⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (28.03.2024)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.02.2018
ძალის დაკარგვა 28.03.2024
გამომცემი ორგანო სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.168.016249
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,134 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.02.2018 მიღება
28.03.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ხატიაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №15 2018 წლის 28 თებერვალი ქ. სიღნაღი სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად . მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №26 დადგენილება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  (www.matsne.gov.ge, 25.07.2014, 010260020.35.168.016123 ). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ხატიაშვილი დანართი სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო  აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის  სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. სიღნაღის  მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის  სამსახური 1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, მობილიზაციისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების  გადაწყვეტას. 2. სამსახურის საქმიანობაზე  ზედამხედველობას  ახორციელებს  მუნიციპალიტეტის  მერი. 3. სამსახურს აქვს  დადგენილი ფორმის ბეჭედი და ბლანკი სამსახურის სახელწოდების  აღნიშვნითა და სხვა საჭირო რეკვიზიტებით. მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები სამსახური თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი,“  „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ და „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებითა და ამ დებულებით. თავი II სამსახურის საქმიანობა მუხლი 3🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანები სამსახურის ძირითადი  ამოცანებია: ა) უზრუნველყოს მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის  ორგანიზება; ბ) გააკონტროლოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის  შესახებ“   საქართველოს  კანონით  დადგენილ  მოთხოვნათა  შესრულება; გ) სამობილიზაციო  რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის) აღრიცხვის  ორგანიზება; ,,მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსების ხარჯზე; დ) აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევა, მოზიდვა და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების  ქვედანაყოფებში   გაგზავნა; ე) რეზერვისტთა  სპეციალური  აღრიცხვის (დაჯავშნა) ორგანიზება; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა; ზ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიის მუშაობის ორგანიზება და გაწვეულთა შემკრებ- გამანაწილებელ პუნქტში წარდგენა; თ) სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებში წესების დარღვევის ფაქტებზე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირების  განხორციელება; ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამხედრო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული   ღონისძიებების უზრუნველყოფა; კ) უზრუნველყოს ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობითი მუშაობა; ლ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა   უფლება- მოვალეობანი. მუხლი 4🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახურის ძირითადი  ფუნქციებია: ა) ჭაბუკებისა  და  წვევამდელი  ასაკის  მოქალაქეთა  ზუსტი   აღრიცხვა; ბ) 17  წლის   ასაკის  ჭაბუკთა  პირველადი  სამხედრო   აღრიცხვა; გ) მოქალაქეთა  სამხედრო  სამსახურში  გასაწვევად  მოსამზადებელ  სამუშაოთა   შესრულება; დ) სავალდებულო  სამხედრო  სამსახურში  გამწვევი კომისიის მუშაობის ორგანიზება და გაწვეულთა შემკრებ- გამანაწილებელ  პუნქტში  წარდგენა; ე) ხალხისა  და სატრანსპორტო რესურსის მობილიზაცია;  სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილება ადგილობრივი  რესურსის  ხარჯზე, საჯარისო-სამობილიზაციო გაშლისათვის შესაბამისი ბაზის მომზადება; ვ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების აღრიცხვა და მათთან მუშაობის   ორგანიზება; ზ) სამართალდამცავი ორგანოებისათვის მასალების გადაცემა იმ მოქალაქეების  შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო აღრიცხვიანობისა  და  სამხედრო   სამსახურში  გაწვევის   წესებს. მუხლი 5🔗. სამსახურის მოვალეობანი სამსახურის  მოვალეობებია: ა) აწარმოოს  მოქალაქეთა  სამხედრო  სავალდებულო  და  სამხედრო  სარეზერვო  სამსახურში  გაწვევა; ბ) სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებში წესების დარღვევის ფაქტებზე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის  ფარგლებში, მასალები გადასცეს სამართალდამცავ  ორგანოებს; გ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამართოს თათბირები და განახორციელოს სხვა ორგანიზაციული  ღონისძიებები; დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი. თავი III სამსახურის სტრუქტურა მუხლი 6🔗. სამსახურის სტრუქტურა სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა  და პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან. მუხლი 7🔗. სამსახურის უფროსი 1. სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს  პირველადი  სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელი-სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და  თანამდებობიდან  ათავისუფლებს  სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი. 2. მერიის სტრუქტურული  ერთეულის  ხელმძღვანელი - სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და  პასუხისმგებელია ამ ერთეულისათვის დაკისრებული ამოცანებისა და  ფუნქციების   შესრულებისათვის; ბ) უნაწილებს ფუნქციებს   სტრუქტურული  ერთეულის    მოსამსახურეებს; გ) მერს წარუდგენს  წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის პროფესიულ საჯარო მოხელეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების  შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა  და  მეთოდებს;  სტრუქტურული ერთეულის  მოსამსახურეთა  თანამდებობრივ  მოვალეობებს; ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა  და  რეკომენდაციებს; ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახურის უფროსის საქმიანობის კონტროლის, ანგარიშის მოსმენისა და შეფასების მიზნით, წარუდგენს ანგარიშს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს; ზ) სამსახურის საქმიანობის ორგანიზების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში და მერიის დებულების საფუძველზე, მერის მხრიდან ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირების შემთხვევაში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს  – ბრძანებას;  თ) იბარებს სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის  შესახებ; ი) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აფასებს სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელეების მიერ შესრულებულ სამუშაოს; კ) უზრუნველყოფს მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად  აუცილებელი პირობების   შექმნას; ლ) უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ მერიის შრომის შინაგანაწესისა და  დისციპლინის დაცვას; მ) ინახავს და არსებული წესების შესაბამისად იყენებს სამსახურის ბეჭედს; ნ) ასრულებს შესაბამისი სამსახურის დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციებით განსაზღვრულ ფუნქციებს. 3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ პროფესიულ საჯარო მოხელეს. თავი IV სამსახურის პროფესიულ საჯარო მოხელეთა უფლებები და მოვალეობები მუხლი 8🔗. სამსახურის პროფესიულ  საჯარო   მოხელეთა   უფლებები 1. სამსახურის  პროფესიულ   საჯარო მოხელეებს  უფლება  აქვთ: ა) წარუდგინონ უშუალო  ხელმძღვანელს  წინადადებები  მათი  საქმიანობის  თაობაზე; ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლონ  მათი  მუშაობისათვის  საჭირო  სამართლებრივი  აქტებით, საინფორმაციო  და  სხვა            მასალებით; დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მათი უფლება-მოვალეობის შესრულებისათვის  საჭირო  პირობებით   უზრუნველყოფის   შესახებ; ე) ისარგებლონ  პროფესიული საჯარო მოხელისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებითა  და   გარანტიებით. 2. პროფესიულ საჯარო მოხელეთა სამსახურებრივი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი  ინსტრუქციებით(სამუშაო აღწერილობა),  რომელსაც   ამტკიცებს   მერი. მუხლი 9🔗.  სამსახურის  პროფესიულ  საჯარო   მოხელეთა   ვალდებულებები სამსახურის  პროფესიული   საჯარო   მოხელეები  ვალდებულნი არიან: ა) სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელეები ვალდებულნი არიან  შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებითა და მერის  დავალებით  განსაზღვრული  ვალდებულებანი; ბ)  დაიცვან  სამსახურებრივი  საიდუმლოების რეჟიმი; გ) იმუშაონ    პროფესიული  მომზადების  დონის  ასამაღლებლად; დ)  განუხრელად  შეასრულონ  დადგენილი  შრომის  შინაგანაწესის  მოთხოვნები; ე) გაუფრთხილდნენ  მათ  სარგებლობაში  არსებულ  ტექნიკას,  ინვენტარსა  და  სხვა  ქონებას. მუხლი 10🔗. პროფესიულ   საჯარო მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობრივი  სარგოს  განსაზღვრა 1. სამსახურის პროფესიულ საჯარო მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს  კანონით  დადგენილი  წესით. 2. სამსახურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს  სიღნაღის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო. 3. სამსახურის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობას  „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით  მერის წარდგინებით,  განსაზღვრავს  საკრებულო. თავი V დასკვნითი დებულებანი მუხლი 11🔗. სამსახურის  დებულების  დამტკიცება  და  ცვლილებების   შეტანა 1. სიღნაღის  მუნიციპალიტეტის  მერიის  სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულებას  მერის  წარდგინებით   ამტკიცებს  საკრებულო. 2. სამსახურის  დებულებაში  ცვლილება  შეიძლება  შეტანილ  იქნეს კანონმდებლობით   დადგენილი   წესით. 3. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობითა  და  მერიის  დებულებით  დადგენილი  წესით.