📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.02.2018
გამომცემი ორგანო სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.168.016244
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/03/2018
matsne.gov.ge 2,137 სიტყვა · ~11 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ხატიაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 26.12.2022 ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 04.10.2019 თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის ეკონომიკის, ქონების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 31.05.2024 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული მომსახურებისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 07.02.2020 ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 03.05.2022

დოკუმენტის ტექსტი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №10 2018 წლის 28 თებერვალი ქ. სიღნაღი სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №21 დადგენილება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 25/07/2014, 010260020.35.168.016118). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ხატიაშვილი დანართი სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. პირველადი სტრუქტურული ერთეულის სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის  ეკონომიკის  სამსახური 1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის  ეკონომიკის  სამსახური (ტექსტში  შემდგომ – სამსახური) არის სიღნაღის  მუნიციპალიტეტის  მერიის  პირველადი  სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური  პროგრამების  შემუშავებასა  და  განხორციელებას, სტატისტიკური  ინფორმაციის  შეგროვება - დამუშავებას, მუნიციპალიტეტის  ქონების  მართვას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურიზმის განვითარებასა და ხელშეწყობას, სახელმწიფო  შესყიდვების   განხორციელებას. 2. სამსახურს აქვს  დადგენილი ფორმის ბეჭედი და ბლანკი სამსახურის სახელწოდების   აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით. 3. სამსახურის იურიდიული მისამართია ქ. სიღნაღი, დავით აღმაშენებლის მოედანი №2. მუხლი 2🔗. სამსახურის  საქმიანობის  სამართლებრივი  საფუძვლები სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს  კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი  „ადგილობრივითვი  თვითმმართველობის  კოდექსი“, „საჯარო  სამსახურის  შესახებ“  საქართველოს  კანონი, ,,სახელმწიფო  შესყიდვების  შესახებ“  საქართველოს  კანონი, სხვა  საკანონმდებლო  და  კანონქვემდებარე  აქტები, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება, ეს დებულება და ასევე, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები. თავი II სამსახურის საქმიანობა მუხლი 3🔗. სამსახურის  ფუნქციები სამსახური  დადგენილი წესით  უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის  პროგრამის მომზადებას, მის განსახორციელებლად  დასკვნების,  წინადადებებისა და რეკომენდაციების  შემუშავებას; საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას; ეკონომიკური განვითარების პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო  ინფორმაციის შეგროვებას,  დამუშავებასა  და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა   და   რეკომენდაციების     შემუშავებას; ბ) წინადადებებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების  დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე; გ) წინადადებების  მომზადებას  კერძო  ინვესტიციების   მოზიდვასთან    დაკავშირებით; დ) საჭირო  დოკუმენტაციის  მომზადებას  საინვესტიციო  პროექტების   შესადგენად; კერძო ინვესტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ  ორგანიზაციებთან  ურთიერთობების  წარმართვას;  მუნიციპალიტეტის   მონაწილეობით  საინვესტიციო  პროექტების  განხორციელების  ზედამხედველობას;  ე) მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვასა და რეგისტრაციას; ვ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციებისა  და ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას; ზ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან  დაკავშირებით; თ) საჭირო  დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო  საკუთრებაში არსებული ქონების მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში  გადაცემასთან   დაკავშირებით; ი) დოკუმენტაციის  მომზადებას მუნიციპალიტეტის  ქონების  პრივატიზებასა  და  სარგებლობის  უფლებით   გადაცემასთან    დაკავშირებით; კ) „სახელმწიფო  შესყიდვების შესახებ“ საქართველოს  კანონის შესაბამისად  წლიური გეგმის  პროექტის მომზადებას; ლ) სახელმწიფო  შესყიდვების  დაგეგმვას,  წლიური  შესყიდვების  გეგმის  შედგენასა   და   კორექტირებას; მ) წლიური ან/და კორექტირებული შესყიდვების გეგმის შესაბამის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან   ელექტრონულ  სისტემაში ატვირთვას დადგენილი ვადების შესაბამისად; ნ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესყიდვების ორგანიზების  პროცედურებისა  და  სანიმუშო  დოკუმენტების   ფორმების   მომზადებას; ო) დამტკიცებული   შესყიდვის  წლიური გეგმის შესაბამისად  შესყიდვების მომზადებასა და   განხორციელებას; პ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს    კანონის     შესაბამისად   განსაზღვრული შესყიდვების პროცედურების განხორციელებას, მათ შორის: სავარაუდო  ფასების   განსაზღვრას, შესყიდვის  საშუალების   შერჩევას, შესაბამისი  დოკუმენტაციის   შედგენას    და ა.შ. ჟ) შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფას, ჯანსაღი კონკურენციის მხარდაჭერას, შესყიდვების პროცედურების  გამჭვირვალობის   ხელშეწყობას; რ) ტენდერისა და კანონით დადგენილი შესყიდვის სხვა საშუალების ორგანიზებას, შესყიდვის პროექტის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და საჭიროების შემთხვევაში მათში განსახორციელებელი ცვლილებების  პროექტის  მომზადებას; ს) ანალიტიკური, პროგნოზული, ექსპერტული და ინფორმაციული სამუშაოების შესრულებას დამტკიცებული შესყიდვების გეგმების საფუძველზე. ამ გეგმებით გათვალისწინებული პროცედურების  განხორციელებას; ტ) ტენდერებისა  და  ხელშეკრულებების  რეესტრის  წარმოებას; უ) ტურიზმის  მუნიციპალური  პროგრამების მომზადებასა და რეალიზაციას; ფ) ტურიზმის სფეროში დასაქმებულ მეწარმეებს საერთაშორისო კავშირების დამყარებაში, ინფორმაციის მიღება-გავრცელებაში, წარმოების მოდერნიზებასა და ახალი ობიექტების შექმნაში  დახმარებას  საქართველოს  კანონმდებლობით  დადგენილი  წესების  შესაბამისად; ქ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას; ღ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით უზრუნველყოფას  და სარგებლობის წესების დაცვას; ყ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობის, რემონტის, ტექნიკური მომსახურებისა და საწვავით უზრუნველსაყოფად დოკუმენტაციის მომზადებას. თავი III სამსახურის სტრუქტურა მუხლი 4🔗. სამსახურის   სტრუქტურა 1. სამსახური  შედგება მეორადი  სტრუქტურული ერთეულებისაგან - განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის    განყოფილებებია: ა) ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება; ბ) ტურიზმის განვითარების, საგარეო ურთიერთობისა და საერთაშორისო პროექტების  განყოფილება; გ) შესყიდვების განყოფილება. მუხლი 5🔗. ქონების  მართვისა  და  მატერიალურ-ტექნიკური   უზრუნველყოფის  განყოფილება ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის  განყოფილება დადგენილი  წესით   უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის  პროგრამის მომზადებას, მის განსახორციელებლად  დასკვნების,  წინადადებებისა  და რეკომენდაციების შემუშავებას; საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას; ეკონომიკური განვითარების პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო  ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და  რეკომენდაციების     შემუშავებას; ბ) წინადადებებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით  საწარმოების  დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე; გ) წინადადებების მომზადებას  კერძო  ინვესტიციების  მოზიდვასთან   დაკავშირებით; დ) საჭირო დოკუმენტაციის  მომზადებას საინვესტიციო პროექტების  შესადგენად; კერძო ინვესტორებთან,მუნიციპალური განვითარების ფონდთან  და  დონორ ორგანიზაციებთან  ურთიერთობების  წარმართვას; მუნიციპალიტეტის   მონაწილეობით  საინვესტიციო  პროექტების განხორციელების   ზედამხედველობას; ე) მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვასა  და რეგისტრაციას; ვ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციებისა   და ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას; ზ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და  შეცვლასთან  დაკავშირებით; თ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში  გადაცემასთან    დაკავშირებით; ი) საპრივატიზებო ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის შემუშავებას; კ) მუნიციპალიტეტისათვის გადმოცემული ქონების სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე, საჯარო რეესტრში მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებად რეგისტრაციის ორგანიზებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ლ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში  არსებული  ქონების  სარგებლობის (საპრივატიზებო) მართვის უფლებით გადასაცემი ობიექტების, ნუსხის/გეგმის შესახებ სამართლებრივი  აქტების პროექტების მომზადებას; მ) მუნიციპალიტეტის საკუთრებში არსებული ქონების მოვლა-პატრონობის, სარგებლობის, განკარგვისა და მიზნობრივი გამოყენების საკითხებზე წინადადებების, რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადებას; ნ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით (აღნაგობა, უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა და სხვა) გადაცემასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტის პროექტების, ხელშეკრულებებისა და მიღება – ჩაბარების აქტების მომზადებას კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმით; ო) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით და/ან სხვა ფორმის განკარგვის, სარგებლობის უფლებით გადაცემის შემდგომ აუქციონის პირობების და/ან ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლს, აღნიშნულ საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; პ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონიერი მოსარგებლეებისათვის საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის მიზნით ადმინისტრაციული  წარმოების  ჩატარებას,  შესაბამისი  დოკუმენტების  მომზადებას; ჟ) მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით  სარგებლობის  წესების დაცვას;  რ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობის, რემონტის, ტექნიკური მომსახურების და საწვავით უზრუნველსაყოფად დოკუმენტაციის მომზადებას; ს) მუნიციპალიტეტის  ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი ინვენტარის აფასების, ჩამოწერისა და გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას კანონმდებლობით დადგენილი წესით; ტ) პროგრამაში ეტაპობრივად  საწვავის ლიმიტის ცვლილებას სამსახურებრივი საჭიროებისათვის გამოყენებულ ავტომანქანებზე; უ) მერის ბრძანების საფუძველზე პროგრამაში კორპორაციული ტელეფონების მომსახურების კონტროლს და ცვლილებების შესატანად საჭირო დოკუმენტაციების მომზადებას; ფ) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებებისა  და  სხვა  სამართლებრივი  დოკუმენტაციის  პროექტების  მომზადებას. მუხლი 6🔗. ტურიზმის განვითარების, საგარეო ურთიერთობისა და საერთაშორისო პროექტების  განყოფილება ტურიზმის განვითარების, საგარეო ურთიერთობისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილება  დადგენილი   წესით    უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის თანამშრომლობას უცხოეთის  სხვა თვითმმართველ ერთეულებთან; ბ) ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების ორგანიზებას; გ) მუნიციპალიტეტის საგარეო ურთიერთობების კოორდინაციას; დ) ტურისტულ-საკურორტო  ინფრასტრუქტურის შენარჩუნებასა  და  განვითარებას, დარგის  საქმიანობის   კოორდინირებას, ტურიზმის    მუნიციპალური    პროგრამების    მომზადებასა და რეალიზაციას; ე) ტურისტული-საკურორტო ობიექტების მშენებლობის, რეკონსტრუქცია-მოდერნიზების, საინვესტიციო  წინადადებების   დამუშავებასა  და  ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობას; ვ) მონაწილეობას  ტურისტულ-საკურორტო, სოციალურ – ეკონომიკური პროექტების შემუშავებაში; ზ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტში ახალი ტურისტულ-საკურორტო ობიექტების შექმნაზე  და  ინფრასტრუქტურის   განვითარებაზე; თ) ტურიზმის  სფეროში  დასაქმებულ  მეწარმეებს, საერთაშორისო  კავშირების  დამყარებაში, ინფორმაციის  მიღება-გავრცელებაში, წარმოების მოდერნიზებასა  და  ახალი  ობიექტების  შექმნაში  ხელშეწყობას   საქართველოს  კანონმდებლობით  დადგენილი  წესების  შესაბამისად; ი) ტურისტული  ცენტრებისა  და  საკურორტო  ზონების  რეკლამის  მიზნით  გამოფენების, ბაზრობების, ტურისტული  ბირჟების მოწყობას. მონაწილეობას ღებულობს საზღვარგარეთ ჩატარებულ ანალოგიურ  ღონისძიებებში, სადაც რეკლამას უკეთებს მხარის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, ისტორიულ-კულტურუ  მემკვიდრეობას,   აგრეთვე  დარგში დასაქმებულ   ცალკეულ  საწარმოებსა და ორგანიზაციებს; კ) მუნიციპალიტეტის ტურისტულ-საკურორტო დარგის მონაცემების საშუალებით მუნიციპალიტეტში ტურისტული საქმიანობის მდგომარეობის შესწავლას და შედეგებს იყენებს სამომავლო  ღონისძიებათა   შემუშავებისათვის; ლ) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებების, მემორანდუმებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის პროექტების მომზადებას; მ) საერთაშორისო პროექტების განსახორციელებლად პარტნიორების მოძიებას, დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების განვითარებას, განხორციელებული პროექტების მართვა - კოორდინაციას; ნ) საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენებში, ბაზრობებში, კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებში  მონაწილეობას. მუხლი 7🔗. შესყიდვების   განყოფილება შესყიდვების  განყოფილება  დადგენილი  წესით  უზრუნველყოფს: ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს  კანონის შესაბამისად  სახელმწიფო     შესყიდვების დაგეგმვას, წლიური შესყიდვების  გეგმის პროექტის  შედგენას, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს,  ასევე წარადგენს წინადადებას მის კორექტირებაზე; ბ) წლიური ან/და კორექტირებული შესყიდვების გეგმის შესაბამის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ  სისტემაში  ატვირთვას  დადგენილი ვადების შესაბამისად; გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესყიდვების ორგანიზების პროცედურებისა და  სანიმუშო  დოკუმენტების   ფორმების   მომზადებას; დ) დამტკიცებული  შესყიდვის  წლიური  გეგმის  შესაბამისად    შესყიდვების   მომზადებასა    და განხორციელებას; ე) მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვების  კანონით განსაზღვრული  შესყიდვების  პროცედურების განხორციელებას, მათ  შორის: სავარაუდო ფასების განსაზღვრას, შესყიდვის საშუალების   შერჩევას, შესაბამისი  დოკუმენტაციის   შედგენას   და   ა.შ; ვ) შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფას, ჯანსაღი  კონკურენციის  მხარდაჭერას, შესყიდვების  პროცედურების   გამჭვირვალობის   ხელშეწყობას; ზ) ტენდერისა და კანონით  დადგენილი  შესყიდვის  სხვა საშუალების  ორგანიზებას, შესყიდვის პროექტის საჯაროობისა  და  გამჭვირვალობის   უზრუნველყოფას, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და საჭიროების შემთხვევაში მათში განსახორციელებელი ცვლილებების  პროექტის   მომზადებას; თ) ტენდერისა და კანონით დადგენილი შესყიდვის სხვა საშუალების ორგანიზებას, შესყიდვის პროექტის საჯაროობასა და გამჭვირვალობას, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებისა  და  საჭირო  შემთხვევაში,  მათში განსახორციელებელი  ცვლილებების  მომზადებას.  თავი IV სამსახურის მართვა მუხლი 8🔗. სამსახურის   უფროსი 1. სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს პირველადი სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელი-სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და  თანამდებობიდან   ათავისუფლებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის  მერი. 2. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისათვის დაკისრებული  ამოცანებისა  და   ფუნქციების   შესრულებისათვის; ბ) ანაწილებს  დავალებებს  სამსახურის  სტრუქტურულ  ქვედანაყოფებსა  და  პროფესიულ საჯარო მოხელეებს  შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა  და  მერის  დავალებებით  გათვალისწინებული  ღონისძიებების  განხორციელებას; გ) განსაზღვრავს  სტრუქტურული ერთეულის  საქმიანობის  ორგანიზებისა  და  დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის პროფესიულ საჯარო მოხელეთა  თანამდებობრივ  მოვალეობებს; დ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის პროფესიულ საჯარო მოხელეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის  მიერ  მომზადებულ   საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა  და   რეკომენდაციებს; ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახურის უფროსის საქმიანობის კონტროლის, ანგარიშის მოსმენისა და შეფასების მიზნით, წარუდგენს ანგარიშს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს; ზ) სამსახურის საქმიანობის ორგანიზების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში და მერიის დებულების საფუძველზე, მერის მხრიდან ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირების შემთხვევაში გამოსცემს ინდივიდუალურ   ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს  – ბრძანებას;  თ) იბარებს  სტრუქტურული  ქვედანაყოფის  ანგარიშებს  გაწეული   საქმიანობის   შესახებ; ი) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აფასებს სამსახურის სტრუქტურული  ქვედანაყოფის (განყოფილება) უფროსის მუშაობას; კ) უზრუნველყოფს პროფესიულ საჯარო მოხელეთა სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად  აუცილებელი  პირობების   შექმნას; ლ) უზრუნველყოფს სამსახურის  პროფესიულ საჯარო მოხელეთა  მიერ  მერიის შრომის შინაგანაწესისა  და   დისციპლინის   დაცვას; მ) ხელს  უწყობს  და  ორგანიზაციულად  უზრუნველყოფს პროფესიულ  საჯარო  მოხელეთა  პროფესიულ  განვითარებას; ნ) ინახავს და არსებული წესების შესაბამისად იყენებს სამსახურის ბეჭედს; ო) ასრულებს  შესაბამისი  სამსახურის დებულებითა  და  თანამდებობრივი ინსტრუქციებით  განსაზღვრულ   ფუნქციებს. 3. სამსახურის უფროსის არყოფნის  შემთხვევაში, მერის  ბრძანებით, სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსს. მუხლი 9🔗. განყოფილების უფროსი 1. სამსახურის მეორად  სტრუქტურულ  ერთეულს – განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს  და თანამდებობიდან  ათავისუფლებს  სიღნაღის მუნიციპალიტეტის   მერი. 2. განყოფილების უფროსი: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) ახორციელებს  განყოფილების პროფესიულ  საჯარო მოხელეთა   საქმიანობის   საერთო  ხელმძღვანელობას; გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; დ) პასუხისმგებელია  განყოფილებისათვის  დაკისრებული  ამოცანებისა  და  ფუნქციების  შესრულებაზე; ე) განსაზღვრავს განყოფილების პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ვ) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს  განყოფილების  მოსამსახურეთა  კუთვნილი შვებულების გამოყენების, მივლინების, წახალისების, ან/და  დისციპლინური   პასუხიმგებლობის   თაობაზე; ზ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს განყოფილების  პროფესიულ საჯარო მოხელეთა  მიერ დაკისრებულ  მოვალეობათა   შესრულებას; თ) განსაზღვრავს  განყოფილების  საქმიანობის  ორგანიზაციისა  და  დაგეგმარების   წესს, შეიმუშავებს  წინადადებებს   განყოფილების   მუშაობის  სრულყოფის  საკითხებზე; ი) აუცილებელ  პირობებს  უქმნის  განყოფილების  მოსამსახურეებს  მათი  ფუნქციონალური  მოვალეობების  შესრულებისათვის; კ) ამზადებს  და  სამსახურის უფროსს  წარუდგენს  ანგარიშებს  განყოფილების  მიერ   გაწეული მუშაობის   შესახებ; ლ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აფასებს განყოფილების პროფესიულ საჯარო მოხელეთა  მუშაობას; მ) ახორციელებს  საქართველოს კანონმდებლობითა  და  ამ  დებულებით  განსაზღვრულ  სხვა  უფლებამოსილებებს. 3. განყოფილების  უფროსი  ანგარიშვალდებულია  სამსახურის უფროსის  წინაშე. 4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის მოვალეობის შესრულება ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ პროფესიულ საჯარო მოხელეს. თავი V სამსახურის პროფესიულ საჯარო მოხელეთა უფლებები და მოვალეობები მუხლი 10🔗. სამსახურის  პროფესიულ  საჯარო მოხელეთა  უფლებები სამსახურის  პროფესიულ საჯარო მოხელეებს  უფლება  აქვთ: ა) წარუდგინონ უშუალო  ხელმძღვანელს  წინადადებები  მათი  საქმიანობის  თაობაზე; ბ) მიიღონ   მათი   მუშაობისათვის   აუცილებელი   კონსულტაციები; გ) ისარგებლონ  მათი  მუშაობისათვის  საჭირო  სამართლებრივი  აქტებით, საინფორმაციო  და  სხვა მასალებით; დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მათი უფლება -მოვალეობის  შესრულებისათვის  საჭირო პირობებით უზრუნველყოფის შესახებ; ე) ისარგებლონ პროფესიული საჯარო მოხელისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი  სხვა  უფლებითა  და  გარანტიებით. მუხლი 11🔗. სამსახურის  პროფესიულ  საჯარო  მოხელეთა  ვალდებულებები  1. სამსახურის  პროფესიული საჯარო მოხელეები  ვალდებულნი   არიან: ა) შეასრულონ  და  დაიცვან „საჯარო  სამსახურის  შესახებ“  საქართველოს  კანონით, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მერიის  დებულებით, ამ  დებულებით, მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი თვითმმართველობის  ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებითა და მერის დავალებით   განსაზღვრული   ვალდებულებანი; ბ) დროულად  და  სრულყოფილად  შეასრულონ  უშუალო  და  ზემდგომი  ხელმძღვანელის        დავალებები; გ) დაიცვან სამსახურებრივი საიდუმლოების რეჟიმი; დ) იმუშაონ  პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად; ე) განუხრელად  შეასრულონ  დადგენილი   შრომის   შინაგანაწესის   მოთხოვნები; ვ) გაუფრთხილდნენ  მათ   სარგებლობაში   არსებულ   ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას. 2. პროფესიულ საჯარო მოხელეთა სამსახურებრივი უფლება - მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი  ინსტრუქციებით (სამუშაო აღწერილობა), რომელსაც ამტკიცებს მერი. მუხლი 12🔗. პროფესიულ  საჯარო მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობრივი  სარგოს   განსაზღვრა 1. სამსახურის პროფესიულ საჯარო მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და  თანამდებობიდან  ათავისუფლებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს  კანონით  დადგენილი  წესით. 2. სამსახურის  საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება მერიის  საშტატო  ნუსხით, რომელსაც  მერის  წარდგინებით  ამტკიცებს   სიღნაღის   მუნიციპალიტეტის   საკრებულო. 3. სამსახურის  პროფესიულ საჯარო მოხელეთა  თანამდებობრივი  სარგოების  ოდენობას  „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით  მერის წარდგინებით,  განსაზღვრავს საკრებულო. თავი VI დასკვნითი დებულებანი მუხლი 13🔗 1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. 2. სამსახურის  დებულებაში  ცვლილება შეიძლება  შეტანილ  იქნეს  კანონმდებლობით       დადგენილი   წესით. 3. სამსახურის  რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობითა   და   მერიის  დებულებით   დადგენილი    წესით.