„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№93
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.033.017077
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/03/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №93

2018 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის  –  შემოსავლების  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით (ვებგვერდი, 110524001, 25/05/2011, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.033.016192) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“ ქვეპუნქტი:

„უ) სამსახურის უფროსის სამდივნო.“.

2. 177 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 178 მუხლი:

„მუხლი 178. სამსახურის უფროსის სამდივნო

სამსახურის უფროსის სამდივნოს ფუნქციებია:

ა) სამსახურის უფროსის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ბ) სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში, სამსახურში არსებული სათათბირო ორგანოების სხდომების დადგენილი რეგლამენტით ჩატარების ორგანიზება, მათი გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა და ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა;

გ) სათათბირო ორგანოების სხდომების კალენდრის შედგენა და წევრების ინფორმირება;

დ) სათათბირო ორგანოების სხდომის დღის წესრიგების მომზადების უზრუნველყოფა, წევრებისგან/შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისაგან საკითხების/განსახილველი მასალების გამოთხოვა და შესაბამისი პირებისათვის წინასწარ გაგზავნა;

ე) სათათბირო ორგანოების სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების ოქმების წარმოება და უფლებამოსილი პირებისთვის გაგზავნა;

ვ) სათათბირო ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგი;

ზ) სამსახურის უფროსის სახელზე შემოსული კორესპონდენციის დამუშავება;

თ) პროტოკოლის წარმოება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

კ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიმამუკა ბახტაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.03.2018.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 01.03.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №93. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.033.017077.
რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.03.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №93, 01.03.2018, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.017077 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.03.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4083742/