„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№24
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.141.016249
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/03/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №24

2018 წლის 28 თებერვალი

ქ. ახალქალაქი

 

„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2018 წლის 22 იანვრის  №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2018 წლის 22 იანვრის №6 დადგენილებაში „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვებგვერდი (www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 29/01/2018, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.141.016232) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

ა) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა.

1. სამსახურის დებულებას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.“;

ბ) ამოღებულ იქნეს 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტი;

გ)ამოღებულ იქნეს მე-8  მუხლი.

მუხლი 2
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაირი ირიციან