სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.03.2018
ძალის დაკარგვა 06.04.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/100
სარეგისტრაციო კოდი 310150000.22.024.016541
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 182 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.03.2018 მიღება
06.04.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/100 2018 წლის 5 მარტი ქ. თბილისი სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის ფორმის და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვის შესახებ ევროპული შეთანხმების (ADR) 8.2.1.1 პუნქტის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის, და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 ივლისის  №1422     განკარგულებით დამტკიცებული სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ ევროპული შეთანხმების (ADR) საქართველოში იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმის  მე-4 და მე-5 პუნქტებისა და  „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ ევროპული შეთანხმების (ADR) საქართველოში იმპლემენტაციისათვის აუცილებელი ღონისძიებების თაობაზე“  საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 თებერვლის  №177 განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის ფორმა და აღწერილობა (დანართი №1).  მუხლი 2🔗 დამტკიცდეს „სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის გაცემის წესი“ (დანართი №2).  მუხლი 3🔗 დამტკიცდეს სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მომზადების მოწმობის ფორმისა და აღწერილობის შესაბამისად დამზადებული ნიმუში (დანართი 3). მუხლი 4🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი