განაკვეთი,მისი
გამოანგარიშებისა
და
გადახდის
წესი

1. ორგანიზაციები, დაწესებულებები, ინდივიდუალური მეწარმეები, იურიდიული და ფიზიკური პირები, მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურებას ანაზღაურებენ მოსაკრებლის გადახდის გზით.

2. სავალდებულოა მოსაკრებლის გადახდა დადგენილ ვადებში.

3. მოსაკრებლის გადაუხდელობა ან  გადახდის წესების დარღვევა ჩაითვლება წინამდებარე წესების დარღვევად.

4. მოსაკრებლის განაკვეთი, როგორც წესი, წესდება შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლისათვის საჭირო ხარჯების შესაბამისად.

5. მოსაკრებელის ოდენობა გაიანგარიშება მოსახლეობისათვის სულადობის მიხედვით, ხოლო ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის – ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების გატანის ღირებულებისა და შესაბამისი ზომის ერთეულის კომბინაციით, კერძოდ:

ა) მოსახლეობისათვის – ერთ სულ მოსახლეზე – 0.20 ლარი თვეში;

ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის მოსაკრებლის რაოდენობა თვეში გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:

M = (N X C X K)/12;

M- მოსაკრებლის განაკვეთი თვეში;

N – ნარჩენების დაგროვების ნორმატივი წელიწადში; С – 1მ3 ნარჩენის გატანის ღირებულება, C =4 ლარი;

K – ზომის ერთეული (დაკავებული ფართი, მომხმარებელთა რაოდენობა, ადგილი, საწოლი).

6. შუახევის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მოსაკრებელის გადახდის შესახებ შეტყობინება გაიგზავნება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდეგში მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო  ნარჩენები.

7. შუახევის მუნიციპალიტეტის მოსახლე მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

8. ამხანაგობის შემთხვევაში, ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობისას, შესაძლებელია მოსაკრებლის გადახდის შესახებ  შეტყობინება  გაიგზავნება ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავსმოსაკრებლის გადახდევინებისათვის . პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს.

9. მოსაკრებლის გადახდის შესახებ  შეტყობინება  ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გაიგზავნება იმ ორგანიზაციის დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმინობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.

10. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილი იქნეს შეტყობინებაში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ.

11. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაში წარმოიქმნება ნარჩენი ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.

12. ნარჩენების წარმომქმნელი მაცხოვრებლის რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.

13. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.

14. თუ კი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე  გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუ კი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხა