„ქედის თვითმმართველობის ორგანოების მიერ საწვავით სარგებლობის წესის (ინსტრუქციის) დამტკიცების თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 |
|
2018 წლის 23 თებერვალი დაბა ქედა |
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქედის თვითმმართველობის ორგანოებში საწვავით უზრუნველყოფის პირობების მოწესრიგების მიზნით, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს.“
„3. ორგანიზაცია – ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო და ქედის მუნიციპალიტეტის მერია.
4. ლიმიტი – ორგანიზაციის თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საწვავის (ბენზინის/დიზელის) ყოველთვიური ოდენობა. ლიმიტი განესაზღვრება ორგანიზაციის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის.“;
„4. საწვავის ტალონების ლიმიტით გათვალისწინებული ოდენობის გაცემას, ასევე პლასტიკურ ბარათებზე ყოველთვიური ლიმიტის მიხედვით საწვავის ჩატვირთვის მიზნით, საწვავის მომწოდებელი კომპანიისათვის ინფორმაციის მიწოდებას ახორციელებს ორგანიზაციის მატერიალურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული ან/და თანამშრომელი ყოველი თვის დასაწყისში. საწვავის ტალონების გაცემის დადასტურება ხდება ორგანიზაციის მატერიალურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის ან/და თანამშრომელის მიერ ყოველთვიურად, გაცემის უწყისზე მიმღები პირის მიერ ხელმოწერით, ხოლო საწვავის ელექტრონული ფორმის შემთხვევაში, შესაბამისად, საწვავის მომწოდებელ კომპანიისათვის გაგზავნილი (ან მათგან მიღებული) ოფიციალური წერილობითი დოკუმენტის (ან მისი დანართის) მიხედვით.
5. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის შემთხვევაში, განსაკუთრებული გარემოების არსებობისას, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანხმობის საფუძველზე შესაძლებელია ქედის მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრულ თანამდებობის პირებს დამატებით მიეცეთ საწვავი, რომლის ოდენობაც საანგარიშო თვის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს ლიმიტით დადგენილ მის მიერ მისაღები საწვავის ოდენობის 30%-ს. ლიმიტს ზევით გაცემული საწვავის დაკავება განხორციელდება პირის მიერ შემდეგ თვეში მისაღები საწვავის რაოდენობიდან, ისე რომ მის მიერ ორი თვის ჯამში მიღებული საწვავის საშუალო ოდენობა გაუტოლდეს მისთვის დადგენილ ყოველთვიურ ლიმიტს.“.
3.
დადგენილებით დამტკიცებული საწვავის გაცემის უწყისის ფორმები (დანართი №2) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №2 ფორმა ს-1 ელექტრონული საწვავის გაცემის უწყისი «-----------------------» 20 წელი
ორგანიზაციის მატერიალურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული ან/და თანამშრომელი - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - . (ხელმოწერა) (ხელმოწერა გარკვევით)
ფორმა ს-2 საწვავის ტალონის გაცემის უწყისი «-----------------------» 20 წელი
ორგანიზაციის მატერიალურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული ან/და თანამშრომელი - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - - - - - - - - -. (ხელმოწერა) (ხელმოწერა გარკვევით)“. |
|