შპს „სოლო 500“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/25770-17
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/25770-17

 

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2018 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე

განმცხადებელი შემოსავლების სამსახური

მოვალე შპს ,,სოლო 500“, ს/ნ 432543759

წარმომადგენელი გიგა სალუქვაძე

მეურვე აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი ქრისტინე კუბლაშვილი

მოთხოვნა კრედიტორთა კრების მოწვევა

 

სასამართლომ განიხილა შპს ,,სოლო 500"-ის კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გამოარკვია:

 

2017 წლის 30 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,სოლო 500“-ის დირექტორმა ალენი სოფრომაძემ და შპს ,,სოლო 500“-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საწარმოს არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები. 2017 წლის 4 აგვისტოს განჩინებით შპს "სოლო 500"-ს უარი ეთქვა გაკოტრების საქმის დაწყების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. ამავე განჩინებით კრედიტორებს განემარტათ, რომ თუ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორთაგან რომელიმე შპს "სოლო 500"-ის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, შპს "სოლო 500"-ი გამოცხადდებოდა გაკოტრებულად და გაუქმდებოდა საწარმოს რეგისტრაცია.

 2017 წლის 22 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შემოსავლების სამსახურმა და შპს "სოლო 500"-ის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა.

 2017 წლის 27 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო, კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნა 2018 წლის 5 იანვარს, 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში.

 კრედიტორთა პირველ კრებაზე ვერ გამოცხადდა შემოსავლების სამასახურის წარმომადგენელი, რის გამოც კრებაზე არცერთი საკითხი არ განხილულა. პირველი კრების ჩატარება შპს "სოლო 500"-ის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო 2018 წლის 21 თებერვალს, 17 საათზე, რასაც დაეთანხმა აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი.

 2018 წლის 21 თებერვალს, 17 საათზე, კრედიტორთა პირველ კრებაზე გამოცხადებულმა შემოსავლების სამსახურის სავარაუდო წარმომადგენელმა ნინო მუმლაძე-ბარავკოვმა იშუამდგომლა კრედიტორთა პირველი კრების გადადების თაობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობის არქონის გამო. აღნიშულ შუამდგომლობას დაეთანხმნენ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და მოვალის წარმომადგენლები.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მოწვეულ იქნეს შპს ,,სოლო 500’’-ის კრედიტორთა პირველი კრება შემდეგი დღის წესრიგით:

ა) მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის მოხსენების განხილვა და ანალიზი; ბ) ოდენობის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება; გ) მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა.

2. კრედიტორთა კრება ჩატარდეს 2018 წლის 11 აპრილს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), სხდომის დარბაზში №9.

3.  დაევალოს შპს ,,სოლო 500’’-ის მეურვეს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს'' ვებგვერდზე, სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლოს საჯარო შეტყობინებების დაფაზე.

4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მონაწილე მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

 

მოსამართლე                                                                                                          ვერა დობორჯგინიძე