„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№67
სარეგისტრაციო კოდი
010340020.22.038.016973
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/03/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №67

2018 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №54 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 26/06/2015, 010340020.22.038.016469) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-8 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1 - ე3“ ქვეპუნქტები:

„ე1. სამშენებლო-სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობა და სამუშაოთა შესრულების ყოველკვირეული კონტროლი, მათ შორის, სამუშაოთა წარმოების კალენდარული გრაფიკის დაცვის კონტროლი;

ე2. მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემებისა და შესაძლო ცვლილებების შესწავლა და შემდგომ კურატორ მინისტრის მოადგილესთან განსახილველად წარდგენა;

ე3. სამშენებლო-სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის დასურათება და შესაბამისი ოქმის შედგენა;“.

2. მე-10 მუხლის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კვირაში არანაკლებ ერთხელ, ზედამხედველობს სამშენებლო-სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებს და აკონტროლებს სამუშაოთა შესრულებას ყველა ეტაპზე, მათ შორის, სამუშაოთა წარმოების კალენდარული გრაფიკის დაცვას, უზრუნველყოფს მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემებისა და შესაძლო ცვლილებების შესწავლას, ხარვეზების აღმოჩენას;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტები:

„გ1) ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, წერილობით მიმართავს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირს ხარვეზის გამოსწორების მიზნით, თუ ამ ხარვეზის აღმოფხვრა შესაძლებელია არსებული ხელშეკრულების ფარგლებში, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ხარვეზის გამოსწორება შეუძლებელია არსებული ხელშეკრულების ფარგლებში, უზრუნველყოფს წინადადებების წარდგენას დეპარტამენტის უფროსთან და კურატორ მინისტრის მოადგილესთან ხელშეკრულებაში სათანადო ცვლილების შეტანის მიზნით;

გ2) უზრუნველყოფს სამშენებლო-სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის ყოველკვირეულ დასურათებასა და შესაბამისი ოქმის შედგენას;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.03.2018.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.03.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №67. სარეგისტრაციო კოდი — 010340020.22.038.016973.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.03.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №54 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №67, 06.03.2018, სარეგისტრაციო კოდი 010340020.22.038.016973 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.03.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4080868/