„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №149 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №69 |
|
2018 წლის 14 მარტი ქ. თბილისი |
„12. ამ წესის მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებიდან გადაუდებელი გაყვანა/გადაყვანისას, დაწესებულების მთავარი ექიმი ან მისი არყოფნის შემთხვევაში ექიმი, ხოლო ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოდან გადაუდებელი გაყვანა/გადაყვანისას სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოს მკურნალი ექიმი, ტელეფონით უკავშირდება სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ან სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის სპეციალიზებული სამედიცინო სერვისების სამმართველოს უფროსს ან სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის პირველადი ჯანდაცვისა და ამბულატორიული სერვისების სამმართველოს უფროსს და მოახსენებს ინფორმაციას ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ან სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის სპეციალიზებული სამედიცინო სერვისების სამმართველოს უფროსი ან სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის პირველადი ჯანდაცვისა და ამბულატორიული სერვისების სამმართველოს უფროსი, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, აფასებს გაყვანა/გადაყვანის საჭიროების საკითხს. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანა/გადაყვანისთვის მოიძიებს შესაბამის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოს, ტელეფონით უკავშირდება და შესაბამისი რეკომენდაციით მიმართავს განყოფილებას. განყოფილება, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საავადმყოფოში გაყვანა/გადაყვანისას, ხელმძღვანელობს ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით. ამ წესის მე-4 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაუდებელი გაყვანა/გადაყვანა ხორციელდება ამ პუნქტით გათვალისწინებული ნორმების დაცვით.
13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ან სამინისტროს სპეციალიზებული სამედიცინო სერვისების სამმართველოს უფროსის ან სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის პირველადი ჯანდაცვისა და ამბულატორიული სერვისების სამმართველოს უფროსის მიერ ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაუდებელი გაყვანა/გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანის შესახებ განყოფილებიდან მიღებული დადებითი ან უარყოფითი პასუხის მიღებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, მოხსენებითი ბარათით მიმართავს შესაბამის კურატორ მინისტრის მოადგილეს და მოახსენებს განხორციელებული/განუხორციელებული ბადრაგირების შესახებ.“.
|