⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (27.02.2019)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 23.02.2018
ძალის დაკარგვა 27.02.2019
გამომცემი ორგანო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №213
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.157.016317
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 354 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.02.2018 მიღება
27.02.2019 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
I mG I TL
0.23 1
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №213 2018 წლის 23 თებერვალი ქ. თეთრიწყარო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ” ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების გათვალისწინებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 განისაზღვროს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი 1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017  წლის 24 თებერვლის №172 დადგენილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 01/03/2017 წ., სარეგისტრაციო კოდი: 200230000.35.157.016276). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე დანართი 1 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი მუხლი 1🔗 სახელმწიფო და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: Cn = I mG X I TL X C X K, სადაც: ა) Cn არის 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი; ბ) I mG არის შესაბამისი დასახელების მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც ქ. თეთრიწყაროსათვის 0.23-ის ტოლია; გ) I TL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს; დ) C არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0.24 ლარის ტოლია; ე) K არის შესაბამისი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს -საკრებულოს მიერ დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომელიც უდრის 90-ს.     მუხლი 2🔗 პირველი მუხლის მიხედვით ქ. თეთრიწყაროში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: I mG I TL C K Cn (ლარი) 0.23 1 0.24 90 4.968  მუხლი 3🔗. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (გარდა ქალაქ თეთრიწყაროსი) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: ა) დაბა მანგლისში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქ. თეთრიწყაროსათვის დადგენილი ფასის ოდენობით, რაც შეადგენს 4.968 ლარს; ბ) სოფლებში და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიაზე მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. თეთრიწყაროსათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 2.484 ლარს.