შპს „იბერია მით ჰოლდინგის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/32158-17
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2018 წლი ს 27 თებერვალი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე- თამარ ბურჯანაძე
განმცხადებელი – შპს „იბერია მით ჰოლდინგ”
(ს.კ 405108217 – დირექტორი რევაზ ლაშქარავა)
მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევა
სასამართლომ განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და,
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,იბერია მით ჰოლდინგის“ წარმომადგენელმა და მოითხოვა შპს ,,იბერია მით ჰოლდინგის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 ნოემბრის განჩინებით, შპს ,,იბერია მით ჰოლდინგის“ განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი და განმცხადებელს ხარვეზის გამოსასწორებლად დაევალაგანჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში დაეზუსტებინა სს ,,თიბისი ბანკის'' მიმართ შპს ,,იბერ მით ჯორჯიას'' ვალი - 2 813 624.21 ლარი და სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯიას'' მიმართ შპს ,,იბერ მით ჯორჯიას'' ვალი - 2 227 772.17 ლარი, რაც ჯამში შეადგენს 5 041 396.38 ლარს, და 2016 წლის 17 მარტის ხელშეკრულების 4.1. პუნქტში მითითებული 1 831 731 აშშ დოლარი წარმოადგენდა თუ არა ერთი და იმავე თანხას, ამასთან, ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ'' ქვეპუნქტის შესაბამისად, გარკვევით უნდა მიეთითებინა მისთვის ცნობილი კრედიტორების ნუსხა.
2017 წლის 4 დეკემბერს ხარვეზის შევსების მიზნით სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ,,იბერია მით ჰოლდინგის“ წარმომადგენელმა თამარ ცაგურიშვილმა.
2017 წლის8 დეკემბერს მიღებულ იქნა განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნა 2018 წლის 18 იანვარს 17 სთ-ზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №19 სხდომათა დარბაზში.
2017 წლის 20 დეკემბერს შპს „იბერია მით ჯორჯიას“ (ს.ნ 205296106) წარმომადგენლის, ვასილ ძირკველიშვილის მიერ წარმოდგენილ იქნა კერძო საჩივარი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინებით საჩივრის ავტორს უარი ეთქვა კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.
2018 წლის8 იანვრის განჩინებით სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ უცვლელად დატოვა თბილისი საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 08 დეკემბრის განჩინება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 23-ე, 29-ე მუხლის მე-2 და 32-ე მუხლის მე-2 პუნქტების თანახმად, კრედიტორთა პირველ კრებაზე კრედიტორთა ყოველი წარდგენილი მოთხოვნა მოწმდება მისი მოცულობის განსაზღვრის და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, ხოლო კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმების დასრულებისთანავე იქმნება მომრიგებელი საბჭო.
ვინაიდან კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში 2018 წლის 18 იანვარს მოწვეული კრედიტორთა კრება ვერ გაიმართა საქმის სააპელაციო სასამართლოში გაგზავნის გამო, წარმოების შემდგომი გაგრელებისათვის შპს ,,იბერია მით ჰოლდინგის“ კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში უნდა დაინიშნოს სხდომა იმ დღის წესრიგით, რომელიც განსაზღვრულია კანონით.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით.
დაადგინა:
1. კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში მოწვეულ იქნეს სხდომა 2018 წლის 21 მარტს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №19.
2. განჩინება გამოქვეყნდეს "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში", სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლეთამარ ბურჯანაძე