📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.02.2018
ძალის დაკარგვა 01.01.2022
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №51
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.119.016355
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,181 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.02.2018 მიღება
01.01.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს    დადგენილება №51 2018 წლის 28 თებერვალი ქ. ხონი ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ.“ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა  და  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად ჩაითვალოს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 დეკემბრის №64   დადგენილება „ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე დანართი ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის  – სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური 1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საფუძველზე შექმნილი ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის მობილიზაციისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას. 2. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“, „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონების, სხვა კანონებისა და მათგან გამომდინარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 4. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით. 5. სამსახურს აქვს შტამპი, დადგენილი ფორმის ბეჭედი და ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტები.  6.სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ხონი, თავისუფლების მოედანი №6, ფაქტობრივი მისამართია: ქ. ხონი ბახტაძის ქ. №33 მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა. 1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (შემდგომ – სამსახურის უფროსი ) და პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან. მუხლი 3🔗. სამსახურის უფროსი 1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით და მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. 2. სამსახურის უფროსი არის საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 3. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის; ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს; გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;  დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;  ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;  ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;  ზ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს;  თ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.  4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება – მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოხელე.  5. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.  6. სამსახურის უფროსის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე, უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. მუხლი 4🔗. სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელე 1. სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელის (შემდგომ, მოხელე) უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ დებულებით და მოხელის სამუშაოთა აღწერილობით. 2. სამსახურის მოხელეს უფლება აქვს: ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს მერიის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით; ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის თანამდებობის პირებისაგან, სტრუქტურული ერთეულებისა და  მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან;  გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით;  დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები;  ე) მოითხოვოს სამსახურებრივი გამოძიება;  ვ) კანონით დადგენილი წესით ისარგებლოს სასწავლო შვებულებით;  ზ) მოითხოვოს საკუთარი კვალიფიკაციის ობიექტური შეფასება;  თ) მიღებული დავალების კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის თაობაზე აცნობოს დავალების გამცემს და მის ზემდგომ ხელმძღვანელს;  ი) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებსა;  კ) მიიღოს შრომითი გასამრჯელო, რომელიც მოიცავს თანამდებობრივ სარგოსა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს;  ლ) აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;  მ) ისარგებლოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით;  ნ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.  3. სამსახურის მოხელე მოვალეა:  ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;  ბ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;  გ) უარი თქვას უკანონო დავალების შესრულებაზე;  დ) დაიცვას მერიის შინაგანაწესი;  ე) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები;  ვ) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები;  ზ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე, ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ;  თ) გაუფრთხილდეს მერიის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება;  ი) იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებისათვის;  კ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.  4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა – გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის წინსვლის წესები განისაზღვრება ხონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო ან/და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. მუხლი 5🔗. სამსახურის ფუნქციები 1. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება; ახალგაზრდებთან პატრიოტულ–აღმზრდელობითი მუშაობა, სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცრები, სერჟანტები, კაპრალები, რიგითები, ასევე, ტექნიკა) აღრიცხვის, რეზერვისტების სპეციალური აღრიცხვისა (დაჯავშნის) და სამსახურში გაწვევის ორგანიზება. 2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულების ორგანიზება. 3. ჭაბუკებისა და წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა აღრიცხვა კანონით დადგენილი წესით. 4. მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელი სამუშაოების შესრულება. 5. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიის მუშაობის  ორგანიზება და გაწვეულთა შემკრებ–გამანაწილებელ პუნქტში წარდგენა. 6. სასწავლო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ“ დებულების მოთხოვნების დაცვის მიზნით, ღონისძიებების გატარება, კომპეტენციის ფარგლებში. 7. სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსის ხარჯზე. 8. ომის, სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული  პირების აღრიცხვა და მათთან მუშაობის ორგანიზება.  9. სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 196​3, 197-ე და 197​1 მუხლების საფუძველზე. 10. სასამართლოსა და სამართალდამცავი ორგანოებისათვის მასალების გადაცემა სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის წესების დამრღვევი მოქალაქეების შესახებ. 11. საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულება. მუხლი 6🔗. სამსახურის უფლებები 1.სამსახურს უფლება აქვს: ა) მიიღოს ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებიდან, მერიას დაქვემდებარებული ორგანიზაციებიდან, თავის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით;  ბ) მოამზადოს წინადადებები სამსახურის წლიური ხარჯების თაობაზე და აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ხარჯების გაწევის შესახებ, კომპეტენციის ფარგლებში;  გ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში;  დ) მოამზადოს წინადადებები და მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში;  ე) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, კომპეტენციის ფარგლებში;  ვ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მედიასაშუალებებთან, იზრუნოს  საზოგადოების სისტემატურ ინფორმირებაზე სამსახურის საქმიანობასთან და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით;  ზ) დადგენილი წესით განახორციელოს ყველა აუცილებელი ქმედება, რაც დაკავშირებულია დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულებასთან. მუხლი 7🔗. სამსახურის მოვალეობები 1.  სამსახური ვალდებულია: ა) პასუხი აგოს მისთვის გადაცემული ქონების შენახვასა და მოვლაზე; ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, უზრუნველყოს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება; გ) ანგარიში წარუდგინოს ხონის მუნიციპალიტეტის მერს თავისი საქმიანობის შესახებ; დ) მოამზადოს ინფორმაციები ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე  (www.khoni.gov.ge) განთავსების მიზნით; ე) დაიცვას მერიის შინაგანაწესი.