📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

მიღების თარიღი 23.02.2018
ძალის დაკარგვა 01.04.2019
გამომცემი ორგანო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.112.016345
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 553 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.02.2018 მიღება
01.04.2019 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (10)
1 ქ. ლანჩხუთი
2 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში
3 სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე)
4 საკარმიდამო
5 სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ტყის მიწებისთვის
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
N ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ა) სათიბი 20.00
ბ) საძოვარი 16.00
გ) სახნავი 73.00
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 2018 წლის 23 თებერვალი ქ. ლანჩხუთი ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, 202-ე, 204-ე, 205-ე, 206-ე მუხლებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 თებერვლის №7 დადგენილება (ვებგვერდი, 07/03/2017, სარეგისტრაციო კოდი: 200130000.35.112.016289). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ტაბიძე დანართი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები მუხლი 1🔗 საწარმოსთვის/ორგანიზაციისათვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს: ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ; ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ; გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1,5-ჯერ; დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ. მუხლი 2🔗 საწარმოსთვის/ორგანიზაციისათვის, გარდა საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 3​1 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველ მომდევნო წლისთვის ქონების ღირებულებად ითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექმნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში. მუხლი 3🔗 ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია: ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 პროცენტიж ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1.0 პროცენტი. მუხლი 4🔗 განისაზღვროს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში: N მიწის კატეგორიები გადასახადების განაკვეთები ლარი/ჰა 1 სათიბი ( ბუნებრივი და გაკულტურებული) 20.00 2 საძოვარი (ბუნებრივი და გაკულტურებული) 16.00 3 სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) 73.00 4 საკარმიდამო 73.00 5 სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ტყის მიწებისთვის ა) სათიბი 20.00 ბ) საძოვარი 16.00 გ) სახნავი 73.00 მუხლი 5🔗 განისაზღვროს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის (შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე) გამოყოფილ მიწებზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ერთ ჰექტარზე 3 ლარით. მუხლი 6🔗 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე გადასახადის წლიური განაკვეთები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განისაზღვროს შემდეგი ოდენობით ლარებში: N ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი ტერიტორიული კოეფიციენტი საბაზისო განაკვეთი 1მ​2-ზე (ლარებში) წლიური გადასახადის განაკვეთი 1მ​2-ზე (3 x 4 1 ქ. ლანჩხუთი 1,0 0,24 0,24 2 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში 0,9 0,24 0,216 მუხლი 7🔗 1. ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს: ა) საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომლის ფართობი არ აღემატება 600 კვ.მ-სж ბ) ავტოფარეხზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომლის ფართობი არ აღემატება 24 კვ.მ-ს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების გარდა, ქონების გადასახადისგან გათავისუფლებისას გამოიყენება საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ 206-ე მუხლი. 3. ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვითб ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ 205-ე და 206-ე მუხლებით.