„დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 |
|
2018 წლის 2 მარტი ქ. დუშეთი |
1) მე-11 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. მერის პირველი მოადგილე და მოადგილეები
1. მერს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით.
2. მერის პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები) ფუნქციათა განაწილების შესაბამისად, ხელმძღვანელობენ მერიის უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), უზრუნველყოფენ და აკონტროლებენ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულებასა და მერის დავალებების შესრულებას.“.
2) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მერის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს მერიის კომპეტენციაში შემავალ დარგებსა და საკითხებს ფუნქციათა განაწილების შესაბამისად. მერის პირველ მოადგილესა და მერის მოადგილეებს შორის ფუნქციათა განაწილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი.“.
3) მე-13 მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მერის მოადგილე ხელმძღვანელობს მერიის კომპეტენციაში შემავალ დარგებსა და საკითხებს ფუნქციათა განაწილების შესაბამისად. მერის პირველ მოადგილესა და მერის მოადგილეებს შორის ფუნქციათა განაწილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი.“.
|