აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტის მიერ დეტალური ანგარიშის წარდგენისა და შესაბამის გასატარებელ ღონისძიებათა შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.02.2018
გამომცემი ორგანო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №43
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016134
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/02/2018
matsne.gov.ge 525 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი საქართველოს კანონი 79% 01.06.2017 ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშის შედგენისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 79% 11.10.2018 სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 78% 12.06.2019 „სამოქალაქო აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიცირებისა და საფრენი მოედნების, რეგისტრაციის და აღრიცხვის წესის“ დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 78% 04.03.2021 2003 წლის კონვენცია მეზღვაურების პირადობის მოწმობების შესახებ (გადასინჯული) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 77% 19.06.2003

დოკუმენტის ტექსტი

აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტის მიერ დეტალური ანგარიშის წარდგენისა და შესაბამის გასატარებელ ღონისძიებათა შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №43 2018 წლის 23 თებერვალი ქ. თბილისი აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტის მიერ დეტალური ანგარიშის წარდგენისა და შესაბამის გასატარებელ ღონისძიებათა შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის №87 დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗  დამტკიცდეს თანდართული „აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტის მიერ დეტალური ანგარიშის წარდგენისა და შესაბამის გასატარებელ ღონისძიებათა შეთანხმების წესი“ №1 და №2  დანართთან ერთად. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტის მიერ ანგარიშის წარდგენისა და შესაბამის გასატარებელ ღონისძიებათა შეთანხმების წესი მუხლი 1🔗. წესის მიზანი და რეგულირების სფერო 1. ამ წესის მიზანია: ა) სერტიფიცირებული აეროდრომების/ვერტოდრომების ექსპლუატანტების მიერ (შემდგომში – ექსპლუატანტი) „სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების/ვერტოდრომების პროექტირებისა და ექსპლუატაციის ძირითადი პირობების მოთხოვნების“ შესახებ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 თებერვლის №87 დადგენილების და ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის (შემდგომში – რეგლამენტი) მოთხოვნათა უზრუნველყოფა; ბ) ექსპლუატანტების მიერ მათ მიერ ექსპლუატირებული აეროდრომების/ვერტოდრომების ფაქტობრივი მდგომარეობის შეფასება და შესაბამისი დეტალური ანგარიშის  (შემდგომში – ანგარიში) წარდგენა სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო); გ) შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში ექსპლუატანტების მიერ შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ გეგმა-გრაფიკის (შემდგომში – გეგმა-გრაფიკი) შეთანხმების უზრუნველყოფა სააგენტოსთან და მის აღსრულებაზე სააგენტოს მიერ, კონტროლის განხორციელება. 2. ეს წესი განსაზღვრავს ექსპლუატანტის მიერ სააგენტოში დეტალური ანგარიშის წარდგენისა და  შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში ექსპლუატანტის მიერ შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ გეგმა-გრაფიკის სააგენტოსთან შეთანხმების წესსა და პირობებს. 3. ამ წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოში სერტიფიცირებულ ყველა აეროდრომის/ვერტოდრომის  ექსპლუატანტზე. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში  გამოყენებულ  ტერმინებს  აქვს  ტექნიკური რეგლამენტით და შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობები. მუხლი 3🔗.  დეტალური ანგარიშის წარდგენისა და შეთანხმების წესი 1. ექსპლუატანტი ვალდებულია 2018 წლის 1 მაისამდე ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით შეაფასოს მის მიერ ექსპლუატირებული აეროდრომის/ვერტოდრომის ფაქტობრივ მდგომარეობა და სააგენტოში წარადგინოს დეტალური ანგარიში. 2. ექსპლუატანტის მიერ დეტალური ანგარიში წარმოდგენილი უნდა იქნეს ამ წესის №1 დანართის შესაბამისად. 3. ექსპლუატანტის მიერ წარმოდგენილ დეტალურ ანგარიშთან დაკავშირებით სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს 30 დღის ვადაში. 4. ხარვეზის შემთხვევაში სააგენტო მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად. 5. თუ ექსპლუატანტის მიერ წარმოდგენილი დეტალური ანგარიში შინაარსობრივად  არ შეესაბამება  ამ წესისა და ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს ან/და თუ ექსპლუატანტის მიერ არ არის წარმოდგენილი შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად გასატარებელი ღონისძიებ(ებ)ის შესახებ ინფორმაცია  ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად, სააგენტო წერილობით აცნობებს განმცხადებელს შეუსაბამობის თაობაზე და განუსაზღვრავს მას გონივრულ ვადას. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი შეუსაბამობის აღმოფხვრისთვის განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს  30 დღეს, რომლის განმავლობაში ადმინისტრაციული წარმოება ჩერდება. 7. ექსპლუატანტის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააგენტო მოქმედებს საქართველოს საჰაერო კოდექსის 57-ე მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული წესით. მუხლი 4🔗. გეგმა-გრაფიკის წარდგენისა და შეთანხმების წესი 1. დეტალური ანგარიშის შედგენისას ექსპლუატანტის მიერ გამოვლენილი უნდა იქნეს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან (ამ წესის №1 დანართის გათვალისწინებით) შეუსაბამობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 2. შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში ექსპლუატანტი ვალდებულია ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ დეტალურ ანგარიშთან ერთად, სააგენტოში შესათანხმებლად წარადგინოს შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად გასატარებელი ღონისძიებ(ებ)ის შესახებ ინფორმაცია, თანდართულ ჩასატარებელი  ღონისძიებ(ებ)ის  გეგმა-გრაფიკთან ერთად, ამ წესის №2 დანართის შესაბამისად.  3. სააგენტო შეითანხმებს ექსპლუატანტის მიერ წარმოდგენილ გეგმა-გრაფიკს, თუ ის ადასტურებს, რომ უზრუნველყოფილი იქნება აეროდრომზე/ვერტოდრომზე გამოვლენილი  შეუსაბამობების აღმოფხვრისათვის გატარებული შესაბამისი ღონისძიება  და მის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული იქნება გონივრული ვადა. 4. სააგენტო ზედამხედველობას უწევს მის მიერ შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის განხორციელებას. 5. ექსპლუატანტის მიერ გეგმა-გრაფიკის შესრულების შემთხვევაში სააგენტო წერილობით ადასტურებს აეროდრომის/ვერტოდრომის შესაბამისობაში მოყვანას, ხოლო შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს საქართველოს საჰაერო კოდექსის 57-ე მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული წესით.