დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.03.2018
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.152.016338
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.03.2018 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი | დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2018 წლის 2 მარტი
ქ. დუშეთი
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების და ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილების ამოქმედების მომენტიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის №29 დადგენილება (matsne.gov.ge, 03/10/2014, ს/კ: 010250020.35.152.016193)
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ინაშვილი
დანართი №1
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება
ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 31-ე მუხლის შესაბამისად, განსაზღვრავს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილებას, სტრუქტურას, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა უფლებამოსილებებს.
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
საკრებულოს აპარატის სტატუსი
1. საკრებულოს აპარატი იქმნება საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით.
2. აპარატის ფუნქციაა უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების და საკრებულოს თანამდებობის პირების ეფექტური საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, გაუწიოს დახმარება საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში, მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ, ორგანიზაციულად უზრუნველყოს მოქალაქეთა ურთიერთობა საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირებთან.
3. აპარტი წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის მუდმივმოქმედ და ანაზღაურებადი შტატების საფუძველზე შექმნილ ორგანოს.
მუხლი 2🔗.
აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი", საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, საკრებულოს რეგლამენტი და ეს დებულება.
2. აპარატის საქმისწარმოების, საბუთების აღრიცხვისა და მსვლელობის, მათი შესრულების კონტროლის მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული აპარატის შინაგანაწესითა და საქმისწარმოების წესით და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 3🔗.
აპარატის ძირითადი ფუნქციები
აპარატის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარება. უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება;
ბ) ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების, აგრეთვე საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან;
გ) ორგანიზაციული მომსახურება გაუწიოს საკრებულოს წევრებს მათ უფლებამოსილების განხორციელებაში;
დ) უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვა, სხდომის ოქმების წარმოება, სხდომაზე დამსწრე პირთა რეგისტრაცია, სხდომებზე წესრიგის დაცვის ორგანიზება, კენჭისყრისას ხმების დათვლა;
ე) ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების რეგისტრაციას, მათ აღრიცხვას, სისტემატიზაციას და დადგენილი წესით გამოქვეყნებას;
ვ) ორგანიზაციულად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს დროებითი საუშაო ჯგუფების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობა, უზრუნველყოს საკრებულოს თანამდებობის პირებთან და საკრებულოს წევრებთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე;
ზ) სამართლებრივი მომსახურება გაუწიოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებს, საკრებულოს ფრაქციებს, საკრებულოს სამუშაო ჯგუფებს და საკრებულოს თანამდეებობის პირებს;
თ) უზრუნველყოს საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, ინიციირების წესით შემოსული პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, რედაქტირება და აღსრულების პროცედურულ საკითხთა შესრულება.
თავი II
აპარატის სტრუქტურა
მუხლი 4🔗.
აპარატის სტრუქტურის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა
აპარატის სტრუქტურას საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით განსაზღვრავს აპარატის უფროსი. აპარატის სტრუქტურას ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით.
მუხლი 5🔗.
აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულები
აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საორგანიზაციო განყოფილება;
ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.
თავი III
აპარატის მეორადი სტრუქტურულ ერთეულთა ფუნქციები
მუხლი 6🔗.
საორგანიზაციო განყოფილება
საორგანიზაციო განყოფილება:
ა) ახორციელებს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების, საკრებულოს და საკრებულოს კომისიათა საკონსულტაციო ორგანოების სხდომების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;
ბ) ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სხდომებზე წესრიგის დაცვას, კენჭისყრის პროცედურის ჩატარებას, ხმების დათვლას, სხდომის ოქმების შედგენას, სხდომაზე გამოთქმულ წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას;
გ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, კომისიების, ფრაქციების და დროებით სამუშაო ჯგუფების სხდომებზე მოწვეულ პირთა გაფრთხილებას, ახდენს მათ რეგისტრაციას;
დ) ორგანიზებას უწევს სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას, მიღებული სამართლებრივი აქტების გამოქვეყნებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) აწარმოებს ინიციირების წესით შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციას, დამუშავებასა და მიმართულების მიცემას, ახდენს ინიციირების წესით შემოსულ საკითხთა რეგისტრაციას;
ვ) უზრუნველყოფს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებისა და აღსრულების პროცედურულ საკითხთა შესრულებას;
ზ) საკრებულოს ორგანოების სამუშაო გეგმების საფუძველზე ამზადებს საკრებულოს კვარტალური სამუშაო გეგმის პროექტებს, აკონტროლებს სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების განხილვის ვადების დაცვას;
თ) ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას უწევს საკრებულოს თანამდებობის პირებს, საკრებულოს კომისიებს, ფრაქციებს, დროებით სამუშაო ჯგუფებს და საკრებულოს კომისიების ინიციატივით მოწვეულ ექსპერტებს და სპეციალისტებს;
ი) აწარმოებს საკრებულოში შემოსულ კორესპონდენციის რეგისტრაციას, დამუშავებასა და მიმართულების მიცემას;
კ) ახდენს საკრებულოს პროფესიული საჯარო მოხელეების პირადი საქმეების აღრიცხვა-წარმოებას და დაცვას;
ლ) ახორციელებს საკრებულოს აპარატის პროფესიულ მოხელეთა შესახებ ელექტრონული პირადი საქმეების შექმნას და მუდმივ განახლების რეჟიმში მუშაობას;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო მოსამსახურეთა კონკურსის ჩატარების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, საკონკურსო საატესტაციო კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ ხელშეწყობას;
ნ) ახორცილებს ადამიანური რესურსების მართვის სფეროში შემოთავაზებული სიახლეებისა და რეკომენდაციების დანერგვას, პროფესიული საჯარო მოხელეების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების შემუშავებას;
ო) ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების და დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობას, საკრებულოს თანამდებობის პირებთან და საკრებულოს წევრებთან მოქალაქეთა კომუნიკაციას, შესაბამისი მასალების მომზადებას, დავალებათა აღრიცხვას და კონტროლს მათ შესრულებაზე;
პ) უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს სხდომებზე მსურველთა დასწრებას და მათთვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნას.
მუხლი 7🔗.
სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება
სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება:
ა) სამართლებრივ მომსახურებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებს, საკრებულოს ფრაქციებს, საკრებულოს სამუშაო ჯგუფებს და საკრებულოს თანამდებობის პირებს;
ბ) უზრუნველყოფს საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, ინიციირების წესით შემოსული პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას, რედაქტირებას და აღსრულების პროცედურულ საკითხთა შესრულებას;
გ) დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში;
დ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში უზრუნველყოფს საკრებულოს კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში;
ე) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ვ) ორგანიზაციულად და ტექნიკურად უზრუნველყოფს დუშეთის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობას;
ზ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს თანამდებობის პირების და საკრებულოს წევრების შეხვედრებს საზოგადოებასთან, ამომრჩევლებთან და მედიასთან.
თავი IV
აპარატის ხელმძღვანელობა
მუხლი 8🔗.
აპარატის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – საკრებულოს აპარატის უფროსი
1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს საკრებულოს აპარატის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – საკრებულოს აპარატის უფროსი (შემდგომ – აპარატის უფროსი), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.
2. აპარატის უფროსი:
ა) წარმართავს აპარატის საქმიანობას, კოორდინაციას უწევს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, წყვეტს აპარატის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) აკონტროლებს აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საქმიანობაზე;
გ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს აპარატის სტრუქტურის და საშტატო ნუსხის პროექტებს;
დ) საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს აპარატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ე) საკრებულოს თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგენს აპარატის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ადგენს შრომის შინაგანაწესს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ზ) ახდენს მე-2 რანგის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასებას „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №220 დადგენილების შესაბამისად;
თ) ახორციელებს ამ დებულებით, საკრებულოს, საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე.
4. აპარატის უფროსის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე.
5. აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით აპარატის უფროსის მოვალეობებს ასრულებს აპარატის ერთ-ერთი მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი.
მუხლი 9🔗.
აპარატის მე-2 რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი
1. აპარატის მეორად სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს მე-2 რანგის პროფესიული საჯარო მოხელე – განყოფილების უფროსი (შემდგომ – განყოფილების უფროსი), რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.
2. განყოფილების უფროსი:
ა) ახორციელებს მეორადი სტრუქტურული ერთეულებისა და მასში შემავალი პროფესიული საჯარო მოხელეების საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) პასუხს აგებს მეორადი სტრუქტურული ერთეულისათვის დაკისრებულ ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) ამ დებულებით განსაზღვრული მეორადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და აპარატის უფროსს წარუდგენს პროფესიულ საჯარო მოხელეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმას;
დ) განსაზღვრავს მეორადი სტრუქტურული ერთეულის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივ მოვალეობებს; აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების პროფესიული საჯარო მოხელეების მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ე) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის პროფესიული საჯარო მოხელეების მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
ვ) განსაზღვრავს მეორადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზაციისა და დაგეგმარების წესს, შეიმუშავებს წინადადებებს განყოფილების მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;
ზ) უქმნის შესაბამისი მეორადი სტრუქტურული ერთეულის პროფესიულ საჯარო მოხელეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, საიდუმლოების რეჟიმის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;
თ) ახდენს განყოფილების მე-3 რანგის პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასებას „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №220 დადგენილების შესაბამისად;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია აპარატის უფროსის წინაშე.
4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით მის მოვალეობას ასრულებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი პროფესიული საჯარო მოხელე.
თავი V
აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეები
მუხლი 10🔗.
აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი
1. აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეები თანამდებობაზე ინიშნებიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილებით“.
მუხლი 11🔗.
აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოსა და შტატების დამტკიცების წესი
აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს, თანამდებობათა დასახელებას და საშტატო ნუსხას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს საკრებულო.