შპს ,,აქუაფაბის" კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №330219617002196349 (2/33473-17)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2018 წლის 22 თებერვალი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩოგოვაძე
განმცხადებელი - შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - ნინო მუმლაძე-ბარავკოვი
მოვალე - შპს ,,აქუაფაბი"
მეურვე - აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი - ლელა ხაციკიდუ
მოთხოვნა - კრედიტორთა კრების მოწვევა
სასამართლომ განიხილა შპს ,,აქუაფაბის" კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და,
სასამართლომ გამოარკვია:
2017 წლის 18 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,აქუაფაბის” წარმომადგენელმა ბექა შუბლაძემ და მოითხოვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით შპს ,,აქუაფაბს’’ უარი ეთქვა მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ მათ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ,,აქუაფაბის” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე, სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით განჩინების გაცნობიდან 1 თვის ვადაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2017 წლის 1 დეკემბერს კანონით დადგენილ ვადაში განცხადებით მომართა შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა შპს ,,აქუაფაბის’’ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.
2017 წლის 13 დეკემბრის განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო, კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნა 2018 წლის 22 თებერვალს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში.
2018 წლის 21 თებერვალს, 11:00 საათზე, კრედიტორთა პირველ კრებაზე გამოცხადდა შპს ,,აქუაფაბის" სავარაუდო წარმომადგენელი ბექა შუბლაძე, რომელმაც იშუამდგომლა კრედიტორთა პირველი კრების გადადების თაობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობის ვადის გასვლის გამო. აღნიშულ შუამდგომლობას დაეთანხმნენ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და კრედიტორის წარმომადგენლები.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1 . მოწვეულ იქნეს შპს ,,აქუაფაბისის’’ს კრედიტორთა პირველი კრება შემდეგი დღის წესრიგით: ა) მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის მოხსენების განხილვა და ანალიზი; ბ) ოდენობის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება; გ) მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა.
2 . კრედიტორთა კრება ჩატარდეს 2018 წლის 05 მარტს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6), სხდომის დარბაზში №26.
3 . დაევალოს შპს ,,აქუაფაბის" მეურვეს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს'' ვებგვერდზე, სასამართლოს ვებგვერდზე და სასამართლოს საჯარო შეტყობინებების დაფაზე.
4 . გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მონაწილე მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ანა ჩოგოვაძე