – მერის მოადგილე.თუ მერის პირველი მოადგილე ან მერის მოადგილე დანიშნული არ არის, მერის მოვალეობას მერის უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი მერის არჩევამდე ასრულებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. მერის შვებულების ან დროებითი შრომისუუნარობის საფუძვლით უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში მერის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მერის პირველი მოადგილის თანამდებობაზე არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – მერის მოადგილე.“;
„4. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერების და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით“;
„მუხლი 141. მერის თანაშემწე
მერის თანაშემწე (თანაშემწეები) არის (არიან) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირ(ებ)ი, რომელიც (რომლებიც) უზრუნველყოფს (უზრუნველყოფენ) და კოორდინაციას უწევს (უწევენ) მერის დავალებების შესრულებას, აგრეთვე ხელს უწყობს (უწყობენ) მერს მისთვის დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში“;
„მუხლი 15. მერიის მოხელე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი
მერიაში საჯარო სამსახურს ეწევა:
ა) მერიის მოხელე, რომელიც დანიშნულია მერიის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე;
ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულია მერიაში დამხმარე ან არამუდმივი სამუშაოს შესასრულებლად“;
„ვ) დადგენილი წესით ისარგებლოს პროფესიული განვითარებისათვის შვებულებით“;
„ა) საკრებულოს და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების აღსრულების უზრუნველყოფა“;
„ა) მერიის უფლებამოსილება, შეიმუშაოს საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტი“;
„ა) მერიის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების პროექტები“;
„ტ) საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია“.
|