⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (03.03.2020)
გაუქმებულია:

შპს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის“ მიერ სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილებისა და ტექნიკა-დანადგარების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.03.2018
ძალაში შესვლა 02.03.2018
ძალის დაკარგვა 03.03.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №113
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020428
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/03/2018
matsne.gov.ge 1,491 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.03.2018 მიღება
02.03.2018 ძალაში შესვლა
03.03.2020 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტი
იდენტური, ასევე არაიდენტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლის) ან/და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები. შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება დგინდება „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (3)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
საქონლის დასახელება
1. ადაპტორი  ტერფის – სხვადასხვა  არტიკულის
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

შპს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის“ მიერ სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილებისა და ტექნიკა-დანადგარების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №113 2018 წლის 6 მარტი ქ. თბილისი შპს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის“ მიერ სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილებისა და ტექნიკა-დანადგარების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „სახელმწიფო  შესყიდვების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული შპს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა  სოციალური  რეაბილიტაციის ცენტრის“ (ს/კ: 202059388) მიერ სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილებისა და ტექნიკა-დანადგარების შესყიდვების სპეციალური წესი. მუხლი 2🔗 დადგენილება ძალაშია მისი ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 2 მარტიდან.პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი შპს  „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური   რეაბილიტაციის  ცენტრის“ მიერ სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილებისა და ტექნიკა-დანადგარების შესყიდვების სპეციალური წესი მუხლი 1🔗.  ზოგადი დებულებები 1. შპს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის“ მიერ სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილებისა და ტექნიკა-დანადგარების შესყიდვის სპეციალური წესი (შემდგომში − წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი  პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის“ (შემდგომში − ცენტრი) მიერ სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილებისა და ტექნიკა-დანადგარების (შესყიდვის ობიექტი) შესყიდვების სპეციალურ წესს.   2. ამ წესის მიზანია სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილებისა და ტექნიკა-დანადგარების შესყიდვის პროცედურების გამარტივება და ცენტრის მიზნების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფა. 3. ცენტრის მიერ განსახორციელებელ სხვა დანარჩენ შესყიდვაზე ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი. 4. შესყიდვის განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, სხვა დონორი (დამფინანსებელი) ორგანიზაციებისა და ქვეყნების მიერ განსაზღვრული შესყიდვის პროცედურები, თუ შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილე რომელიმე ზემოაღნიშნული სუბიექტია. 5. სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილებისა და ტექნიკა-დანადგარების შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის შესაბამისად. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს ამ წესის მიზნებისათვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) შესყიდვა − ცენტრის მიერ სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილებისა და ტექნიკა-დანადგარების შესყიდვა; ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია − ცენტრი; გ) შესყიდვის ობიექტი − ამ წესის დანართით განსაზღვრული შესასყიდი საქონელი, კერძოდ, სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილები და ტექნიკა-დანადგარები, როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში; დ) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტი – იდენტური, ასევე არაიდენტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლის) ან/და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები. შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება დგინდება „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით; ე)  მიმწოდებელი − პირი, რომელიც ცენტრს აწვდის საქონელს ამ წესის შესაბამისად. მუხლი 3🔗. ცენტრის უფლება-მოვალეობები 1. ცენტრი უფლებამოსილია: ა) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან  სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში − ხელშეკრულება); ბ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, თუ აღნიშნული შესყიდვა ცენტრისთვის წამგებიანი აღმოჩნდება; გ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა; დ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას. 2. ცენტრი ვალდებულია: ა) რაციონალურად, შემსყიდველი ორგანიზაციისა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, განახორციელოს შესყიდვის პროცედურები ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით; ბ) საქონლის მიწოდებისთანავე აუნაზღაუროს მიმწოდებლებს საქონლის ღირებულება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 4🔗. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები 1. ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში, შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული პირი (ცენტრის  თანამშრომელი,  კონსულტანტი,  ექსპერტი და სხვა) ვალდებულია, წერილობითი უარი განაცხადოს შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული საქმის შესრულებაზე. 2. დაუშვებელია, რომ ცენტრის მიერ შესყიდვის მომზადება, განხორციელება ან/და მასზე ზედამხედველობა დაეკისროს პირს ან კონსულტანტად (ექსპერტად) მიწვეულ იქნეს პირი, თუ იგი: ა) ფიზიკური პირია და არის შესყიდვის მონაწილე რომელიმე იურიდიული პირის ხელმძღვანელის, თანამშრომლის ან უშუალო მონაწილის  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლის მე-2  ნაწილით განსაზღვრული ნათესავი; ბ) ბოლო 1 წლის განმავლობაში მუშაობდა შესყიდვის მონაწილე იურიდიულ ან ფიზიკურ პირთან; გ) პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია ან ისეთი კავშირის დასამყარებლად მოლაპარაკებას აწარმოებს შესყიდვის მონაწილე იურიდიულ ან ფიზიკურ პირთან. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები ვრცელდება, აგრეთვე: ა) ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციელებელი პირების მიმართ; ბ) გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შესყიდვის განხორციელების შესახებ მოლაპარაკების მონაწილე პირების მიმართ. მუხლი 5🔗. შესყიდვების დაგეგმვა 1. ცენტრი  შესყიდვებს ახორციელებს წინა წლის შესყიდვების მონაცემთა გათვალისწინებით, სახელმწიფო პროგრამით გაცემული ვაუჩერებისა და მომსახურების მიმღები ფიზიკური ან იურიდიული პირების მოთხოვნის შესაბამისად. 2. შესყიდვების გეგმის პროექტის შემუშავების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს: ა) შესყიდვის განხორციელების აუცილებლობა; ბ) შესყიდვის ობიექტთა ერთგვაროვნება; გ) მსგავსი შესყიდვის განხორციელების გამოცდილება; დ) შესყიდვის ობიექტის განსაზღვრა, მათი ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლები, როგორიცაა: ხარისხი, ფუნქციონირება, უსაფრთხოება, ზომები, შეფუთვა, ნიშანდება და მარკირება, წარმოების მეთოდები და  პროცესები, სიმბოლოები, ტერმინოლოგია, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადგენილი შესაბამისობის მოთხოვნები და ა.შ., ასევე მიწოდების ვადები და ადგილი; ე) პოტენციური მიმწოდებლების გამოვლენისა და შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მისაღები ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის მიზნით ბაზრის გამოკვლევის შედეგები; ვ) შესყიდვის პროცედურების სავარაუდო ვადები; ზ) მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა არსებული მარაგების გათვალისწინებით; თ) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება; ი) შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები; კ) გრძელვადიანი ხელშეკრულებებით ან წინა წელს დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებები მიმდინარე წლისათვის; ლ) დასადები ხელშეკრულების შესრულების სავარაუდო ვადები; მ) შესყიდვასთან დაკავშირებული სხვა გარემოებები. 3. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ერთი საბიუჯეტო (საფინანსო) წლის განმავლობაში შესასყიდი სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული მომსახურების გაწევისათვის საჭირო მარაგ-ნაწილებისა და ტექნიკა-დანადგარების შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ეტაპობრივად, ასევე ერთჯერადად. მუხლი 6🔗. შესყიდვის საშუალებები შესყიდვის ობიექტის შესყიდვა ხორციელდება გამარტივებული შესყიდვების საშუალებით, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით. მუხლი 7🔗. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება და მისი გადასინჯვის წესი 1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი აუცილებელი მონაცემები: ა) ხელშეკრულების მხარეების ზუსტი დასახელება და რეკვიზიტები; ბ) შესყიდვის ობიექტის დასახელება, ტექნიკური პარამეტრები, ძირითადი მახასიათებლები და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რაოდენობა, ერთეულის ღირებულება და მთლიანი ღირებულება; გ) ხელშეკრულების ჯამური ღირებულება (ფასდათმობების, გადასახადების, ტრანსპორტირების, დაზღვევისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით); დ) საქონლის მიწოდების ვადები და ადგილი; ე) საქონლის მიღება-ჩაბარების წესი; ვ) ანგარიშსწორების ფორმა, გრაფიკი და ადგილი; ზ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა; თ) დავების გადაწყვეტის წესი; ი) ხელშეკრულების შესრულების ინსპექტირების პირობები. 3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ კონკრეტული ხელშეკრულების მიმართ, შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით,  შეიძლება დადგინდეს ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარდგენის ვალდებულება, რომელიც მიმწოდებელმა უნდა წარადგინოს ხელშეკრულების დადებამდე და/ან ხელშეკრულების ამოქმედებამდე. 4. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ კონკრეტული ხელშეკრულების მიმართ, შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით,  შეიძლება დადგინდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილისაგან განსხვავებული აუცილებელი პირობები. 5. წერილობითი ფორმით ხელშეკრულების დადება არ არის სავალდებულო ინტერნეტით გამოწერის გზით გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვისას. მუხლი 8🔗. სხვა დებულებები აღნიშნული წესის გამოყენებით შესყიდვის ყველა დოკუმენტაცია ინახება ცენტრში. დანართი № საქონლის დასახელება 1. ადაპტორი  ტერფის – სხვადასხვა  არტიკულის ადაპტორი  წვივის  – სხვადასხვა  არტიკულის ადაპტორი  ბუდის   – სხვადასხვა  არტიკულის ადაპტორი  ბარძაყის – სხვადასხვა  არტიკულის ადაპტორი  სახსრის – სხვადასხვა  არტიკულის ადაპტორი  მილის –სხვადასხვა  არტიკულის ადაპტორი  ხის –სხვადასხვა  არტიკულის ადაპტორი  კოჭის – სხვადასხვა  არტიკულის   ადაპტორი  მაჯის – სხვადასხვა  არტიკულის ადაპტორი  მხრის – სხვადასხვა  არტიკულის ადაპტორი  ორმაგი –სხვადასხვა  არტიკულის ადაპტორი  ფიქსატორის –სხვადასხვა  არტიკულის ადაპტორი სამფრთიანი – სხვადასხვა  არტიკულის ადაპტორი მუხლის  სახსრის– სხვადასხვა  არტიკულის ბარძაყის დამჭერი ბანდაჟი – სხვადასხვა  არტიკულის ბარძაყის ღრუბელი –  სხვადასხვა  არტიკულის ბინტი ელასტიური – სხვადასხვა  არტიკულის ბინტი თაბაშირის –   სხვადასხვა  არტიკულის ცელოფანი –  სხვადასხვა  არტიკულის ჩიხოლი – სხვადასხვა  არტიკულის ჩიხოლი სამუხლე –  სხვადასხვა  არტიკულის ქამარი –  სხვადასხვა  არტიკულის დეკორი –  სხვადასხვა  არტიკულის ფანქრები ქიმიური – სხვადასხვა  არტიკულის ფენის ელემენტი ფილც–დაკრონი –  სხვადასხვა  არტიკულის     ფირფიტა – სხვადასხვა  არტიკულის ფოლიო –  სხვადასხვა  არტიკულის ფრეზი –   სხვადასხვა  არტიკულის ფხვნილი კოპირებისათვის – სხვადასხვა  არტიკულის გამზავებელი –  სხვადასხვა  არტიკულის გარსაცმი ტერფის –  სხვადასხვა  არტიკულის გარსაცმი მხრის –  სხვადასხვა  არტიკულის გასამაგრებელი პასტა ჰერტერის ფხვნილი – სხვადასხვა  არტიკულის იდაყვის სახსარი –  სხვადასხვა  არტიკულის    ინსტრუმენტების ნაკრები –  სხვადასხვა  არტიკულის კარბონი დეკორატიული –  სხვადასხვა  არტიკულის კარბონის მილი –  სხვადასხვა  არტიკულის    კარბონის ქსოვილი –  სხვადასხვა  არტიკულის    კონუსური ,,ნასადკა” –  სხვადასხვა  არტიკულის    კოსმეტიკური წინდა –  სხვადასხვა  არტიკულის    ლენტა/სკოჩი/ორმხრივი მწებავი –  სხვადასხვა  არტიკულის    მაჯის რგოლი –  სხვადასხვა  არტიკულის    მაჯის დამაფიქსირებელი –  სხვადასხვა  არტიკულის    მაჯის ფიქსატორი –  სხვადასხვა  არტიკულის     მაკრატელი –  სხვადასხვა  არტიკულის    მალამო –  სხვადასხვა  არტიკულის    მილი ბარძაყის –  სხვადასხვა  არტიკულის    მილი წვივის –  სხვადასხვა  არტიკულის    მილის სარქველი –  სხვადასხვა  არტიკულის    მრგვალი საშლიფავი –  სხვადასხვა  არტიკულის    მტევანი – გარსაცმით – სხვადასხვა  არტიკულის    მტევანი – მექანიკური –  სხვადასხვა  არტიკულის   მტევნის გარსაცმი ხელოვნური –  სხვადასხვა  არტიკულის     მუხლის სალტე –  სხვადასხვა  არტიკულის     მუხლის სახსარი –  სხვადასხვა  არტიკულის     მხრის სარტყელი –  სხვადასხვა  არტიკულის   მხრის სახსარი –  სხვადასხვა  არტიკულის   ნიგლასსკოკინეტი –  სხვადასხვა  არტიკულის   ორთეზი –  სხვადასხვა  არტიკულის   ორთოკრილის ლამინატი –  სხვადასხვა  არტიკულის   ორთოკრილის შპაკლი –  სხვადასხვა  არტიკულის   ორთოკრილი–ზიგელჰარცი –  სხვადასხვა  არტიკულის   სახეხი ქლიბი –  სხვადასხვა  არტიკულის   პარალონი – სხვადასხვა  არტიკულის   პედილინი – სხვადასხვა  არტიკულის   პერლონსკოკინეტი –  სხვადასხვა  არტიკულის   პიგმენტი –  სხვადასხვა  არტიკულის   პიგმენტური საღებავი –  სხვადასხვა  არტიკულის   პლასტაზოტი –  სხვადასხვა  არტიკულის   პოლიამიდის ფირფიტა – სხვადასხვა  არტიკულის   პოლიპროპილენი –  სხვადასხვა  არტიკულის   პოლივინის ფირფიტა  – სხვადასხვა  არტიკულის   ქანჩი –  სხვადასხვა  არტიკულის     ქიმიური საღებავი –  სხვადასხვა  არტიკულის   ღრუბელი ბარძაყის – სხვადასხვა  არტიკულის   ღრუბელი კოსმეტიკური – სხვადასხვა  არტიკულის   ღრუბელი წვივის –  სხვადასხვა  არტიკულის     საცურაო გარსაცმი –სხვადასხვა  არტიკულის   საფხეკი –სხვადასხვა  არტიკულის   საკეტი –სილიკონის ბუდის –სხვადასხვა  არტიკულის   საკეტი –სხვადასხვა  არტიკულის   საკეტის ღერძი – სხვადასხვა  არტიკულის   სამუხლე – სხვადასხვა  არტიკულის   საზომი ჭიქა –სხვადასხვა  არტიკულის   შემაერთებელი ფირფიტა –სხვადასხვა  არტიკულის   სილიკონ ლაინერი ბარძაყის –სხვადასხვა  არტიკულის   სილიკონ ლაინერი წვივის –სხვადასხვა  არტიკულის   სილიკონის საკეტი ზედა კიდურის –სხვადასხვა  არტიკულის   სილიკონის საკეტი –სხვადასხვა  არტიკულის   სილიკონლაინერი ოუსერის  – სხვადასხვა  არტიკულის   ტალკი –სხვადასხვა  არტიკულის   ტერფი –სხვადასხვა  არტიკულის   ტერფი –გარსაცმით სხვადასხვა  არტიკულის   ტერფი –მოძრავი სხვადასხვა  არტიკულის   ტერფსადები– სხვადასხვა  არტიკულის   თერმოლინი – სხვადასხვა  არტიკულის   თერმული ფირფიტა –სხვადასხვა  არტიკულის   თერმული ქაღალდი –სხვადასხვა  არტიკულის   ვაკუუმის მილი –სხვადასხვა  არტიკულის     მილის სარქველი –სხვადასხვა  არტიკულის   ვაკუუმის სარქველი –სხვადასხვა  არტიკულის   ვაზელინი სამედიცინო – სხვადასხვა  არტიკულის   წებო ხელოვნური მასალის – სხვადასხვა  არტიკულის   წინდა– სხვადასხვა  არტიკულის   ხელთათმანი –სხვადასხვა  არტიკულის   ვაკუუმის აპარატი – სხვადასხვა  არტიკულის   ხერხის პირი –სხვადასხვა  არტიკულის   ზუმფარა – სხვადასხვა  არტიკულის