⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (03.07.2019)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

„ქ. მცხეთაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისთვის და არსებული არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით, მშნებელობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისთვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“

მიღების თარიღი 22.02.2018
ძალის დაკარგვა 03.07.2019
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016419
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 408 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.02.2018 მიღება
03.07.2019 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

„ქ. მცხეთაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისთვის და არსებული არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით, მშნებელობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისთვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №25 2018 წლის 22 თებერვალი ქ. მცხეთა ქ. მცხეთაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისთვის და არსებული არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით, მშნებელობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისთვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის   „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების,  „პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ საქართველოს კანონის 46-ე-47-ე მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და  „ქ. მცხეთის, კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის  №1750 განკარგულების საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისთვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემოწმების აქტის შედგენის დღისთვის არსებული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი (სადემონტაჟო) შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე ჯარიმის ოდენობა ქ. მცხეთაში – კულტურული მემკვიდრეობის  დაცვის ზონაში  (ქ. მცხეთის არქეოლოგიური დაცვის ზონა,  ქ. მცხეთის განაშენიანების რეგულირების ზონა, ქ. მცხეთის ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა, ქ. მცხეთის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა) – განისაზღვროს – 0,5 ლარის ოდენობით. მუხლი 2🔗 1. ქ. მცხეთაში – კულტურული მემკვიდრეობის  დაცვის ზონაში (ქ. მცხეთის არქეოლოგიური დაცვის ზონა, ქ. მცხეთის განაშენიანების რეგულირების ზონა, ქ. მცხეთის ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა, ქ.მცხეთის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა) მდებარე არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის (რომელიც აღარ გამოიყენება საცხოვრებელი, კომერციული ან სხვა საზოგადოებრივი ფუნქციით და საჭიროებს განვითარებას) განვითარების მიზნით, მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისთვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე ჯარიმის ოდენობა განისაზღვროს – 0,5 ლარის ოდენობით. 2. პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,  მშენებლობის ნებართვის აღებამდე მესაკუთრე ვალდებულია შენობა-ნაგებობა შეფუთოს სპეციალური ბადით ან ბანერით, რომლის სახეობა და ფერი უნდა შეთანხმდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურთან. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, სარეკრეაციო ტერიტორიების განვითარებისა და დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ხელშეწყობის მიზნით ზონების დადგენისა და სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის და არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისთვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 იანვრის №2 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 010250000.35.175.016115, 27.01.2016.) და „სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში და არსებული არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვის დადგენილ ვადაში აუღებლობისთვის შესაბამისი ზონების მიხედვით ჯარიმის ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №16 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 010260020.35.153.016266, 05.03.2015.). მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე