📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.02.2018
ძალაში შესვლა 26.02.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/73
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016534
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,646 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.02.2018 მიღება
26.02.2018 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (14)
ინოვაციური საქმიანობა
საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ეკონომიკური ღირებულების მქონე გამოყენებადი, ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტის, პროცესის ან მომსახურებას შესაქმნელად
მუხლი 3
გრანტის მიმღები
გამარჯვებული კონკურსანტი, რომელთანაც იდება საგრანტო თანადაფინანსების ხელშეკრულება
მუხლი 3
საგრანტო პორტალი
www.grants.gov.ge ონლაინ პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ხდება საგრანტო განაცხადების მიღება
მუხლი 3
დამოუკიდებელი საინვესტიციო კომიტეტი
ამ წესის მე-10 მუხლის შესაბამისად შექმნილი კომიტეტი
მუხლი 3
ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტი
საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის დადებული 2016 წლის 28 მარტის  სასესხო ხელშეკრულებით  განსაზღვრული ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტი
მუხლი 3
თანადაფინანსების გრანტი
სააგენტოს მიერ ამ წესის შესაბამისად გაცემული მიზნობრივი ფულადი დაფინანსება, გამარჯვებული საპროექტო წინადადების სრული ღირებულების არაუმეტეს 90%-ის ოდენობით, რაც არ  უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს
მუხლი 3
თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელო
ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის მიზნებისათვის სააგენტოს მიერ შექმნილი სახელმძღვანლო, რომელიც დაინტერესებული პირებისათვის ხელმისაწვდომია საგრანტო პორტალზე
მუხლი 3
კონკურსი
სააგენტოს მიერ ჩატარებული კონკურსი, რომლის მიზანია ამ წესის შესაბამისად გამარჯვებული პროექტების დაფინანსება
მუხლი 3
კონკურსანტი
პირი, რომელმაც დადგენილი წესით გააკეთა განაცხადი კონკურსში მონაწილოების მიღების მიზნით
მუხლი 3
სააგენტო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
მუხლი 3
გრანტის მიმღების თანამონაწილეობა
ამ მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანამონაწილეობა არანაკლებ საპროექტო წინადადების ღირებულების 10%-ის ოდენობით, რაც არ უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფო გრანტს/დაფინანსებას
მუხლი 3
საგრანტო თანადაფინანსების ხელშეკრულება
ხელშეკრულება, რომელიც იდება სააგენტოსა და კონკურსში გამარჯვებულ კონკურსანტს შორის
მუხლი 3
საპროექტო წინადადება/საგრანტო განაცხადი
კონკურსანტის მიერ კონკურსში მონაწილეობის მიზნით ამ წესისა და  თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოს შესაბამისად წარდგენილი პროექტი
მუხლი 3
სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
მუხლი 3
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სახელმწიფო გრანტის გაცემისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ სსიპ – სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება 93% 18.07.2025 სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ სამეცნიერო გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 16.01.2015 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსის დებულებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 14.05.2018 საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 23.08.2019 დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ პროექტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 29.06.2016

დოკუმენტის ტექსტი

სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/73 2018 წლის 23 თებერვალი ქ. თბილისი სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ჟ” ქვეპუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ  გრანტის გაცემის წესი.“  მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამარ­თლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის  1 ოქტომბრის №1-1/282 ბრძანება. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 26 თებერვლიდან.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი დანართი №1 სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ   გრანტის გაცემის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო უფლებამოსილია გასცეს შემდეგი ტიპის გრანტი: ა) თანადაფინანსების გრანტი, რომელიც გაიცემა ამ წესის შესაბამისად; ბ) მცირე გრანტი, რომელიც გაიცემა სააგენტოს მიზნებისა და ამოცანების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, რომელთაგან თითოეული არ უნდა აღემატებოდეს 5 000 ლარს, ამ წესით დადგენილიდან განსხვავებული, გამარტივებული პროცედურის დაცვით. სააგენტოს თავმჯდომარე მცირე გრანტების გაცემის წესს ამტკიცებს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით; გ) გამარტივებული გრანტი, რომელიც გაიცემა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებზე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, მუნიციპალიტეტებსა და მათ მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებზე ამ წესისგან განსხვავებულად, კონკურსის გამოცხადების გარეშე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან შეთანხმებით.  მუხლი 2🔗. თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის მიზანი სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების საგრანტო პროგრამა წარმოადგენს ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის კომპონენტს, რომლის  მიზანია, საქართველოში, საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების  შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით  ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება. მუხლი 3🔗.  ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ინოვაციური საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ეკონომიკური ღირებულების მქონე გამოყენებადი, ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტის, პროცესის ან მომსახურებას შესაქმნელად; ბ) გრანტის მიმღები – გამარჯვებული კონკურსანტი, რომელთანაც იდება საგრანტო თანადაფინანსების ხელშეკრულება; გ) საგრანტო პორტალი – www.grants.gov.ge ონლაინ პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ხდება საგრანტო განაცხადების მიღება;  დ) დამოუკიდებელი საინვესტიციო კომიტეტი  – ამ წესის მე-10 მუხლის შესაბამისად შექმნილი კომიტეტი; ე) ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტი  – საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის დადებული 2016 წლის 28 მარტის  სასესხო ხელშეკრულებით  განსაზღვრული ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტი; ვ) თანადაფინანსების გრანტი –  სააგენტოს მიერ ამ წესის შესაბამისად გაცემული მიზნობრივი ფულადი დაფინანსება, გამარჯვებული საპროექტო წინადადების სრული ღირებულების არაუმეტეს 90%-ის ოდენობით, რაც არ  უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს; ზ) თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელო – ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის მიზნებისათვის სააგენტოს მიერ შექმნილი სახელმძღვანლო, რომელიც დაინტერესებული პირებისათვის ხელმისაწვდომია საგრანტო პორტალზე; თ) კონკურსი  – სააგენტოს მიერ ჩატარებული კონკურსი, რომლის მიზანია ამ წესის შესაბამისად გამარჯვებული პროექტების დაფინანსება; ი) კონკურსანტი – პირი, რომელმაც დადგენილი წესით გააკეთა განაცხადი კონკურსში მონაწილოების მიღების მიზნით; კ) სააგენტო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო; ლ) გრანტის მიმღების თანამონაწილეობა – ამ მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანამონაწილეობა არანაკლებ საპროექტო წინადადების ღირებულების 10%-ის ოდენობით, რაც არ უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფო გრანტს/დაფინანსებას; მ) საგრანტო თანადაფინანსების ხელშეკრულება – ხელშეკრულება, რომელიც იდება სააგენტოსა და კონკურსში გამარჯვებულ კონკურსანტს შორის; ნ) საპროექტო წინადადება/საგრანტო განაცხადი – კონკურსანტის მიერ კონკურსში მონაწილეობის მიზნით ამ წესისა და  თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოს შესაბამისად წარდგენილი პროექტი;    ო) სამინისტრო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; მუხლი 4🔗.  პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ პროექტების დაფინანსების ბიუჯეტი და დაფინანსების წყაროები გამარჯვებული პროექტების დაფინანსების წყაროა ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის განხორციელებისათვის საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის დადებული 2016 წლის 28 მარტის  სასესხო ხელშეკრულებით სააგენტოსთვის გამოყოფილი სახსრები. მუხლი 5🔗. პროგრამის განმახორციელებელი სუბიექტები, მათი სტატუსი და უფლებამოსილება 1. ამ წესით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტრო. 2. სააგენტო წარმოადგენს ამ წესის განმახორციელებელ სუბიექტს, რომელიც უზრუნველყოფს: ა)  პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით ინფორმაციის გავრცელებას; ბ) პროგრამის ფარგლებში კონკურსის გამოცხადებას; გ) საგრანტო განაცხადების მიღების ვადის განსაზღვრას; დ) კონკურსანტების განაცხადების მიღებას და საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან  ფორმალური შესაბამისობის დადგენას; ე) მიღებული განცხადებების ექსპერტების მიერ შეფასების ორგანიზებას; ვ) დამოუკიდებელი საინვესტიციო კომიტეტის მიერ შერჩეულ კონკურსანტებთან საგრანტო თანადაფინანსების ხელშეკრულებების დადებას; ზ) გამარჯვებული პირების დაფინანსებას ამ წესისა და თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოს  შესაბამისად; თ) საგრანტო თანადაფინანსების ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგს. მუხლი 6🔗. კონკურსის გამოცხადება და მონაწილეობა მიღება 1. კონკურსის გამოცხადება ხდება საგრანტო პორტალის მეშვეობით. 2. საგრანტო განაცხადების მიღების ვადა უნდა შეადგენდეს კონკურსის გამოცხადებასა და საგრანტო განაცხადების მიღების დასრულებამდე არანაკლებ 40 კალენდარული დღეს.  3. პროგრამის ფარგლებში კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი საგრანტო პორტალზე ავსებს საგრანტო განაცხადს ელექტრონულ ფორმატში. კონკურსანტი უფლებამოსილია წარადგინოს ერთზე მეტი საგრანტო განაცხადი. გამარჯვების შემთხვევაში დაფინანსებას ექვემდებარება მხოლოდ ერთი საგრანტო პროექტი. 4. სააგენტო უფლებამოსილია განსაზღვროს საგრანტო განაცხადის ფორმა და წარმოსადგენი დოკუმენტების სია. მუხლი 7🔗.  საკვალიფიკაციო მოთხოვნები 1. პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია: ა) ფიზიკურ პირს ან პირთა ჯგუფს; ბ) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი მეწარმე სუბიექტს, რომლის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით რეგისტრაციიდან არ გასულა ორ წელზე მეტი, და რომელიც ახორციელებს ინოვაციურ საქმიანობას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტები საგრანტო განაცხადის წარდგენის მომენტისათვის და საგრანტო კონკურსის მიმდინარეობისას არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს  მოვალეთა რეესტრში (იურიდიული პირის შემთხვევაში, აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება ასევე მის პარტნიორებზე)  არ უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საგადასახადო დავალიანება და მათ მიმართ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, ასევე არ უნდა  იყოს ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის პროცესში.  3. ამ მუხლის  პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იურიდიული პირის შემთხვევაში საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ა) კონკურსის გამოცხადებამდე გასული 12 თვის ბრუნვა  არ უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს. ბ)  კომპანიის წილების/აქციების 50%-ზე მეტი არ უნდა ეკუთვნოდეს იურიდიულ პირს. მუხლი 8🔗. მოთხოვნები  საპროექტო წინადადების მიმართ კონკურსში დაიშვება მხოლოდ ისეთი საპროექტო წინადადება, რომელიც არ ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულ საქმიანობას. სააგენტო უფლებამოსილია განსაზღვროს ის სფეროები, რომელთა დაფინანსებაც დაუშვებელია ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის ფარგლებში. აღნიშნული ინფორმაცია, საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაინტერესებული პირებისათვის.     მუხლი  9🔗.  კონკურსის ეტაპები პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონკურსი შედგება შემდეგი ეტაპებისგან: ა) კონკურსის გამოცხადება; თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოს შესაბამისად, განცხადების მიღება და ფორმალური შესაბამისობის დადგენა, მათ შორის, საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და საგრანტო განაცხადის მიმართ განსაზღვრული მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ბ) ექსპერტების მიერ საპროექტო წინადადებების შერჩევა საგრანტო სახელმძღვანელოს შესაბამისად; თითოეული საპროექტო წინადადება უნდა შეფასდეს არანაკლებ ორი დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ. გ)  დამოუკიდებელი საინვესტიციო კომიტეტის წინაშე  ექსპერტების მიერ თანადაფინანსების საგრანტო  სახელმძღვანელოს შესაბამისად შერჩეული საუკეთესო შეფასების მქონე კონკურსანტების მიერ პრეზენტაციების წარდგენა; დ) თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოს შესაბამისად, დამოუკიდებელი საინვესტიციო კომიტეტის მიერ გამარჯვებული კონკურსანტების გამოვლენა.   ე) თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოს შესაბამისად, დამოუკიდებელი საინვესტიციო კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე გამარჯვებულ კონკურსანტებთან სააგენტოს მიერ საგრანტო თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმება; მუხლი 10🔗. ექსპერტები 1. სააგენტო უზრუნველყოფს პროგრამის მიზნებისათვის შესაბამისი კვალიფიკაციისა და საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტების მომსახურების შესყიდვას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ექსპერტი არ შეიძლება იმავდროულად მონაწილეობდეს კონკურსში კონკურსანტის სტატუსით, იყოს საინვესტიციო კომიტეტის წევრი, ასევე   არ შეიძლება იყოს სააგენტოს, საქართველოს სახელმწიფო დაწესებულების თანამშრომელი ან საქართველოში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიის წევრი.   მუხლი 11🔗. დამოუკიდებელი საინვესტიციო კომიტეტი 1. კონკურსში გამარჯვებული კომპანიების გამოვლენის მიზნით სააგენტო  ქმნის და აკომპლექტებს დამოუკიდებელ საინვესტიციო კომიტეტს, რომელიც თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოს შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას გამარჯვებული კონკურსანტის გამოვლენის შესახებ; 2. დამოუკიდებელი საინვესტიციო კომიტეტის წევრების მომსახურების შესყიდვას, ასევე საჭიროების შემთხვევაში  საქართველოში მათი ტრანსპორტირებისა და განთავსებას უზრუნველყოს სააგენტო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. დამოუკიდებელი საინვესტიციო კომიტეტის წევრს უნდა გააჩნდეს შესაბამისი კვალიფიკაცია და საერთაშიროსო გამოცდილება, ის  არ შეიძლება იყოს სააგენტოს, ასევე სხვა სახელმწიფო დაწესებულების თანამშრომელი ან პოლიტიკური პარტიის წევრი. 4. დამოუკიდებელი საინვესტიციო კომიტეტის წევრი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. არავის აქვს უფლება ჩაერიოს კომიტეტის საქმიანობაში ან/და კომიტეტის წევრებზე მოახდინოს რაიმე ზეგავლენა გადაწყვეტილების მიღების მიზნით.  5. დამოუკიდებელი საინვესტიციო კომიტეტი შედგება სულ მცირე 3 წევრისაგან. კომიტეტის წევრთა რაოდენობა უნდა იყოს კენტი. 6. დამოუკიდებელი საინვესტიციო კომიტეტი გადაწყვეტილებაუნარიანია თუ მას ესწრება ყველა წევრი. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება თუ მას მხარს დაუჭერს კომიტეტის  ყველა წევრი (გადაწყვეტილების მიღება კონსესუსის გზით). კომიტეტის წევრს არა აქვს უფლება თავი შეიკავოს შეფასებისგან. 7. კომიტეტის გადაწყვეტილება აისახება საბოლოო შეფასების ცხილებში. მუხლი 12🔗ინტერესთა შეუთავსებლობა 1. პროგრამის ეტაპების განხორციელებაში ჩართული პირები უნდა იყვნენ მიუკერძოებლები, არ უნდა იკავებდნენ ისეთ პოზიციას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მათ დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე. შეფასების თითოეულ ეტაპს  უნდა ახორციელებდეს დამოუკიდებელი სუბიექტი (ფორმალური შესაბამისობის დადგენაზე პასუხისმგებელი პირი, ექსპერტი და საინვესტიციო კომიტეტის წევრი) და არ უნდა იყოს ჩართული შეფასების სხვა ეტაპში. 2. კონკურსის ჩატარებისას კონკრეტული საგრანტო განაცხადის განხილვაში არ მონაწილეობს პირი, თუ: ა) განმცხადებელი ან განმცხადებელი იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან მართვის ორგანოს წევრი მისი ახლო ნათესავია; ბ) იგი განმცხადებელი იურიდიული პირის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია; გ) იგი განმცხადებელი იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე (მმართველობაზე) პასუხისმგებელი ორგანოს წევრია; დ) სახელშეკრულებო ურთიერთობაშია განმცხადებელთან; ე) პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია განმცხადებელთან. 3. ამ წესის მიზნებისათვის ახლო ნათესავად ითვლება: ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი; ბ) მეუღლე, მეუღლის პირდაპირი ხაზის ნათესავი და და/ძმა; გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და/ძმა; დ) და/ძმა, მათი მეუღლეები და შვილები. 4. პირს, რომელსაც გააჩნია, ან შეიძლება წარმოეშვას ინტერესთა კონფლიქტი, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს ამის შესახებ.  ინტერესთა კონფლიქტის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია არ დაუშვას პირი შეფასების პროცესში. მუხლი 13🔗. საგრანტო თანადაფინანსების ხელშეკრულების დადება და დაფინანსებული პროექტის განხორციელება 1. სააგენტოსა და გამარჯვებულ კონკურსანტს შორის სამართლებრივი ურთიერთობა წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობითა და მათ შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულებით.  2. ხელშეკრულების დადებამდე სააგენტო უფლებამოსილია  გამარჯვებულ კონკურსანტს მოსთხოვოს საგრანტო განაცხადის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების  კორექტირება და  განაცხადის შეფასების დროს გამოვლენილი შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება, ასევე დამატებით მოსთხოვოს შემდეგი დოკუმენტები: ა) საბანკო რეკვიზიტები – პროექტისათვის გამოყოფილი სპეციალური საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები და უახლესი საბანკო ამონაწერი; ბ) თანადაფინანსების (გრანტის მიმღების თანამონაწილეობის)  დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ბუნებრივ და სოციალური გარემოზე ზემოქმედებაზე მართვის გეგმა (ESMP), ასეთის საჭიროების შემთხვევაში. გამარჯვებული კონკურსანტი ვალდებულია ხელშეკრულების დადებამდე, საჭიროების შემთხვევაში,  უზრუნველყოს ადგილზე დათვალიერების მიზნით სააგენტოს შესაბამისი წარმომადგენლის დაშვება განმცხადებლის იმ ადგილსამყოფელზე, სადაც ხდება საპროექტო წინადადებით გათვალისწინებული  წარმოება ანდა ძირითადი სამუშაოების შესრულებაბუნებრივ და სოციალურ გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედების  რისკების შესაფასებლად და შემარბილებელი ღონისძიებების დასაგეგმად; დ) ამონაწერი საჯარო რეესტრის  მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, ასეთის საჭიროების შემთხვევაში; ე)  ინტელექტუალური საკუთრების და „ნოუ-ჰაუს“ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთის საჭიროების შემთხვევაში; ვ) ასევე საჭიროებისამებრ სააგენტოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე სხვა ნებისმიერი დოკუმენტი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული  დოკუმენტების წარმოდგენაზე უარის შემთხვევაში, გამარჯვებულ კონკურსანტთან საგრანტო ხელშეკრულება არ დაიდება. სააგენტო არ არის უფლებამოსილი ხელშეკრულების დადებისას პროექტის ბიუჯეტში გრანტის სახსრებიდან დაუშვას ისეთი ხარჯების დაფარვა, რომელიც თანადაფინანსების გრანტების სახელმძღვანელოს შესაბამისად წარმოადგენს დაუშვებელ ხარჯებს. 4. საგრანტო თანადაფინანსების ხელშეკრულება უნდა დაიდოს სააგენტოსა და ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სუბიექტთან. თუკი გამარჯვებული კონკურსანტი ფიზიკური პირია, საგრანტო თანადაფინანსების ხელშეკრულების დადებამდე ვალდებულია დარეგისტრირდეს/დააფუძნოს მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტი, რომელთანაც დაიდება საგრანტო ხელშეკრულება 5. ხელშეკრულების დადების საფუძველია კონკურსანტის გამარჯვებულად გამოვლენის შესახებ საინვესტიციო კომიტეტის გადაწყვეტილება და საბოლოო შეფასების ანგარიში.