„თვითმმართველი ქალაქის - რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი - თბილისის მარშრუტზე M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესის, სანებართვო მოწმობისა და უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) შევსების და მისი ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 10 თებერვლის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№31
სარეგისტრაციო კოდი
310150000.35.160.016467
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/03/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №31

2018 წლის 28 თებერვალი

ქ. რუსთავი

 

„თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი - თბილისის მარშრუტზე M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესის, სანებართვო მოწმობისა და უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) შევსების და მისი ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 10 თებერვლის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარების წესის, სანებართვო მოწმობისა და უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) შევსების და მისი ფორმის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს  2014 წლის 10  თებერვლის №218 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge.  13/02/2014 ს/კ  №310150000.35.160.016201)  და პირველი მუხლის „ა“ პუნქტით დამტკიცებულ დანართი №1-ის მე-14  მუხლის  პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჯ“ ქვეპუნქტი:

„ჯ) რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მგზავრთა გადაყვანის განხორციელებისას მარშრუტზე მომუშავე ავტობუსების გაჩერება უზრუნველყოს მხოლოდ საქართველოს  დედაქალაქის  ადმინისტრაციულ საზღვრებში  ადგილობრივი  საქალაქო რეგულარული სამგზავრო  გადაყვანის მიზნით  რუსთავი-თბილისის  მარშრუტზე  ავტობუსების  (M2 კატეგორია) მოძრაობის   მარშრუტების  დამტკიცების  თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 იანვრის №1-5 დადგენილების 11 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2-ით განსაზღვრულ  გაჩერებებზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის პირველი მარტიდან.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევანი ონიანი