წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესის დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 28.02.2018
ძალის დაკარგვა 03.05.2018
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.104.016363
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია | წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 27.04.2018
დოკუმენტის ტექსტი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესის დადგენის შესახებ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2018 წლის 28 თებერვალი
ქ. წალენჯიხა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“
მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესი დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია
დანართი 1
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესი
მუხლი 1🔗.
წესის მიზანი
წინამდებარე წესის მიზანს წარმოადგენს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საგზაო მოძრაობის დაგეგმვა და საგზაო მოძრაობის რეგულირებაზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა)
საგზაო მოძრაობა – საავტომობილო გზაზე ადამიანისა და ტვირთის სატრანსპორტო საშუალებით ან მის გარეშე გადაადგილებისას არსებული ურთიერთობები;
ბ)
საავტომობილო გზა – ცნებაში, როგორც მისი შემადგენელი ნაწილები, გაერთიანებულია:
ბ.ა)
მიწის ვაკისი სავალი ნაწილი, ხიდები, სატრანსპორტო კვანძები, წყალგამტარი ნაგებობები, საყრდენი კედლები, გზის გასწვრივ მდებარე საველოსიპედო და საცალფეხო ბილიკები, ასევე განსხვისების ზოლები და მის ფარგლებში არსებული სხვა საგზაო ნაგებობანი;
ბ.ბ)
მოძრაობის მართვისა და რეგულირების, ტექნოლოგიური კავშირის, განათების მოწყობილობათა ელემენტები და სხვა ნაგებობანი, მათ შორის სპეციალური დანიშნულების სატელეფონო კავშირები, რომლებიც საჭიროა საავტომობილო გზების ნორმალური მოვლა-შენახვისა და ფუნქციონირებისათვის;
ბ.გ)
თოვლდამცავი ზოლები, ღვარცოფსაწინააღმდეგო და წყალმრიდი ნაგებობანი, გასაჩერებელი და დასასვენებელი მოედნები, რომლებიც შეიძლება განლაგებული იყოს განსხვისების ზოლის გარეთ.
გ)
სატრანსპორტო საშუალება-ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება ან სატრანსპორტო საშუალებათა შეწყვილებული კომბინაცია, თუ მისი წამყვანი წინამდებარე წესის შესაბამისად არ წარმოადგენს ქვეითს;
დ)
საგზაო მოძრაობის დაგეგმვა-სამართლებრივ და ორგანიზაციულ ღონისძიებათა კომპლექსი, რომლითაც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დგინდება:
დ.ა)
საავტომობილო გზაზე ორმხრივი და ცალმხრივი მოძრაობა;
დ.ბ)
მთავარი და მეორეხარისხოვანი საავტომობილო გზები;
დ.გ)
საავტომობილო გზაზე მოძრაობის დასაშვები მინიმალური და მაქსიმალური სიჩქარე;
დ.დ)
სამარშუტო ხაზი, ასევე სამარშუტო ხაზზე გაჩერების ადგილები, სამარშუტო ხაზის საბოლოო დანიშნულების ადგილი;
დ.ე)
საავტომობილო გზაზე მთლიანად ან ნაწილობრივ მოძრაობის აკრძალვა ან/და შეზღუდვა;
დ.ვ)
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნები;
დ.ზ)
საგზაო მოძრაობის წესები;
ე)
საგზაო მოძრაობის რეგულირება – სამართლებრივ და ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც მოიცავს საგზაო მოძრაობის დაგეგმვის გათვალისწინებით ან მის გარეშე ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, საავტომობილო გზაზე გამაფრთხილებელი ნიშნების, პრიორიტეტის ნიშნების, ამკრძალავი ნიშნების, მიმთითებელი ნიშნების, საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნების, სერვისის ნიშნების, დამატებითი ინფორმაციის ნიშნების (დაფების) განთავსებას (მონტაჟი), მათ დემონტაჟს, საგზაო მონიშვნას, ასევე ნებისმიერ სხვა ქმედებას, რომელიც წინამდებარე წესის შესაბამისად არ გულისხმობს საგზაო მოძრაობის დაგეგმვას.
მუხლი 3🔗.
საგზაო მოძრაობის დაგეგმვაზე და რეგულირებაზე გადაწყვეტილების მიღების წესი
1.
საგზაო მოძრაობის დაგეგმვაზე გადაწყვეტილებას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის წარდგენის საფუძველზე იღებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო საგზაო მოძრაობის დაგეგმვასთან ერთად. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საგზაო მოძრაობის რეგულირების საკითხი.
2.
საგზაო მოძრაობის დაგეგმვაზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად გადაეცემა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას.
3.
საგზაო მოძრაობის რეგულირებას (გარდა საგზაო მოძრაობის დაგეგმვის დოკუმენტის გათვალისწინებულ საგზაო მოძრაობის რეგულირებისა) ახორციელებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
4.
საგზაო მოძრაობის რეგულირება ხორციელდება საგზაო მოძრაობის დაგეგმვის შესაბამისად, ხოლო თუ საგზაო მოძრაობის რეგულირება არ ითვალისწინებს ისეთი ქმედების განხორციელებას,რომელსაც ითვალისწინებს საგზაო მოძრაობის დაგეგმვა, საგზაო მოძრაობის რეგულირება ხორციელდება საგზაო მოძრაობის დაგეგმვისაგან დამოუკიდებლად, მაგრამ საგზაო მოძრაობის რეგულირებით არ უნდა განხორციელდეს ისეთი ქმედება, რომელიც ამ წესის შესაბამისად უნდა განხორციელდეს საგზაო მოძრაობის დაგეგმვის საფუძველზე.
5.
საგზაო მოძრაობის დაგეგმვის გარეშე საგზაო მოძრაობის რეგულირებით შეიძლება განხორციელდეს ისეთი ქმედება, რომელიც ამ წესის შესაბამისად უნდა განხორციელდეს საგზაო მოძრაობის დაგეგმვის საფუძველზე, თუ არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა, მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობისათვის საჭირო დროით.
6.
საგზაო მოძრაობის დაგეგმვაზე გადაწყვეტილება მიიღება წერილობითი სახით.
7.
საგზაო მოძრაობის რეგულირება შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი გადაწყვეტილების საფუძველზე, ისე საგზაო მოძრაობის რეგულირებაზე უფლებამოსილი პირის ქმედებით.