მუხლი 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირები
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენა ხდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ (ს/ნ 220001496) (შემდგომში - სამართალსუბიექტი) შესაბამისი სამართალსუბიექტის თანამშრომლების მიერ.
2.ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან სამართალსუბიექტის თანამშრომლები (შემდგომში - თანამშრომელი), რომელთა ნუსხას ხელმძღვანელი განსაზღვრავს ბრძანებით
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 2, №34, 02.03.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016422 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.03.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4087704/muxli-2-2/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია