„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №4457 |
|
2018 წლის 1 მარტი ქ. თბილისი |
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანების პირველი პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციაში“ (დანართი №1) განხორციელდეს შემდეგი ცვლილებები: ა.ა) მე-13 მუხლის 43-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „43. გრაფა 49 „საწყობის დასახელება“ – პირველ ნაწილში აღინიშნება საბაჟო საწყობის/შენახვის სხვა ადგილის საიდენტიფიკაციო კოდი, გრაფის მეორე ნაწილში მიეთითება საქონლის შენახვის ვადა დღეებში, ხოლო საქონლის დროებით შენახვის ვადის გაგრძელების შემთხვევაში – საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მიეთითება დროებით შენახვის საერთო ვადა დღეებში.“; ა.ბ) 38-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. გრაფა 49 „საწყობის დასახელება“ – გრაფის პირველ ნაწილში აღინიშნება საბაჟო საწყობის/შენახვის სხვა ადგილის საიდენტიფიკაციო კოდი. საბაჟო საწყობში შენახულ საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემისას ახალი მესაკუთრის მიერ წარდგენილ დეკლარაციაში საბაჟო საწყობის საიდენტიფიკაციო კოდს ბოლოში ემატება – „/1„. გრაფის მეორე ნაწილში მიეთითება საქონლის შენახვის ვადა დღეებში, ხოლო საწყობის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის შენახვის ვადის გაგრძელების შემთხვევაში – საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მიეთითება შენახვის საერთო ვადა დღეებში.“; ა.გ) მე-40 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მეორე ნაწილში მიეთითება საქონლის შიდა გადამუშავების ვადა დღეებში, ხოლო აღნიშნული ვადის გასვლამდე საქონელზე გადამუშავების ვადის გაგრძელების შემთხვევაში – საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მიეთითება გადამუშავების საერთო ვადა დღეებში.“; ა.დ) 41-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. გრაფა 49 „საწყობის დასახელება“ – გრაფის მეორე ნაწილში მიეთითება საქონლის გარე გადამუშავების ვადა დღეებში, ხოლო აღნიშნული ვადის გასვლამდე საქონელზე გადამუშავების ვადის გაგრძელების შემთხვევაში – საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მიეთითება გადამუშავების საერთო ვადა დღეებში.“; ბ) „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №2) „ნაწილი 13. სამართალდარღვევათა კლასიფიკატორის“ მე-2 პუნქტის „ადმინისტრაციული სამართალდარღვევების“ „34“-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „35“ გრაფა:
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.03.2018.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 01.03.2018. მიმღები ორგანო — შემოსავლების სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №4457. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.016446.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.03.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №4457, 01.03.2018, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016446 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.03.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4085822/