„საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბერის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №75 |
|
2018 წლის 28 თებერვალი ქ. საჩხერე |
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. მერის მოადგილე
1. მერის მოადგილე ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს მერიის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგებს, ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მერის დავალებების შესრულებას, მერის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
2. მერის მოადგილე უფლებამოსილია განიხილოს მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალური დახმარების თაობაზე შემოსული მოქალაქეთა განცხადებები და ხელი მოაწეროს მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ მომზადებულ წერილებს, მათ შორის საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების გაცემის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე მომზადებულ საგარანტიო და სხვა წერილებს.
3. მერის მოადგილე ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
4. მერის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
5. მერის მოადგილეს უფლებამოსილებები უჩერდება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 56-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, ხოლო უფლებამოსილება უწყდება, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“-„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლის არსებობისას. მერის მოადგილეს უფლებამოსილებები უწყდება აგრეთვე ახალი მერის არჩევისას (უფლებამოსილების დაწყებისას).
6. მერის მოადგილის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები წესრიგდება ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მერიის რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს მერი.“.
|