📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2018 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.03.2018
ძალის დაკარგვა 11.01.2019
გამომცემი ორგანო გურჯაანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016395
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,179 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.03.2018 მიღება
11.01.2019 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
  • გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2021 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ დ) ადმინისტრაციულ დაპირებაში ცვლილებების შეტანა (რაც არ ეწინააღმდეგება ამ პროგრამის პირობებს) ხორციელდება ბენეფიციარის/მისი წარმომადგენლის ან სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების წერილობითი მომართვის საფუძველზე, რა დროსაც განმცხადებელი ვალდებულია დააბრუნოს გაცემული ადმინისტრაციული დაპირება.   უკვე ჩატარებული მკურნალობის ანაზღაურების მიზნით პირმა დამატებით უნდა  წარმოადგინოს მიმწოდებელთან გაფორემებული ხელშეკრულება მისი მხრიდან გადსახდელი დავალიენების შესახებ.   დანართი  7  მედიკამენტების და საანალიზო ტექნიკური საშუალებების შეძენაზე დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 08 ) 01.01.2021
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2018 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28 2018 წლის 5 მარტი ქ. გურჯაანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2018 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად,  გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს   გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2018 წლის პროგრამა თანდართული სახით. მუხლი 2🔗 გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსება მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში.  მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გურჯაანის  მუნიციპალიტეტის  მოსახლეობის  2018 წლის სოციალური დახმარების პროგრამის  განხორციელების  წესის  დამტკიცების შესახებ”  გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №4 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 22.01.2018, 010250050.35.166.016371). მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2018 წლის პროგრამა თავი I გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის ზოგადი მიმოხილვა მუხლი 1🔗. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამა: გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამა (შემდგომში – „პროგრამა”) განსაზღვრავს გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018  წლის ბიჯეტიდან „სოციალური და ჯანდაცვის” პროგრამის მუხლში გათვალისწინებული სოციალური დახმარებების გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებს, დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე დახმარების გაცემის პირობებს. მუხლი 2🔗. პროგრამის მიზანი და ამოცანები: 1. პროგრამის მიზანია: ა) აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება; ბ) სოციალურად დაუცველთა დახმარების სისტემის სრულყოფა; გ) სოციალური დახმარების პრიორიტეტების გამოკვლევა. 2. პროგრამის ამოცანებია: ა) მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა; ბ) მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დაცვა; გ) ახალშობილთა ოჯახების დახმარება; დ) სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება; ე) მეორე მსოფლიო ომში მებრძოლთა ოჯახების ინტერესების დაცვა; ვ) უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეთა ჩართვა უფასო კვების ობიექტებში; ზ) ხანძრით და სტიქიური მოვლენებით დაზარალებული ოჯახების დახმარება; თ) ობოლ და სოციალურად დაუცველი სტუდენტთა სწავლების თანადაფინანსება. მუხლი 3🔗. პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებები: 1. სამართალებრივი საფუძვლების შექმნა; 2. მიზნობრივი პროგრამული მართვის პრინციპებზე გადასვლა; 3. სოციალური დახმარებების პროგრამის სრულყოფა და განახლება; 4. სოციალური სტატისტიკის მოწესრიგება, მონაცემთა ბაზის შექმნა; 5. ანალიზი, მონიტორინგი და შეტყობინების ეფექტური ფორმის დანერგვა; 6. პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა. თავი II სოციალური დახმარების პრიორიტეტები და სოციალური ღონისძიებები მუხლი 4🔗. სოციალური დახმარების პრიორიტეტები: 1. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის დახმარება; 2. ეკონომიკურად გაჭირვებული მოქალაქეების უფასო კვებით უზრუნველყოფა; 3. ახალშობილთა ოჯახების დახმარება; 4. მრავალშვილიანი ოჯახის დახმარება, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი; 5. მარჩენალდაკარგული ოჯახების დახმარება, სადაც არის 18 წლამდე ასაკის ბავშვი, ელექტროენერგიის გადასახადის დაფინანსების მიზნით; 6. მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, ელექტროენერგიის გადასახადის დაფინანსების მიზნით; 7. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახისათვის ელექტროენერგიის გადასახადის მიზნით; 8. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის (პირველი ჯგუფის ინვალიდი) სტატუსის მქონე პირთა ოჯახის დახმარება ელექტროენერგიის გადასახადის დაფინანსების მიზნით; 9. მეორე მსოფლიო ომსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში მებრძოლთა ოჯახების დახმარება – ომში მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში  დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის; 10. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა ოჯახების დახმარება; 11. უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯების დაფინანსება; 12. ხანძრით და სტიქიური მოვლენებით დაზარალებული ოჯახების დახმარება; 13. 100 წლის და 100 წელს გადაცილებული მოხუცებისათვის საჩუქარი; 14. ეკონომიკურად გაჭირვებულ  მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება; 15. ეკონომიკურად გაჭირვებულ მოქალაქეთა თანადაფინანსება მედიკამენტების შესაძენად; 16. პირს, რომელიც საჭიროებს აუცილებელ და გადაუდებელ დახმარებას, რომელიც არ არის გათვალისწინებული სოცპაკეტში, დახმარება გაეწევა სოციალურ საკითხთა კომისიის შებამისი დასკვნის საფუძველზე; 17. ონკოლოგიური და სიცოცხლისათვის საშიში დაავადების მქონე მოქალაქეების თანადაფინანსება; 18. თირკმლის პათოლოგიის მქონე მოსახლეობის დახმარება. მათ შორის: ა) ჰემოდიალეზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების დახმარება (ტრანსპორტირების ხარჯი) და ბ)  თირკმლის დაავადების (IV-V სტადია) მქონე პირების დახმარება, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით (თანადაფინანსება მედიკამენტების შესაძენად); 19. ოჯახი, სადაც სამი და მეტი ეპილეფსიით დაავადებულია, ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტების თანადაფინანსება; 20. A-ტიპის დიაბეტით დაავადებული 18 წლამდე ბავშვების დახმარება; 21.სამი და მეტი ნევროლოგიური დიაგნოზის მქონე არასრულწლოვანი პაციენტების თანადაფინანსება.   22.დაუნის სინდრომით დაავადებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის რეაბილიტაციის დაფინანსება; 23. ორსულთა მგზავრობის ხარჯი, თუ მისი ოჯახი   დარეგისტრირებულია სოციალურ სააგენტოში და მინიჭებული აქვს  0-დან 120000-მდე ქულა; 24. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სპორტსმენის ადაპტაცია-რეაბილიტაციისათვის  მგზავრობის ხარჯი; 25. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის   სტატუსის მქონე  სტუდენტების უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გადასახადის თანადაფინანსება; 26. ობოლი და სოციალურად დაუცველი სტუდენტების უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გადასახადის თანადაფინანსება, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000-მდეა. მუხლი 5🔗. სოციალური ღონისძიებები: 1. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისათვის დახმარების გაწევა; 2. უფასო კვების ობიექტების დაფინანსება; 3. მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა ოჯახების ინტერესების დაცვა; 4. სხვადასხვა დაავადების მქონე მოქალაქეთა მედიკამენტების, გამოკვლევებისა და სტაციონარული მკურნალობის თანადაფინანსება; 5. ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა – სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების, სოციალური პროექტებისა და ჰუმანიტარული პროგრამების განხორციელების მიზნით. თავი III სოციალური დახმარების დაფინანსება, ბიუჯეტი, რეალიზაციის ვადა, საჭირო დოკუმენტაცია და დახმარების ოდენობა მუხლი 6🔗. სოციალური დახმარების დაფინანსება: სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსების წყაროა გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური დაცვისთვის გათვალისწინებულია 1345500 ლარი. მუხლი 7🔗. სოციალური დახმარების დაუშვებლობა: დაუშვებელია სოციალური დახმარების გაწევა სამედიცინო კუთხით იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც უკვე მიღებული აქვთ კონკრეტული სახის დახმარება წელიწადში ერთხელ მაინც. გამონაკლისს წარმოადგენენ ონკოლოგიური ავადმყოფები.    მუხლი 8🔗. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია 1. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის ერთჯერადი დაფინანსებისათვის: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ამონაწერი სოც. დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი  ბაზიდან; დ) თანხის მიმღები  პირის საბანკო ანგარიშის ნომერი. 2. ახალდაბადებული ბავშვის ოჯახის დაფინანსებისათვის: ა) განცხადება; ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; დ)საინფორმაციო ბარათი  ბავშვის რეგისტრაციის შესახებ; ე) თანხის მიმღები   პირის საბანკო ანგარიშის ნომერი. 3. მრავალშვილიანი ოჯახებისათვის, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი: ა) განცხადება; ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; გ) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; დ) თანხის მიმღები   პირის საბანკო ანგარიშის ნომერი. 4. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირთა ოჯახისათვის: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა; დ) თანხის მიმღები   პირის საბანკო ანგარიშის ნომერი. 5. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახისათვის: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის (მშობლის, მეურვის, სრულწლოვანი და-ძმის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა; ე)  თანხის მიმღები   პირის საბანკო ანგარიშის ნომერი. 6. მარჩენალდაკარგული  ოჯახი, სადაც არის ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკი) ბავშვი: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის (მშობლის, მეურვის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი; დ) მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი; ე) თანხის მიმღები  პირის საბანკო ანგარიშის ნომერი. 7. მარტოხელა მშობლის ოჯახი,  სადაც არის  ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკი) ბავშვი: ა) განცხადება; ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; დ)თანხის მიმღები   პირის საბანკო ანგარიშის ნომერი. 8. მეორე მსოფლიო ომსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში მებრძოლთა ოჯახებისათვის (დაკრძალვის სარიტუალო ხარჯები): ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვლილი ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ე) თანხის მიმღები   პირის საბანკო ანგარიშის ნომერი. 9. უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი: ა) განცხადება; ბ) გარდაცვალების მოწმობა; გ) ნოტარიულად დადასტურებული ორი მოწმის  ჩვენება უპატრონობაზე და ხარჯის გაწევაზე; დ)ცნობა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლიდან მიცვალებულის უპატრონობის შესახებ; ე) დამკრძალავის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ვ) დამკრძალავი პირის საბანკო ანგარიშის ნომერი. 10. ეკონომიკურად გაჭირვებული  მოქალაქის  სამედიცინო დახმარებისა და  მედიკამენტებით უზრუნველყოფის თანადაფინანსებისთვის: ა) განცხადება; ბ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ფორმა №IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; დ) ანგარიშ-ფაქტურა – კალკულაცია; ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი  ბაზიდან. 11. პროგრამით გათვალისწინებული სხვა  სამედიცინო დახმარების (გამოკვლევა, მკურნალობა, მედიკამენტები)   თანადაფინანსებისთვის: ა) განცხადება; ბ) პაციენტის პირადობის ან დაბადების მოწმობის (18 წლამდე) ასლი; გ) ფორმა №IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; დ) ანგარიშ-ფაქტურა – კალკულაცია. 12. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის   სტატუსის მქონე  სტუდენტების უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გადასახადის თანადაფინანსება: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის (სტუდენტის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) დაბადების მოწმობის ასლი; დ) სტუდენტის მოწმობა; ე) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა; ვ) ცნობა სასწავლებლიდან მიმდინარე სასწავლო წლის დავალიანების შესახებ; ზ) შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლის საბანკო ანგარიშის ნომერი. 13. ობოლი და სოციალურად დაუცველი სტუდენტების უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გადასახადის თანადაფინანსება: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის (სტუდენტის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) დაბადების მოწმობის ასლი; დ) სტუდენტის მოწმობა; ე)მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი; ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; ზ) ცნობა სასწავლებლიდან მიმდინარე სასწავლო წლის დავალიანების შესახებ; თ) შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლის საბანკო ანგარიშის ნომერი. მუხლი 9🔗. სოციალური დახმარების ოდენობა 1. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის დახმარება – ერთჯერადად 50 ლარის ოდენობით;  ოჯახი დარეგისტრირებული უნდა იყოს სოციალურ სააგენტოში და მინიჭებული ქულა უნდა შეადგენდეს 65000-დან 120000-მდე. (გამონაკლისს წარმოადგენს: ა) სოციალურად დაუცველი ორსულები, რომელთაც ესაჭიროებათ მუნიციპალიტეტის გარეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. მათი   ოჯახი დარეგისტრირებული უნდა იყოს სოციალურ სააგენტოში და მინიჭებული ქულა უნდა შეადგენდეს 0-დან 120000-მდე; ბ)ონკოლოგიური პაციენტები და მრავალშვილიანი დედები, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი.); 2. ეკონომიკურად გაჭირვებული მოქალაქეების უფასო კვებით უზრუნველყოფა; 3. ახალშობილთა ოჯახების დახმარება, იმ შემთხვევაში, თუ ახალშობილი რეგისტრირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით; 4. მრავალშვილიანი ოჯახის დახმარება, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი – 100 ლარის ოდენობით ყოველთვიურად ყოველ მეოთხე და მომდევნო ბავშვზე; 5. მარჩენალდაკარგული ოჯახის დახმარება, სადაც არის 18 წლამდე ასაკის ბავშვი, ელექტროენერგიის გადასახადის დაფინანსების მიზნით – 1 ბავშვზე 10 ლარის ოდენობით, ხოლო 2 ბავშვზე 15 ლარის ოდენობით; 6. მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, ელექტროენერგიის გადასახადის დაფინანსების მიზნით – 1 ბავშვზე 10 ლარის ოდენობით, ხოლო 2 ბავშვზე 15 ლარის ოდენობით; 7. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წელამდე ასაკის) და  მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა (პირველი ჯგუფის ინვალიდი) ოჯახების დახმარება ელექტროენერგიის გადასახადის დაფინანსების მიზნით – 10 ლარის ოდენობით; 8. მეორე მსოფლიო ომის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის – 250 ლარის ოდენობით; 9. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა ოჯახის დახმარება – ერთჯერადად 500 ლარის ოდენობით; 10. უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯების დაფინანსება – 250 ლარის ოდენობით; 11. ხანძრით და სტიქიური მოვლენებით დაზარალებული ოჯახების დახმარების ოდენობა განისაზღვრება კონკრეტული ოჯახისათვის მიყენებული ზიანის შესახებ მერიის შესაბამისი სამუშაო ჯგუფის (კომისიის) დასკვნის გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს 5000 ლარისა; 12. ხანძრით და სტიქიური მოვლენებით დაზარალებული ოჯახებისთვის ბინის ქირის გადახდა არაუმეტეს 100 ლარისა თვეში; 13. 100 წლის და 100 წელს გადაცილებული მოხუცებისათვის საჩუქრი – ერთჯერადად 200 ლარის ოდენობით; 14. მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების ოდენობა (კვლევა, ოპერაცია, მკურნალობა) დამოკიდებულია სამედიცინო დახმარების ღირებულებაზე და განისაზღვრება   ბენეფიციარის  მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის ღირებულების 50%-ით მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა. თანადაფინანსება გაიცემა მოქალაქეზე, თუ მისი ოჯახი   დარეგისტრირებულია სოციალურ სააგენტოში და მინიჭებული აქვს  0-დან 160000-მდე ქულა; 15. მოქალაქეების თანადაფინანსება მედიკამენტების შესაძენად, დამოკიდებულია მედიკამენტების ღირებულებაზე და განისაზღვრება ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის ღირებულების 50%-ით მაგრამ არაუმეტეს 100 ლარისა. თანადაფინანსება გაიცემა მოქალაქეზე, თუ მისი ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურ სააგენტოში და მინიჭებული აქვს  0-დან 120000-მდე ქულა; 16. ონკოლოგიური და სიცოცხლისათვის საშიში დავადების მქონე მოქალაქეების  სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება დამოკიდებულია ღირებულებაზე და განისაზღვრება ბენეფიციარის  მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის ღირებულების 50%-ით მაგრამ არაუმეტეს 700 ლარისა, ხოლო მედიკამენტების თანადაფინანსება დამოკიდებულია ღირებულებაზე და განისაზღვრება ბენეფიციარის  მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის ღირებულების 70%-ით მაგრამ არაუმეტეს 150 ლარისათანადაფინანსება გაიცემა წელიწადში არაუმეტეს ორჯერ. 17. ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების დახმარების ოდენობა დამოკიდებულია ამ პირის საცხოვრებელი ადგილიდან სამედიცინო პუნქტამდე არსებულ მანძილზე და განისაზღვრება ყოველთვიურად: სამედიცინო მომსახურეობის მისაღებად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  გადაადგილების შემთხვევაში 20-50 ლარის ოდენობით, ხოლო მუნიციპალიტეტის გარეთ სამედიცინო მომსახურების მისაღებად 50-100 ლარის ოდენობით.. 18. თირკმლის დაავადების (IV-V სტადია) მქონე პირების დახმარება, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით, მედიკამენტების თანადაფინანსება – ყოველთვე არა უმეტეს 100 ლარისა; 19. ოჯახი, სადაც სამი და მეტი ეპილეფსიით დავადებულია, მედიკამენტების თანადაფინანსება –  60-100 ლარის ოდენობით თითოეულზე თვეში ერთხელ; 20. A-ტიპის დიაბეტით დაავადებული 18 წლამდე ბავშვებისთვის დახმარება – 35-80 ლარის ოდენობით თვეში ერთხელ, საჭიროების გათვალისწინებით; 21. სამი და მეტი ნევროლოგიური დიაგნოზის მქონე არასრულწლოვანი პაციენტების თანადაფინანსებასამედიცინო  მომსახურების ან  მედიკამენტების შესაძენად  100 ლარის ოდენობით თვეში ერთხელ, საჭიროების გათვალისწინებით; 22. დაუნის სინდრომის დიაგნოზის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სამედიცინო მომსახურება-რეაბილიტაციის დაფინანსება – 60-150 ლარის ოდენობით თვეში ერთხელ, საჭიროების გათვალისწინებით; 23. სოციალურად დაუცველი ორსულების მგზავრობის ხარჯების თანადაფინანსება (თუ ორსულს ესაჭიროება მუნიციპალიტეტის გარეთ გადაუდებელი სამედიცინო კვლევის ჩატარება) 0-დან 120000-მდე ქულა ერთჯერადად 100  ლარის ოდენობით; 24. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სპორტსმენის ადაპტაცია-რეაბილიტაციისათვის  მგზავრობის ხარჯი – 100 ლარის ოდენობით თვეში ერთხელ; 25. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე  სტუდენტების  უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გადასახადის თანადაფინანსება – 1000 ლარამდე ოდენობით. 26. ობოლი და სოციალურად დაუცველი სტუდენტების უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გადასახადის თანადაფინანსება, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000-მდეა – 1000 ლარამდე ოდენობით. მუხლი 10🔗. სოციალური ღონისძიებების დაფინანსება 1. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, თანადაფინანსებისა და დაფინანსების შესახებ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი კომისია; 2. უფასო კვების ობიექტის დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად; 3. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებების დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად; 4. სოციალური დახმარების გაწევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მტკიცდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით. თავი IV დასკვნითი დებულებები მუხლი 11🔗. სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმი 1. სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო თანხა გამოიყოფა მუნიციპალიტეტის მერის  ბრძანების საფუძველზე, ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად; 2. სოციალური დახმარების მისაღებად, მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი საბუთების სისწორეს აკონტროლებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი კომისია; 3. სამედიცინო კვლევის ან სტაციონარული მომსახურების გაწევის თანადაფინანსების სახით გამოყოფილი თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე წარმოდგენილ ანგარიშ-ფაქტურაში მითითებულ რეკვიზიტებზე; 4. არასრულწლოვანი პირის დახმარების შემთხვევაში, თანხა გაიცემა ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე ან მეურვეზე; 5. ახალდაბადებული ბავშვის ოჯახზე დახმარება გაიცემა დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში. მუხლი 12🔗. სოციალური დახმარების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები 1. საორგანიზაციო ნაწილში – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების სამსახური; 2. საფინანსო ნაწილში – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების სამსახური. მუხლი 13🔗. პროგრამის განხორციელების ვადა პროგრამის განხორციელების ვადაა ამ დადგენილების ამოქმედებიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მუხლი 14🔗. პროგრამის რეალიზაციის საინფორმაციო უზრუნველყოფა პროგრამის რეალიზაციის შესახებ მოსახლეობას პერიოდულად ეცნობება ადგილობრივი მედია-საშუალებებისა (რადიო, ტელევიზია) და გურჯაანის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით. მუხლი 15🔗. პროგრამის შეფასების კრიტერიუმები 1. მინიმალური სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა; 2. დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, პროგრამაში ჩართულ მოქალაქეთა რაოდენობა; 3. დაგეგმილი და ფაქტობრვი მონაცემების შესაბამისობა; 4. პროგრამის განხორციელების ვადები. მუხლი 16🔗. პროგრამის განხორციელების შედეგი 1. უკეთესობისაკენ შეიცვლება სოციალური ფონი; 2. ხელი შეეწყობა უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის ფენის შემცირებას; 3. გაიზრდება დემოგრაფიული მონაცემები; 4. გაუმჯობესდება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა; 5. ჩამოყალიბდება პროგრამაში ჩამოთვლილ კატეგორიებს მიკუთვნებულ პირთა მონაცემთა ბაზა.