„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №26 |
|
2018 წლის 23 თებერვალი ქ. საგარეჯო |
1. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამეტის“ 120-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. განცხადება შეტანილი უნდა იქნეს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით, უნდა შეიცავდეს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 86-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებს. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შედგენილი საკრებულოს დადგენილების პროექტი და განმარტებითი ბარათი, უნდა იყოს მითითებული ნორმატიული აქტის საკრებულოს სხდომაზე განხილვის სავარაუდო დრო, პროექტის ავტორის (ავტორების) და საკრებულოს სხდომაზე დანიშნული მომხსენებლის ვინაობა და მისამართი.“.
2. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ 120-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის პეტიციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდის სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის (შემდგომში - აპლიკაცია) მეშვეობით.“.
3. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ 120-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16. ამ მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, პეტიციის წარდგენის მიზნით მომხსენებელი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მომხსენებელთა რაოდენობა აღემატება ერთს, ერთ-ერთი მომხსენებელი რეგისტრირდება აპლიკაციის მომხმარებლად, რისთვისაც მიუთითებს სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, პირად ნომერს, ელექტრონული ფოსტის მისამართს და აპლიკაციაში განათავსებს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (პასპორტის) დასკანერებულ ასლს. მომხსენებელს ელექტრონულ ფოსტაზე აპლიკაციის მიერ ავტომატურ რეჟიმში ეგზავნება კოდური სიტყვა/სიმბოლოები, რომლის დადასტურების შემდეგ მომხსენებელი კოდური სიტყვით/სიმბოლოებით ახდენს რეგისტრაციის დადასტურებას.“.
4. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ 120-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„17. მომხსენებელი ვალდებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ტექსტი განათავსოს აპლიკაციაში, ქართული sylfaen შრიფტით და აპლიკაციაში დოკუმენტების ატვირთვის გზით, თან დაურთოს ამ რეგლამენტის 120-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი დოკუმენტები.“.
5. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ 120-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-18 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად აპლიკაციაში განთავსებული ტექსტი და თანდართული დოკუმენტები მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება მისი ატვირთვის დღის მომდევნო სამუშაო დღის 24 საათამდე. აპლიკაციაში განთავსებული ტექსტისა და თანდართული დოკუმენტების მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე ატვირთვის დასტური მომხსენებელს ეგზავნება ელექტრონულ ფოსტაზე.“.
6. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ 120-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19 პუნქტი:
„19. ამ მუხლის მე-17 პუნქტით განსაზღვრული წესით აპლიკაციაში განთავსებულ ტექსტს და თანდართულ დოკუმენტებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი, მუნიციპალიტრტის საკრებულოს ვებგვერდზე არ ასახავს, თუ:
ა) ტექსტი ეწინააღმდეგება ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს და პრინციპებს;
ბ) ტექსტის შინაარსი შეურაცხყოფას აყენებს ნებისმიერ პირს;
გ) ტექსტი ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით განსაზღვრულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.“.
7. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-20 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„20. ამ მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, აპლიკაციაში ატვირთულ პეტიციაზე ამომრჩევლების მიერ ხელმოწერის შესრულება ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე რეგისტრაციის გარეშე.“.
8. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21-ე პუნქტი:
„21. ამ მუხლის მე-20 პუნქტის შესაბამისად, პეტიციაზე ხელმოწერის დასაფიქსირებლად, ამომრჩევლები აპლიკაციაში ქართული sylfaen შრიფტით უთითებენ საკუთარ სახელს, გვარს, პირად ნომერს, რეგისტრაციის მიხედვით საცხოვრებელი ადგილის მისამართს და მობილური ტელეფონის ნომერს. პეტიციაზე ხელმოწერის დასაფიქსირებლად ამომრჩეველი ვალდებულია, აპლიკაციია შესაბამის ფანჯარაში მონიშვნის გაკეთების გზით დაადასტუროს, რომ გაეცნო პეტიციის შინაარსს და ეთანხმება მას.“.
9. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ 120-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22-ე პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„22. ამ მუხლის 21-ე პუნქტის შესაბამისად, ამომრჩევლის მიერ ხელმოწერის შესრულებისას იგი უფლებამოსილია დააფიქსიროს მისი პოზიცია მისი სახელისა და გვარის საჯაროობის თაობაზე. თუ ამომრჩეველი არ არის თანახმა, მისი სახელი და გვარი გახდეს საჯარო, აპლიკაცია უზრუნველყოფს მისი პერსონალური მონაცემების გამხელისგან დაცვას. ამომრჩევლის პერსონალური მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მომხსენებლებისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირისათვის.“.
10. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ 120-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 23-ე პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„23. აპლიკაცია უზრუნველყოფს, რომ ტექნიკურად არ იყოს შესაძლებელი ორი ან რამდენიმე ხელმოწერის შესრულება საქართველოს მოქალაქის ერთი და იმავე პირადი ნომრით.“.
11. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ 120-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 24-ე პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„24. პეტიციის ტექსტის გამოქვეყნების შემდეგ აპლიკაცია ასაჯაროებს პეტიციაზე ხელმომწერი ამომრჩევლების მიმდინარე რაოდენობას, პეტიციაზე საჭირო ხელმოწერათა მინიმალურ რაოდენობას და მომხსენებლ(ებ)ის სახელ(ებ)სა და გვარებს.“.
12. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ 120-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 25-ე პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„25. პეტიციის ტექსტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში, ამომრჩეველთა მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი მინიმალური ოდენობის ხელმოწერების ელექტრონულად განხორციელების შემდეგ, აპლიკაციის „რეგისტრაციაზე გაგზავნის“ ფუნქციის მეშვეობით მომხსენებელი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე პეტიციის ტექსტს და თანდართულ დოკუმენტებს, მათ შორის, პეტიციის ხელმომწერ ამომრჩეველთა სრულ სიას აგზავნის მუნიციპალიტეტის ელექტრონული ფოსტის მისამართზე. ამ შემთხვევაში აპლიკაცია ავტომატურ რეჟიმში აკეთებს აღნიშვნას ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული პეტიციის წარდგენის თარიღის თაობაზე და საკრებულოს აპარატისგან ითხოვს პეტიციის მოთხოვნის დადასტურებას. საკრებულოს აპარატისგან მიღების დადასტურების შემდეგ აპლიკაცია ავტომატურ რეჟიმში ელექტრონულად ატყობინებს ამის შესახებ მომხსენებელს, თარიღისა და დროის მითითებით.“.
13. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ 120-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 26-ე პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„26. პეტიციის ტექსტის შესაბამისობაზე მოქმედ კანონმდებლობასთან და ამ მუხლის მოთხოვნებთან, ასევე, პეტიციის საკრებულოში გადაგზავნამდე, ამომრჩევლების მიერ მათი მონაცემების სრულად შეყვანით ელექტრონულად განხორციელებული ხელმოწერების რაოდენობის ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ მინიმალურ რაოდენობასთან შესაბამისობაზე პასუხისმგებელია მომხსენებელი.“.
14. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ 120-ე მუხლს დაემატოს 27-ე პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„27. პეტიციის ელექტრონულ ფოსტაზე მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საკრებულოს აპარატი იწყებს ამ მუხლით დადგენილი წესით პეტიციის რეგისტრაციას.“.
15. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ 120-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 28-ე პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„28. ამ მუხლით დადგენილი წესით პეტიციის რეგისტრაციის შემდეგ საკრებულოს აპარატი პეტიციის რეგისტრაციის მოწმობას ან პეტიციის რეგისტრაციაზე უარს უგზავნის მომხსენებლებს და აღნიშნულს განათავსებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე.“.
|