საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის სპეციალური კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.02.2018
ძალის დაკარგვა 15.08.2018
გამომცემი ორგანო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 140070000.67.079.016008
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/02/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი | საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი |
| სწავლის დაწყება-დამთავრება | საგანმანათლებლო დაწესებულება |
| დაწყება-დამთავრება | დაწესებულება/უწყება/თანამდებობა/ უფლება-მოვალეობები |
| სერტიფიკატის გაცემის წელი, თვე, რიცხვი | ტრენინგის/სემინარის/სასწავლო კურსის თემა |
| ენა | წერითი უნარები |
| პროგრამის დასახელება | ცოდნის დონე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სპეციალური კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ბრძანება 15.08.2018
დოკუმენტის ტექსტი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის სპეციალური კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის
ბრძანება №7
2018 წლის 27 თებერვალი
ქ
. თბილისი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის სპეციალური კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კნონის 523 მუხლის მე-2 პუნქტისა და 56-ე მუხლის მე-11 პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის, „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 დეკემბრის №562 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვ
ბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის სპეციალური კონკურსის ჩატარების თანდართული წესი.
მუხლი 2🔗
ეს
ბრძანება
ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე
.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსიგიორგი მღებრიშვილი
დანართი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის
სპეციალური კონკურსის ჩატარების წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
წესი განსაზღვრავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მეხანძრე-მაშველის/მაშველის (შემდგომში – მეხანძრე-მაშველი/მაშველი) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად სპეციალური კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗. სპეციალური კონკურსის ჩატარების პრინციპები და ამოცანები
1. სპეციალური კონკურსი ტარდება კანონიერების, სამართლიანობის, საჯაროობის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, ობიექტურობის და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით.
2. სპეციალური კონკურსის ამოცანებია:
ა) საქართველოს მოქალაქეთათვის სამსახურის ვაკანტურ თანამდებობათა თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ბ) ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატების შერჩევის და მათი თანამდებობებზე დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
გ) სპეციალურ კონკურსში მონაწილე კანდიდატების კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, ცოდნის, პიროვნული თვისებების, მოტივაციის და უნარ-ჩვევების შეფასება;
დ) შერჩეული კანდიდატების ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა;
ე) მეხანძრე-მაშველთა შემადგენლობის კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება.
თავი II
მუდმივმოქმედი სპეციალური საკონკურსო კომისია
მუხლი 3🔗. მუდმივმოქმედი სპეციალური საკონკურსო კომისია
1. სპეციალური კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად, სააგენტოში იქმნება მუდმივმოქმედი სპეციალური საკონკურსო კომისია (შემდგომში – სპეციალური კომისია), არანაკლებ სამი წევრის შემადგენლობით. სპეციალურ კომისიას ქმნის და მის შემადგენლობას განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.
2. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში შედიან სპეციალური კომისიის თავმჯდომარე, სპეციალური კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. სპეციალურ კომისიას ხელმძღვანელობს სპეციალური კომისიის თავმჯდომარე.
3. სპეციალური კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სპეციალური კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
4. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ საერთაშორისო, არასამთავრობო ან/და სხვა ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები, შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
5. სპეციალური კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
6. სპეციალური კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს, თუ მას ესწრება სპეციალური კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა.
7. სპეციალური კომისიის წევრთა ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს სპეციალური კომისიის თავმჯდომარეს ან მისი არყოფნისას სპეციალური კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
8. სპეციალური კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სპეციალური კომისიის თავმჯდომარე და სპეციალური კომისიის წევრები. სპეციალური კომისიის წევრს უფლება აქვს საკუთარი განსხვავებული აზრი დაურთოს სხდომის ოქმს, რის შესახებაც სხდომის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
მუხლი 4🔗. სპეციალური კომისიის წევრის აცილება
1. სპეციალური კომისიის წევრი ვალდებულია, სპეციალური კონკურსის დაწყებამდე წინასწარ განაცხადოს ყველა იმ გარემოების (მათ შორის, ნათესაური ურთიერთობის ან სხვა გარემოების) თაობაზე, რომელმაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს კანდიდატის ობიექტურად შეფასებასა და კანდიდატის მიმართ გადაწყვეტილების მიუკერძოებლად გამოტანაში თუ მისთვის ცნობილი გახდა ამგვარი გარემოების შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, სპეციალური კომისიის წევრი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება. აღნიშნული წევრი ვერ მიიღებს მონაწილეობას კანდიდატის შეფასებაში და მის მიმართ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
3. იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური კომისიის წევრი არ განაცხადებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შესახებ, ხოლო აღნიშნულის შესახებ სპეციალური კომისიისათვის ან სხვა უფლებამოსილი პირისათვის ცნობილი გახდება სპეციალური კონკურსის მიმდინარეობისას, სპეციალური კომისიის ამ წევრის მიერ კანდიდატის შეფასება არ იქნება გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას. ამასთან, მის მიმართ შესაძლებელია დადგეს დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხიც.
4. იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური კომისიის წევრი არ განაცხადებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შესახებ, ხოლო აღნიშნული ცნობილი გახდება სპეციალური კომისიისათვის ან სხვა უფლებამოსილი პირისათვის სპეციალური კონკურსის დასრულების შემდგომ, ამ წევრის მიმართ შესაძლებელია დადგეს დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი.
თავი III
სპეციალური კონკურსის ორგანიზება
მუხლი 5🔗. სპეციალური კონკურსის გამოცხადება
1. სპეციალური კონკურსის გამოცხადების საფუძველია მეხანძრე-მაშველის/მაშველის თანამდებობაზე ვაკანტური ადგილის არსებობა და თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის გადაწყვეტილება.
2. სპეციალური კონკურსის ჩატარების ორაგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო.
3. სპეციალური კონკურსის გამოცხადება ხდება სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.es.gov.ge) მეშვეობით.
4. შეტყობინება სპეციალური კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს:
ა) ვაკანტური თანამდებობის დასახელებას და რაოდენობას;
ბ) სამუშაო ადგილის შესახებ ინფორმაციას;
გ) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელ საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და კანდიდატისათვის წაყენებულ სხვა მოთხოვნებს (სათანადო ცოდნა, გამოცდილება, ძირითადი უნარ-ჩვევები და სხვ.);
დ) თანამდებობისთვის გათვალისწინებულ ძირითად ფუნქცია-მოვალეობათა ჩამონათვალს;
ე) თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;
ვ) სპეციალური კონკურსის ეტაპებს;
ზ) აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალს, მათი წარდგენის ვადასა და ფორმას;
თ) სპეციალური კომისიისა და ელექტრონული ფოსტის მისამართს;
ი) სპეციალური კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესს.
5. კანდიდატი ვალდებულია სააგენტოს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით.
მუხლი 6🔗. სპეციალურ კონკურსში მონაწილეობისთვის განცხადების წარდგენა
1. სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარადგინოს შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით დადგენილი დოკუმენტაცია და შესაბამისი ფორმის განცხადება (აპლიკაცია) (დანართი №1). კანდიდატებს განცხადების წარდგენისთვის ეძლევათ არანაკლებ 5 დღიანი ვადა სპეციალური კონკურსის გამოცხადების დღიდან. კანდიდატები განცხადებას აგზავნიან სპეციალური კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში განსაზღვრული ფორმით.
2. კანდიდატს უფლება აქვს, სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადება წარადგინოს ერთდროულად, არაუმეტეს ორ ვაკანსიაზე.
მუხლი 7🔗. სპეციალური კონკურსის ეტაპები
1. სპეციალური კონკურსის ეტაპებია:
ა) სპეციალურ კონკურსში მონაწილეობისათვის კანდიდატის მიერ წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
ბ) ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება;
გ) კანდიდატის საბოლოო შეფასება;
დ) სპეციალური კონკურსის შედეგების გამოცხადება.
2. კანდიდატებს სპეციალური კონკურსის შესაბამისი ეტაპის შედეგების შესახებ ეცნობებათ ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის მეშვეობით ან/და სპეციალური კონკურსის ეტაპების შედეგები შეიძლება გამოქვეყნდეს სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით.
მუხლი 8🔗. სპეციალურ კონკურსში მონაწილეობისათვის კანდიდატის მიერ წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა
1. სპეციალური კონკურსის პირველი ეტაპი წარმოადგენს კანდიდატის განაცხადის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, რაც გულისხმობს გამოცხადებული ვაკანსიისათვის დადგენილ მოთხოვნებთან კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმებას.
2. სპეციალურ კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას უზრუნველყოფს სპეციალური კომისია.
3. კანდიდატების განაცხადების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შედეგები ფორმდება შესაბამისი საოქმო ჩანაწერით და დასტურდება სპეციალური კომისიის წევრების ხელმოწერით.
4. სპეციალური კონკურსის მომდევნო ეტაპამდე სპეციალური კომისია ვალდებულია, ელექტრონულად ან/და წერილობით აცნობოს კანდიდატს მის მიერ წარდგენილი განაცხადის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ.
5. კანდიდატის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში სპეციალური კომისია ვალდებულია, კანდიდატს წერილობით აცნობოს მისი განაცხადის მოთხოვნებთან შეუსაბამობის მიზეზი.
მუხლი 9🔗. კანდიდატის ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება
1. კანდიდატისთვის ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება ხდება სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს მიერ განსაზღვრულ ადგილზე.
2. კანდიდატი ფიზიკური მომზადების დონის შემოწმების დროს ვალდებულია დააკმაყოფილოს სამსახურის უფროსის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოთხოვნები.
3. ფიზიკური მომზადების დონის შემოწმებისას უარყოფითი შედეგის შემთხვევაში კანდიდატს უფლება აქვს ხელახლა გაიაროს შემოწმება, მაგრამ არაუმეტეს ორჯერ ერთკვირიანი შუალედის დაცვით.
4. კანდიდატის ფიზიკური მომზადების დონის შემოწმების შედეგებს სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო დაუყოვნებლივ აცნობებს სპეციალურ კომისიას.
მუხლი 10🔗. კანდიდატის საბოლოო შეფასება
1. კანდიდატის საბოლოო შეფასება გულისხმობს კანდიდატის შეფასებას საკონკურსო თემატიკის მოთხოვნების შესაბამისად.
2. კანდიდატის შეფასება უნდა იყოს ობიექტური, მიუკერძოებელი. კანდიდატის შეფასება უნდა ემყარებოდეს კანდიდატის ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ სამუშაო აღწერილობასთან და საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას.
3. კანდიდატის შეფასება ხორციელდება წერითი ან/და ზეპირი დავალების მიცემით ან/და გასაუბრებით. კანდიდატის შეფასების ფორმის შერჩევაზე გადაწყვეტილებას იღებს სპეციალური კომისია ვაკანტური თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით.
4. სპეციალური კომისიის მიერ კანდიდატის შეფასების შედეგი აისახება სპეციალური კომისიის სხდომის ოქმში.
მუხლი 11🔗. სპეციალური კონკურსის შედეგების გამოცხადება
1. სპეციალური კომისია, ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებული სხდომის ოქმის შედგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს საუკეთესო კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.
2. სპეციალური კომისია შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, თითოეულ კანდიდატს აცნობებს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
მუხლი 12🔗. სპეციალური კონკურსის ჩაშლილად გამოცხადება
სპეციალური კომისია უფლებამოსილია სპეციალური კონკურსი ჩაშლილად გამოაცხადოს, თუ:
ა) საკონკურსო ვაკანტურ თანამდებობაზე არც ერთმა კონკურსანტმა არ წარადგინა განაცხადი;
ბ) სპეციალურმა კომისიამ უარი განაცხადა სპეციალური კონკურსის მონაწილეთაგან ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენაზე.
მუხლი 13🔗. სპეციალური კონკურსის შეწყვეტის საფუძვლები
1. სააგენტო უფლებამოსილია, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან სხვა გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზის შემთხვევაში შეწყვიტოს გამოცხადებული სპეციალური კონკურსი ნებისმიერ ეტაპზე თუ ამ მიზეზის შესახებ ცნობილი არ იყო სპეციალური კონკურსის გამართვამდე.
2. სპეციალური კონკურსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გამოქვეყნდეს სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით.
მუხლი 14🔗. სპეციალური კონკურსის შედეგების გასაჩივრება
სპეციალური კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №1
განცხადება
სახელი, გვარი: ___________________________________________
დაბადების თარიღი: ______________________________________
მობილური: ______________________________________________
პირადი №: _______________________________________________
ელ. ფოსტა: ______________________________________________
ოჯახური მდგომარეობა: __________________________________
ფაქტობრივი მისამართი: __________________________________
იურიდიული მისამართი: _________________________________
განათლება
სწავლის დაწყება-დამთავრება
საგანმანათლებლო დაწესებულება
სამუშაო გამოცდილება
დაწყება-დამთავრება
დაწესებულება/უწყება/თანამდებობა/ უფლება-მოვალეობები
წამოსვლის მიზეზი
ტრენინგები და მიღწევები
სერტიფიკატის გაცემის წელი, თვე, რიცხვი
ტრენინგის/სემინარის/სასწავლო კურსის თემა
უცხო ენები
ენა
წერითი უნარები
მეტყველება
კომპიუტერული პროგრამები
პროგრამის დასახელება
ცოდნის დონე
რეკომენდატორები:
1. ____________________________________
2. ____________________________________
3. ____________________________________
ოჯახის წევრები:
1. ____________________________________
2. ____________________________________
3. ____________________________________
4. ____________________________________
5. ____________________________________
სამოტივაციო წერილი:
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
თანახმა ვარ, ჩემ მიერ განცხადებაში მითითებული პერსონალური მონაცემები, ასევე განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები (ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, ნასამართლობასთან, ადმინისტრაციულ პატიმრობასთან, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან, საპროცესო შეთანხმების დადებასთან და განრიდებასთან დაკავშირებული მონაცემები) დამუშავებულ იქნეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ შრომით-სამართლებრივი მიზნებისათვის.