საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო უბნების საზღვრების დაზუსტების საარჩევნო პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 26.02.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №6/2018
სარეგისტრაციო კოდი 010340000.15.008.016381
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/02/2018
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.02.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი | კომისიის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო უბნების საზღვრების დაზუსტების საარჩევნო პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო უბნების საზღვრების დაზუსტების საარჩევნო პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო უბნების საზღვრების დაზუსტების საარჩევნო პროცედურებისა და ვადების
განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო უბნების საზღვრების დაზუსტების საარჩევნო პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო უბნების საზღვრების დაზუსტების საარჩევნო პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება
№6/2018
2018 წლის 26 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო უბნების საზღვრების დაზუსტების საარჩევნო პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნების ჩასატარებლად საჭირო საარჩევნო უბნების:
1. საზღვრები ემთხვევა იმ ორგანოების არჩევნებისათვის შექმნილი შესაბამისი საარჩევნო უბნების საზღვრებს, რომლის შემადგენლობის შესავსებადაც იმართება საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები.
2. საზღვრების, საარჩევნო უბნების ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობათა ნუსხისა და მისამართების დაზუსტება, განხორციელდეს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 23-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ ვადაში და წესით.
მუხლი 2🔗
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 23-ე მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული ვადები, ამავე მუხლით დადგენილი ქმედების განხორციელებისათვის აითვალოს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების დანიშვნის დღიდან.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი