საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.02.2018
ძალაში შესვლა 01.05.2018
გამომცემი ორგანო საჩხერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №79
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.130.016288
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 827 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.02.2018 მიღება
01.05.2018 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანაშვილი საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 11.05.2022 სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 08.04.2022 ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 28.12.2023 ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 18.01.2018 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 13.06.2022

დოკუმენტის ტექსტი

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №79 2018 წლის 28 თებერვალი ქ. საჩხერე საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება თანდართული რედაქციით. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდანსაჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ივანაშვილი დ ა ნ ა რ თ ი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. მერიის ზედამხედველობის სამსახური 1. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობას საპროექტო-ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ, თვითმმართველობის უფლებას მიკუთვნებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენას და აღკვეთას; ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღებას, გარე რეკლამის განთავსების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების, გარე ვაჭრობის დადგენილი წესების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ სანიტარიული ნორმების დაცვას და კონტროლს. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივ აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურის საჯარო მოხელეებისაგან. 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. 3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოხელე. 4. სამსახურის საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მერიის დებულებით. სამსახურის საჯარო მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 5. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და კარიერული მართვის წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები  სამსახურის ფუნქციებია: ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობა; ბ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზება; გ) მუნიციპალიტეტის გარე იერსახეზე ზრუნვა, დანგრეული, დაუმთავრებელი საამშენებლო ობიექტის ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვების, ტერიტორიის დაზიანების, საამშენებლო ან შესაკეთებელ სამუშაოთა ჩატარების დროს დასახლებული პუნქტების ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევის, გზის საფარის დანაგვიანების ან დაზიანების, წყალსადენის ქსელში თვითნებური ჩართვის და სასმელი წყლით სარგებლობის წესების სხვა დარღვევების ფაქტების გამოვლენისა და ადმინისტრირების ღონისძიების გატარება; დ) ზედამხედველობა გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე ვაჭრობაზე, ავტოტრანსპორტის პარკირებაზე; ე) იჯარით გაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გამოყენების მიზნობრიობაზე ადმინისტრირება, მონიტორინგი და იჯარის პირობების შესრულებაზე კონტროლი; ვ) არასაგადასახადო შემოსავლების მობილიზება და ამოღებაზე კონტროლი დადგენილი წესის შესაბამისად; ზ) სახელმწიფო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების დადგენილი წესით დოკუმენტალური გაუფორმებლობის, მიწათმოსარგებლის მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის არსებული წესის დარღვევით სხვა მიწათმოსარგებლისათვის გადაცემის; სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავების ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობის შემთხვევებში ინსპექტირების განხორციელება; თ) მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დაგვა-დასუფავების ორგანიზებისათვის ხელშეწყობა. იურიდიულ პირებში, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირების ორგანიზების კოორდინაცია და კონტროლი. მუნიციპალიტეტის ნაგავ საყრელის მართვის ორგანიზების კოორდინაცია და კონტროლი; ი) მუნიციპალიტეტის მოსახლეობიდან, ასევე იურიდიული პირებიდან /მათი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად/ დასუფთავების მოსაკრებლის ამოღება და მისი ზედამხედველობა; კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების წესების დამრღვევთა გამოვლენა და კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა, მათზე რეაგირება, განსახილველად სასამართლოში გადაგზავნა; ლ) მოსაკრებლის ბაზის დადგენა და წინადადებების მომზადება; მ) მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერის სამართლებრივი აქტების შესრულება; ნ) კონტროლი საამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და საამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა- მოწესრიგება და სხვა); ო) გარე რეკლამის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი; პ) ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა- ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, მიწისქვეშა გადასასვლელების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიკაციათა ჯიხურების და ჭების საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე) კონტროლი; ჟ) ზედამხედველობა ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, საქალაქო სამსახურების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ შემდეგ საქმიანობაზე: დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის აღუდგენლათ მიტოვებაზე, ქალაქის მწვანე ნარგავების დაზიანებაზე ან თვითნებურ გაჩეხვაზე, სამშენებლო ან შესაკეთებელ სამუშაოთა ჩატარების დროს ტერიტორიის დაზიანებაზე; კეთილმოწყობის წესების დაცვაზე, შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, მიწისქვეშა გადასასვლელების, გამწვანებული ტერიტორიების, სარეკლამო მეურნეობის, ვიტრინების, მარკიზების, ღობეების, ალაყაფებისა და სადარბაზოს კარების, კომუნიკაციათა ჯიხურების და ჭების, საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე კონტროლი; რ) აუცილებელი საგზაო სამუშაოების დაგეგმვის მიზნით ყოველწლიურად ქალაქის დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის შედგენაში მონაწილეობის მიღება დაინტერესებულ ორგანიზაციებთან შეთანხმებით, მის დროული და ხარისხიანი შესრულების კონტროლისათვის ხელშეწყობა; ს) უკანონო, უსახური, ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების „სტელაჟების“, სარეკლამო და სინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება; ტ) კომპეტენციის ფარგლებში მეთოდოლოგიური დოკუმენტების მომზადება, რომლებიც არეგულირებენ ქ. საჩხერის ტერიტორიის ფარგლებში ნებართვის გაცემასა და ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღების საქმიანობას; უ) კომპეტენციის ფარგლებში არასაგადასახადო შემოსავლების ბიუჯეტში მობილიზებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ფ) იჯარით გაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებიდან იჯარის ქირის ამოღების ორგანიზაცია; ქ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მოიჯარეების მიერ მიწათსარგებლობის წესების დარღვევისა და იჯარის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება; ღ) სამსახურის მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვების პირობების დაცვის კონტროლი; ყ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად დამრღვევის ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა, მათზე რეაგირება, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად განსახილველად სასამართლოში გადაგზავნა; შ) სახელმწიფო ცენტრალური, მუნიციპალური და სხვა პროგრამების შესრულება; ჩ) კანონმდებლობის შესაბამისად სხვა უფლებამოსილების განხორციელება.