📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.02.2018
გამომცემი ორგანო ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016395
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/03/2018
matsne.gov.ge 240 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ვაჩაძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

თიღვის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 06.07.2015 ვანის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 23.01.2015 საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 29.03.2019 კასპის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება), საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 18.03.2016 ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას და სარგებლობით უფლების გადაცემისას საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმისა და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 27.04.2018

დოკუმენტის ტექსტი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №26 2018 წლის 23 თებერვალი ქ. ამბროლაური ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის  პირველი და მე-2 პუნქტების,  24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მე-11 მუხლის მე-7 პუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის  ფორმა“ დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ“  ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №60 დადგენილება.  (www.matsne.gov.ge; 30/12/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.172.016060). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ვაჩაძე დანართი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის  ფორმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N ეძლევა _____________________________________________________________________________ (მესაკუთრე ) ____________________________________________________________________________________ მასზე, რომ მას საკუთრებაში გადაეცა __________________________________________________ (ქონების დასახელება  და მისამართი) _______________________________________________________________________________    კვ.მ     (უძრავი ქონების ფართობი;  შენობის/შენობების ოდენობა და ფართობი) _____________________________________________________________________________________ (საიდენტიფიკაციო მონაცემები: საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი; სარეგისტრაციო ნომერი) საფუძველი: ___________________________________________________________________________                                                                    (ოქმის ნომერი) ოქმის   შედგენის თარიღი  ___________________________________ მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად, ორი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს, მესამე ინახება მოწმობის გამცემ ორგანოში. გაცემულია  20 ____  წლის     „_____“  __________________ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი   _______________________________________________   (სახელი,  გვარი) ________________________________   (ხელმოწერა)             ბ.ა.