ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესების დამტკიცების შესახებ“ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 თებერვლის N3-11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15-48 |
|
2018 წლის 6 მარტი ქ. თბილისი |
1. „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისების წესი“ (დანართი1) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. სტიპენდიების გაცემის ადმინისტრირება
სტიპენდიის გაცემის ადმინისტრირებას ახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური (შემდგომში – სამსახური), უნივერსიტეტებიდან მოწოდებული ინფორმაციის (დანართი 1) საფუძველზე და ამ წესით დადგენილი პირობებისა და მოთხოვნების შესაბამისად.“.
2. „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ქვეპუნქტით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან სოციალურად დაუცველი სტუდენტების საფინანსების წესის“ (დანართი2) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედქციით:
„2. ქვეპროგრამის და დაფინანსების ადმინისტრირებას ახორციელებს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური (შემდგომში – სამსახური).“.
|