მესტიის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.02.2018
ძალის დაკარგვა 02.06.2025
გამომცემი ორგანო მესტიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.103.016278
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 826 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.02.2018 მიღება
02.06.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

მესტიის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 2018 წლის 23 თებერვალი დაბა მესტია მესტიის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 1​1 პუნქტის შესაბამისად, მესტიის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗  მესტიის მუნიციპალიტეტში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას მესტიის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს თანდართული მესტიის  მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე                                                                                                                                      დანართი               მესტიის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭო (შემდგომ – საბჭო) არის საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით. 2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „მესტიის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილებით, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.  მუხლი 2🔗. საბჭოს ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი 1. საბჭოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეროვნული სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით შეიმუშაოს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და უზრუნველყოს ამ გეგმის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი; ბ) საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა; გ) მესტიის  მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზის განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება; დ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის ანალიზის განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთვის წარდგენა; ე) განახორციელოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შესრულებული ან მიმდინარე მუშაობის მონიტორინგი და შეფასება გენდერული თვალსაზრისით; ვ) საკანონმდებლო აქტების პროექტებისა და მესტიის  მუნიციპალიტეტის ორგანოების სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით, საჭიროების შემთხვევაში წინადადებების შემუშავება და შესაბამისი ორგანოსთვის წარდგენა; ზ) გენდერული თანასწორობის მისაღწევად,  ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა; თ) გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა, ასევე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ი) გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;  კ) გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება ;  ლ) საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წელიწადში ერთხელ მესტიის  მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენა; მ) წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება მესტიის  მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ან/და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსათვის წარსადგენად; ნ) ითანამშრომლოს ქალთა ჯგუფებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან; ო) საბჭოს ყოველწლიური ანგარიში ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, ასევე ეგზავნება საქართველოს პარლამენტის გენდერეული თანასწორობის საბჭოსა და საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის საკოორდინაციო უწყებათაშორის საბჭოს. 2. საბჭო უფლებამოსილია: ა) გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს მესტიის მუნიციპალიტეტი; ბ) გენდერული თასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები; გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. მუხლი 3🔗. საბჭოს სტრუქტურა 1. საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 9-ზე ნაკლები. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნისა და სხვა წევრებისაგან. 2. საბჭოს თავმჯდომარეობს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 3. საბჭოს შემადგენლობაში შედიან მესტიის  მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები. საბჭოს შემადგენლობაში ასევე შეიძლება შედიოდეს შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები. 4. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს მესტიის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.  5. გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრთა 40%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს ერთი სქესის წარმომადგენელი. 6. მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით საბჭოსთან შესაძლებელია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობას და საქმიანობის ფორმებს განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე. 7. საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით, საბჭოს მუშაობაში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა, სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებმა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა. მუხლი 4🔗. საბჭოს ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი 1. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგს და უძღვება საბჭოს საქმიანობას. 2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ან საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით საბჭოს ერთ-ერთი წევრი. 3. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა. 4. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს წევრს. 5. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 6. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 7. საბჭო იკრიბება საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს წევრთა 1/3-ის ინიციატივით. 8. საბჭოს სხდომების ორგანიზებას და საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს საბჭოს მდივანი.  9. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი. 10. საბჭოს სხდომის ოქმი ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დაგენილი წესით. 11. საბჭოს სხდომის ოქმში შეტანილი წინადადებები და რეკომენდაციები ეგზავნებათ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, რომლებიც ვალდებულნი არიან ერთი თვის ვადაში განიხილონ მიღებული წინადადებები, რეკომენდაციები და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ აცნობონ საბჭოს. მუხლი 5🔗. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.