სს „ტრაქტების“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
(მოსაწვევი)
სს „ტრაქტების“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ
სს „ტრაქტების“ სამეთვალყრეო საბჭო და გენერალური დირექტორი მერაბ ყვავაძე საზოგადოების აქციონერებს გიწვევთ „ტრაქტების“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2018 წლის 23 მარტს დღის 12.00 საათზე ქ. თბილისში, გულიას ქ. №1 (ადმინისტრაციული შენობა, II სართული).
სს „ტრაქტების“ აქციონერთა კრების სააღრიცხვო დღე, დადგინდეს 2018 წლის 20 თებერვალი. საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება, ხმის უფლება და სხვა მონაცემები აქციონერებს შეუძლიათ შეამოწმონ სს „საქართველოს რეგისტრატორში“ მისამართზე: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 74ა. ტელ.: 2-22-53-51;
საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება ააქვთ აქციონერებს, რომლებსაც აქციებზე საკუთრების უფლება ჰქონდათ სააღრიცხვო დღისათვის.
დამატებითი ინფორმაციისათვის აქციონერებს შეუძლიათ მიმართონ სს „ტრაქტების“ ადმინისტრაციას მისამართზე: თბილისი, გულიას ქ. №1 (ადმინისტრაციული შენობა, II სართული), ტელ.: 2-72-26-62;
სს „ტრაქტების“ აქციონერთა საერთო კრებაზე დღის წესრიგში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
1. სააქციო საზოგადოების ვალის დაფარვისა და გადაცემის ფორმის ჩამოყალიბება.
2. სხვადასხვა მიმდინარე საკითხების განხილვა.
სს „ტრაქტების“ სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორ(ებ)ის რეკომენდაციები:
აქციონერებს, რომლებსაც სურთ დღის წესრიგში დამატებითი საკითხების განხილვა, საერთო კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე გთხოვთ წერილობით აცნობოთ სს „ტრაქტების“ ადმინისტრაციას.
აქციონერებს გთხოვთ დაესწროთ საერთო კრებას და დაუჭიროთ მხარი დღის წესრიგის საკითხების დადებითად გადაწყვეტას.
სს „ტრაქტების“ სამეთვალყრეო საბჭო და გენერალური დირექტორი მერაბ ყვავაძე