📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.02.2018
გამომცემი ორგანო სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.168.016247
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/03/2018
matsne.gov.ge 929 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ხატიაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 28.06.2022 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 15.11.2017 გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 30.05.2024 მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 12.02.2018 ხობის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 30.10.2017

დოკუმენტის ტექსტი

კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №13 2018 წლის 28 თებერვალი ქ. სიღნაღი სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს  ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“   24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს პირველადი სტრუქტურული ერთეულის სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის  №22 დადგენილება  „სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 25/07/2014, 010260020.35.168.016119). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ხატიაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  სამსახური 1. სიღნაღის  მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს  კულტურის, განათლების,  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. 2. სამსახურს აქვს შტამპი,  დადგენილი ფორმის ბეჭედი და ბლანკი სამსახურის სახელწოდების  აღნიშვნითა და სხვა საჭირო რეკვიზიტებით. 3. სამსახურის იურიდიული მისამართია ქ. სიღნაღი, დავით აღმაშენებლის მოედანი №2. მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება, ეს დებულება  და ასევე, მუნიციპალიტეტის  ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები. თავი II სამსახურის საქმიანობა მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განვითარების მუნიციპალური პროგრამების  შემუშავებასა და განხორციელების კოორდინაციას; ბ) სკოლამდელი  სააღმზრდელო  დაწესებულებების   ავტორიზაციას კანონით დადგენილი წესით და  მათ  მონიტორინგს; გ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების (განათლების, სპორტისა და კულტურის საკითხებში) მონიტორინგს; დ) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის  საკითხებზე; ე) წინადადებების  შემუშავებას  ახალგაზრდობის  თანასწორობის საკითხებზე; ვ) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა  და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას; ზ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის  გაუმჯობესების  მიზნით; თ) ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის   დაცვასა და განვითარების ხელშეწყობას; ი) მოქმედი  კანონმდებლობით განსაზღვრული  სხვა  ფუნქციების  განხორციელებას. თავი III სამსახურის სტრუქტურა და სამსახურის მართვა მუხლი 4🔗. სამსახურის სტრუქტურა სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან. მუხლი 5🔗 1. სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს პირველადი  სტრუქტურული  ერთეულის ხელმძღვანელი- სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს  და  თანამდებობიდან  ათავისუფლებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი. 2. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელი: ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების   შესრულებისათვის; ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის  მოსამსახურეებს; გ) მერს წარუდგენს წინადადებებს  სტრუქტურული ერთეულის პროფესიულ საჯარო მოხელეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების  შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) მერს  წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და   რეკომენდაციებს; ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშსს ტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; საქართველოს ორგანული  კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახურის უფროსის საქმიანობის კონტროლის, ანგარიშის მოსმენისა და შეფასების მიზნით, წარუდგენს ანგარიშს  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს; ზ) სამსახურის საქმიანობის ორგანიზების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში და  მერიის დებულების საფუძველზე, მერის მხრიდან ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირების შემთხვევაში, გამოსცემს ინდივიდუალურ  ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს  – ბრძანებას; თ) იბარებს სტრუქტურული ერთეულის პროფესიული საჯარო მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის  შესახებ; ი) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აფასებს სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელეების  მუშაობას; კ) უზრუნველყოფს მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას; ლ) უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ მერიის  შრომის შინაგანაწესისა და დისციპლინის  დაცვას; მ) ინახავს და არსებული წესების შესაბამისად იყენებს სამსახურის ბეჭედს; ნ) ასრულებს შესაბამისი სამსახურის დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციებით განსაზღვრულ   ფუნქციებს. 3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის მოვალეობის  შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ პროფესიულ საჯარო მოხელეს. თავი IV სამსახურის პროფესიულ საჯარო მოხელეთა უფლებები და მოვალეობები მუხლი 6🔗. სამსახურის პროფესიულ საჯარო მოხელეთა უფლებები სამსახურის  პროფესიულ საჯარო მოხელეებს  უფლება  აქვთ: ა) წარუდგინონ უშუალო  ხელმძღვანელს  წინადადებები  მათი  საქმიანობის  თაობაზე; ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლონ  მათი  მუშაობისათვის  საჭირო  სამართლებრივი  აქტებით, საინფორმაციო  და  სხვა მასალებით; დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მათი უფლება-მოვალეობის შესრულებისათვის  საჭირო  პირობებით უზრუნველყოფის შესახებ; ე) ისარგებლონ პროფესიული საჯარო მოხელისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებითა   და გარანტიებით. მუხლი 7🔗. სამსახურის პროფესიულ საჯარო მოხელეთა ვალდებულებები  1. სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელეები ვალდებულნი არიან: ა) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებითა და მერის დავალებით განსაზღვრული ვალდებულებანი; ბ) დაიცვან სამსახურებრივი საიდუმლოების რეჟიმი; გ) იმუშაონ საკუთარი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად; დ) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები; ე) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას. 2. პროფესიულ საჯარო მოხელეთა სამსახურებრივი უფლება- მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით (სამუშაო აღწერილობა), რომელსაც ამტკიცებს მერი. მუხლი 8🔗. პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა 1. სამსახურის პროფესიულ საჯარო მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 2. სამსახურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით, რომელსაც მერის წარდგინებით  ამტკიცებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 3. სამსახურის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობას „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით  მერის წარდგინებით, განსაზღვრავს საკრებულო. თავი V დასკვნითი დებულებანი მუხლი 9🔗. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა 1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის სიღნაღის  მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  სამსახურის  დებულებას  მერის  წარდგინებით  ამტკიცებს  საკრებულო. 2. სამსახურის  დებულებაში  ცვლილება  შეიძლება  შეტანილ  იქნეს  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით. 3. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხორციელდება მოქმედი  კანონმდებლობითა და მერიის დებულებით დადგენილი წესით.