ტყიბულის მუნიციპალტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.02.2018
გამომცემი ორგანო ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.125.016295
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.02.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია კობახიძე | ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ტყიბულის მუნიციპალტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №29
2018 წლის 27 თებერვალი
ქ. ტყიბული
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის და მე-4 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენატალია კობახიძე
დანართი 1
ტყიბულის მუნიციპალტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულება
მუხლი 1🔗.
საბჭო
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო (შემდგომში –
საბჭო) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ტყიბულის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შემდგომში –
შშმ) ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს.
მუხლი 2🔗.
საბჭოს სამართლებლივი საფუძვლები
საბჭო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 3🔗.
საბჭოს შემადგენლობა
1. საბჭოს წევრთა შემადგენლობას და ოდენობას განსაზღვრავს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი.
2. საბჭოს თავმჯდომარეა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი (გადაწყვეტილების მიღების ხმის უფლებით).
3. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არის სოციალური საკითხების კურატორი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე (გადაწყვეტილების მიღების ხმის უფლებით) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
4. საბჭოს შემადგენლობაში შედიან (გადაწყვეტილების მიღების ხმის უფლებით):
ა) ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
ბ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
გ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
დ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეები;
ე) საბჭოს წევრები სათათბირო ხმის უფლებით არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მინიმუმ სამი წარმომადგენელი;
ვ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი“ წარმომადგენელი;
ზ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანების“ დირექტორი;
თ) საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ტყიბულის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი.
5. საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელიც არ არის საბჭოს წევრი.
6. საბჭოს სხდომებს ორგანიზებას უწევს საბჭოს მდივანი.
7. საბჭოს მდივანს ნიშნავს და ათავისუფლებს საბჭოს თავმჯდომარე.
მუხლი 4🔗.
საბჭოს ამოცანები
ა) ტყიბულის მუნიციპალიტეტში შშმ პირთა საკითხებზე ერთიანი პოლიტიკის შემუშავება, დანერგვა და კოორდინაცია;
ბ) დაიცვას შშმ პირთა უფლებები და არ დაუშვას ამ ნიშნით მათი დისკრიმინაცია, კომპეტენციის ფარგლებში;
გ) შეიმუშაოს წინადადებები შშმ პირთა ღირსეული თანაცხოვრებისათვის;
დ) შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით ითანამშრომლოს არასამთავრობო და სამთავრობო სექტორთან;
ე) შეიმუშაოს წინადადებები შშმ პირებისათვის ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად;
ვ) ხელი შეუწყოს შშმ პირთა შრომითი, საგანმანათლებლო, სოციალური და სხვა ხასიათის უფლებების რეალიზებას.
მუხლი 5🔗.
საბჭოს უფლებამოსილება
1. საბჭოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) რეკომენდაციების შემუშავება შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით;
ბ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურად ჩაბმის უზრუნველყოფა შშმ პირთა ინტეგრაციის კუთხით;
გ) ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად შშმ პირთა საცხოვრებელი, სატრანსპორტო, საზოგადოებრივი და სხვა საკითხების გადასაჭრელად რეკომენდაციების განხილვა და მიღება;
დ) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შშმ პირთათვის შესაბამისი სპორტის სახეობების დანერგვასა და პარაოლიმპიური მოძრაობის განვითარებისათვის ხელშეწყობა;
ე) შშმ პირებთან დაკავშირებით ტყიბულის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი;
ვ) შშმ პირებთან დაკავშირებით პირობების, არსებული ვითარებისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ საკითხებისა და რეკომენდაციების შემუშავება და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერისთვის წარდგენა;
ზ) შშმ პირებთან დაკავშირებული პროგრამების რეალიზაციის კოორდინაცია-ზედამხედველობა ( მორიტორინგი და შეფასების ანგარიშის მოსმენა);
თ) სხვა ფუნქციების განხორციელება საბჭოს კომპეტენციიდან და საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე;
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განსახორციელებლად საბჭოს უფლება აქვს გამოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებიდან ოფიციალური მონაცემები და დოკუმენტები.
მუხლი 6🔗.
საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილება
1. საბჭოს თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს საბჭოს მუშაობას, იწვევს და უძღვება (მორიგ და რიგგარეშე) სხდომებს;
ბ) წარმოადგენს საბჭოს და საბჭოს სახელით აწარმოებს მიმოწერას;
გ) აძლევს დავალებებს საბჭოს ცალკეულ წევრებს;
დ) ამტკიცებს საბჭოს სხდომის დღის წესრიგს და სამუშაო გეგმას;
ე) უფლებამოსილია საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეზე მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება.
მუხლი 7🔗.
საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
1. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებას.
2. კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.
3. ამ დებულებიდან გამომდინარე ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 8🔗.
საბჭოს მდივანი
1. ორგანიზებას უწევს საბჭოს სხდომებს.
2. პასუხისმგებელია საბჭოს სხდომის ოქმის სწორად და ზუსტ შედგენაზე, სხდომათა მასალების შენახვასა და დაცვაზე.
3. საბჭოს წევრებს წარუდგენს განსახილველი საკითხების ნუსხას.
4. საბჭოს მიერ განსახილველ საკითხთა ჩამონათვალს ურიგებს საბჭოს წევრებს და უწევს კონტროლს დოკუმენტაციის შეგროვებასა და დამუშავებას.
5. აწარმოებს საბჭოს სხდომების საოქმო დოკუმენტაციას.
6. ახორციელებს საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ და მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 9🔗.
საბჭოს წევრის უფლება-მოვალეობები
1. საბჭოს წევრს უფლება აქვს:
ა) საბჭოს სხდომაზე წამოაყენოს საკითხები და წინადადებები. მიიღოს მონაწილეობა მათ განხილვასა და კენჭისყრაში;
ბ) წერილობით აცნობოს საბჭოს თავმჯდომარეს თავისი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც მისი აზრი პრინციპულად განსხვავდება საბჭოს სხდომაზე მიღებული წინანდადებების, დასკვნისა ან რეკომენდაციისაგან;
გ) საბჭოს გადაწყვეტილებით იყოს მისი ოფიციალური წარმომადგენელი;
დ) პირადი განცხადების საფუძველზე უარი თქვას საბჭოს წევრობაზე.
2. საბჭოს წევრი ვალდებულია:
ა) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს სხდომებში, არ გამოტოვოს სხდომები არასაპატიო მიზეზით;
ბ) შეასრულოს საბჭოს დავალებები და დაიცვას ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები.
3. საბჭოს წევრებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, შეიძლება მიეცეს აცილება საკითხების განხილვაში მონაწილეობისგან, თუ ცნობილი გახდა ან დადასტურდა მისი პირდაპირი ან ირიბი კერძო ან უწყებრივი დაინტერესება საბჭოში განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
4. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) ზედიზედ 3-ჯერ სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენა;
გ) მის მიმართ საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა ან კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადის გასვლა;
დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადება;
ე) გარდაცვალება.
5. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, საბჭოს თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი.
მუხლი 10🔗.
საბჭოს საქმიანობის წარმართვა
1. საბჭოს სხდომები იმართება ორ თვეში ერთხელ ან საჭიროებისამებრ.
2. საბჭოს სხდომის ორგანიზებისა და მისი მიმდინარეობის წესი განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.
3. საბჭოს სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს მისი ყველა წევრი.
4. საბჭოს სხდომაზე არ შეიძლება განხილულ იქნეს საკითხი, გარდა შიდა საორგანიზაციო და საპროცედურო საკითხებისა, თუკი ასეთი წინასწარ არ არის შეტანილი საბჭოს წევრებთან შეთანხმებულ დღის წესრიგში.
5. საბჭოს წევრს უფლება აქვს სხდომის დაწყების წინ წერილობით წარუდგინოს თავისი პოზიცია თავმჯდომარეს სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით და რომელიც უნდა გაცხადდეს სხდომაზე და გათვალისწინებულ იქნეს გადაწყვეტილების მიღებისას.
6. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმის სახით, რომელშიც უნდა მიეთითოს:
ა) ოქმის გამომცემი ორგანოს დასახელება;
ბ) სხდომის დრო და ადგილი;
გ) სხდომის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა;
დ) განხილვის საგანი;
ე) კენჭისყრის შედეგები;
ვ) მიღებული გადაწყვეტილება;
ზ) განსხვავებული მოსაზრება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
6. სხდომის ოქმს ხელმოწერით ადასტურებენ სხდომის თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.
7. საბჭოს სხდომებზე ხდება დამსწრეთა რეგისტრაცია. საბჭო უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილებისას გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
8. საბჭო იღებს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებებს.
მუხლი 11🔗.
საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანა
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინების საფუძველზე იღებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
მუხლი 12🔗.
საბჭოს მიერ გაწეული ანგარიშის წარდგენა
1. საბჭო გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერს წელიწადში ერთხელ. წლიური ანგარიშის წარდგენა უნდა მოხდეს არაუგვიანეს დეკემბრის თვისა.
2. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ანგარიში საბჭოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.