⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (11.02.2020)
გაუქმებულია:

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.03.2018
ძალის დაკარგვა 11.02.2020
გამომცემი ორგანო ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.127.016283
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,740 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.03.2018 მიღება
11.02.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 2018 წლის 7 მარტი ქ. ზესტაფონი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის ,, გ“ ქვეპუნქტის ,, გ.ბ“ ქვეპუნქტის,  54-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ პუნქტის  ,,ა.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №1  დადგენილებით დამტკიცებული ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტის ,,ა.ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად  გამოცხადდეს  ზესტაფონის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №36  დადგენილება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (სსმб ვებგვერდი: 09/01/2018 წ.б სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.127.016259). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევახტანგ ღამბაშიძე დანართი №1 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. მერიის ადმინისტრაციული სამსახური 1. მერიის ადმინისტრაციული სამსახური (შემდგომ ტექსტში – ადმინისტრაციული სამსახური) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს მერიის საქმიანობის ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტალურ და საინფორმაციო უზრუნველყოფას,  ადამიანური რესურსების მართვას და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციას, საზოგადოებასთან ურთიერთობას და  მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეების საქმიანობის კონტროლს. 2. ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს მერიის საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნას; უწევს დახმარებას მერიას უფლებამოსილების განხორციელებაში მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფოორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას,  მერიის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში. 3. სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფა, სამართლებრივი, საკადრო საკითხთა და მერიის საქმისწარმოების უზრუნველყოფა, მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებთან მუშაობის კოორდინაციისათვის  ხელშეწყობა, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინაცია, ადგილობრივი მნიშვნელობის არქივის წარმოება, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა. 4. სამსახურის იურიდიული მისამართია:  ზესტაფონი, წერეთლის ქუჩა N11. 5. სამსახურის ელექტრონული მისამართია:  ელ.ფოსტა: zestafoni.municipality@gmail.com, ტელ: (0492)25-26-26. 6. ადმინისტრაციულ სამსახურს აქვს დადგენილი ფორმის ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით. მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის პრინციპებია: 1. მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. 2. კანონის წინაშე თანასწორობა. 3. საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე. 4. დისკრიციული უფლებამოსილების განხორციელება კანონმდებლობის საფუძველზე. 5. საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეწონასწორებით. 6. მიუკერძოებლობა. 7. საქვეყნოობა და საჯაროობა. მუხლი 3🔗. ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები ადმინისტრაციული სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, მერიის  დებულების, ამ დებულებისა და სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად. მუხლი 4🔗. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ამოცანა ადმინისტრაციული სამსახურის ამოცანაა: ა) მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, მერიის ერთიანი საქმისწარმოების, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, სამართლებრივ, საკადრო საკითხთა უზრუნველყოფა; ადგილობრივი მნიშვნელობის არქივის წარმოება; ბ) ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოფა, მერიის სამუშაო თათბირების,  სტრუქტურული ერთეულების და მერიის თანამდებობის პირების მიერ სხვა ღონისძიებების, მერიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება; გ) მერის დავალებების შესაბამისად მერიის სამუშაო გეგმების და მერის ადმინისტრაციული აქტების პროექტების მომზადება; დ) სასამართლოში მერიის წარმოდგენა და დაცვა; ე) უზრუნველყოფს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“  საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორცილება; ვ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინაცია. თავი II. ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურა მუხლი 5🔗. ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურა 1. ადმინისტრაციული სამსახური შედგება ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის,  სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან და პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) იურიდიული განყოფილება; ბ) ადამიანური რესურსების მართვის, საქმისწარმოების  განყოფილება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება; დ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება. მუხლი 6🔗. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები 1).  პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი სამსახურის უფროსი – I  რანგი (მაღალი მართველობითი დონე); 2. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი განყოფილების უფროსი – II რანგი II კატეგორია (საშუალო მმართველობითი დონე) – იურიდიული განყოფილება. 3. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი განყოფილების უფროსი – II რანგი II კატეგორია (საშუალო მმართველობითი დონე) – ადამიანური რესურსების მართვის, საქმისწარმოებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება; 4. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი განყოფილების უფროსი – II რანგი II კატეგორია (საშუალო მმართველობითი დონე) – შესყიდვებისგანყოფილება; 5. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი განყოფილების უფროსი – II რანგი II კატეგორია (საშუალო მმართველობითი დონე) – საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება; 6. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – იურიდიულ  საკითხებში  – III რანგი II კატეგორია; 7. მესამე  კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – იურიდიულ   საკითხებში – III რანგიIII  კატეგორია; 8. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში საკითხებში – III რანგი II კატეგორია; 9. მეორე   კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – მედიასთან ურთიერთობის საკითხებში საკითხებში – III რანგი II კატეგორია; 10. მესამე  კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში – III რანგი  III კატეგორია; 11. მესამე  კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – მედიასთან  ურთიერთობის საკითხებში  – III რანგი  III კატეგორია; 12. მესამე  კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალურ საკითხებზე შემოსული კორესპოდენციის რეგისტრაციის – III რანგი  III კატეგორია; 13. მესამე  კატეგორიის უფროსი სპეციალისტი -შემოსული დოკუმენტაციის აღრიცხვა დამუშავების  საკითხებში – III რანგი  III კატეგორია; 14. მესამე  კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში – III რანგი  III კატეგორია; 15. პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი – საშვებზე მოქალაქეთა რეგისტრაციის საკითხებშიIII რანგი III კატეგორია; 16. პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი – საშვებზე მოქალაქეთა რეგისტრაციის საკითხებშიIII რანგი III კატეგორია; 17. პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი – შესრულებული დოკუმენტაციის დაარქივების საკითხებშიIV რანგი II კატეგორია; 18. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – საზოგადოებრივი სერვისების მართვისა და ხელშეწყობის  საკითხებში – III რანგი II კატეგორია; 19. მეორე   კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – საზოგადოებრივი სერვისების მართვისა და ხელშეწყობის  საკითხებში – III რანგი II კატეგორია; 20. მესამე  კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – ტერიტორიულ ერთეულებთან კოორდინაციის საკითხებში – III რანგი  III კატეგორია; 21. მესამე  კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – ტერიტორიულ ერთეულებთან კოორდინაციის საკითხებში – III რანგი  III კატეგორია; 22. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში – III რანგი  I კატეგორია; 23. მესამე  კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – მატერიალურ-ტექნიკურ საკითხებში – III რანგი  III კატეგორია; 24. პირველი   კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – სახელმწიფო შესყიდვების  საკითხებში – III რანგი I კატეგორია; 25.   მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – სახელმწიფო შესყიდვების საკითხებში – III რანგიIIკატეგორია; 26. პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტები – IVრანგის – I კატეგორია: ა) ზესტაფონის ადმინისტრაციულ ერთეულში (4 (ოთხი) საშტატო ერთეული); ბ) პირველი სვირის ადმინისტრაციულ ერთეულში; გ) ქვედა საქარის ადმინისტრაციულ ერთეულში; დ) ზედა საქარის ადმინისტრაციულ ერთეულში (2 (ორი) საშტატო ერთეული); ე) ზოვრეთის ადმინისტრაციულ ერთეულში; ვ) ქვედა საზანოს  ადმინისტრაციულ ერთეულში (2 (ორი) საშტატო ერთეული); ზ) დილიკაურის ადმინისტრაციულ ერთეულში; თ) კვალითის ადმინისტრაციულ ერთეულში; ი) ფუთის ადმინისტრაციულ ერთეულში; კ) ძირულის ადმინისტრაციულ ერთეულში; ლ) შროშის ადმინისტრაციულ ერთეულში; მ) ილმის ადმინისტრაციულ ერთეულში; ნ) კლდეეთის ადმინისტრაციულ ერთეულში (2 (ორი) საშტატო ერთეული); ო) ცხრაწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში; პ) როდინაულის ადმინისტრაციულ ერთეულში  (2 (ორი) საშტატო ერთეული); ჟ) მეორე სვირის ადმინისტრაციულ ერთეულში  (2 (ორი) საშტატო ერთეული); რ) შორაპნის ადმინისტრაციულ ერთეულში; ს) ბოსლევის ადმინისტრაციულ ერთეულში; ტ) სანახშირის ადმინისტრაციულ ერთეულში; მუხლი 7🔗. ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელობა 1. ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 2. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის უფლებამოსილება განისაზღვრება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, მერიის დებულებით, ამ დებულებით და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. 3. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ადმინისტრაციული სამსახურის ერთ-ერთი მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღავნელიან სხვა პროფესიული საჯარო მოხელე. მუხლი 8🔗. ადმინისტრაციული სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელობა 1. ადმინისტრაციული სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან. 2. ადმინისტრაციული სამსახურის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი „საჯარო სამსაურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 3. ადმინისტრაციული სამსახურის განყოფილების უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით. 4. ადმინისტრაციული სამსახურის განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციული სამსახურის უფროსისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე. 5. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის წარდგინებითა და მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების პროფესიული საჯარო მოხელე. თავი III. ადმინისტრაციული სამსახურის უფლებამოსილება მუხლი 9🔗. ადმინისტრაციული სამსახურის ფუნქციები ადმინისტრაციული სამსახურის ფუნქციებია: ა) ორგანიზებას უწევს მერიის გამართულ კომუნიკაციას საკრებულოსთან, მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ხელისულების ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან; ბ) ორგანიზებას უწევს მერიის თანამშრომლობას სხვა მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან; გ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას, ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებას; დ) მეთოდურ დახმარებას და ორგანიზებას უწევს მერიის სამსახურებს სამუშაოთა გეგმების და სამუშაოთა აღწერილობის მომზადებაში; მერიის სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე უზრუნველყოფს მერიის სამუშაო გეგმის პროექტის მომზადებას; აკონტროლებს სამუშაო გეგმით და მერის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებას; ე) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას; ვ) უზრუნველყოფს მერის დავალებების რეგისტრაციას, პროექტების მომზადებას და მათი შესრულების კონტროლს; ზ)უზრუნველყოფს საქმისწარმოებაში ბეჭდების სათანადო გამოყენებას; თვითმმართველობის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე; ელექტრონულ საქმისწარმოებას; თ) ახორციელებს მერიის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციური და მართვის პროცედურების ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას სტრუქტურული ერთეულების ორგანოების მართვის სისტემის ოპტიმიზაციის მიზნით; ი) უზრუნველყოს მერიაში მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე; კ) მერის დავალებით აწარმოოს სამსახურებრივი მოკვლევა მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და შეიმუშაოს შესაბამისი დასკვნები; ლ) ახდენს მერიის საქმიანობის საინფორმაციო, საცნობარო და ტექნოლოგიურ-პროგრამულ მომსახურებას. მუხლი 10🔗. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის უფლებამოსილებანი ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების და ამ დებულების საფუძველზე: ა) წარმართავს ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის; ბ) უნაწილებს ფუნქციებს ადმინისტრაციული სამსახურის პროფესიულ საჯარო მოხელეებს; გ) შეიმუშავებს და მერს წარუდგენს წინადადებებს: ადმინისტრაციული სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურის და საშტატო ნუსხის შესახებ; თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებლად ადმინისტრაციული სამსახურის შესაბამის პროფესიულ საჯარო მოსამსახურეთა კანდიდატურებს; პროფესიულ საჯარო მოხელეების წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) წარუდგენს მერს ადმინისტრაციული სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ე) განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; ადმინისტრაციული სამსახურის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ვ) პერიოდულად წარუდგენს მერს ანგარიშს ადმინისტრაციული სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ; ზ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს მერიის დებულების შესაბამისად თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. მუხლი 11🔗. ადმინისტრაციული სამსახურის განყოფილების უფროსის უფლებამოსილება ადმინისტრაციული სამსახურის განყოფილების უფროსი, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების საფუძველზე: ა) დასამტკიცებლად წარუდგენს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს განყოფილების სამუშაო გეგმას; ბ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; გ) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; დ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ; ე) დადგენილი წესით აფასებს განყოფილების მოხელეთა საქმიანობას, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ; ვ) უზრუნველყოფს მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას; ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საქმისწარმოებას დადგენილი წესით; თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი  12🔗.  იურიდიული განყოფილების ფუნქციები სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მერიის ადმინისტრაციული აქტების, მერიის მიერ საკრებულოში წარსადგენი სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას; ამზადებს შესაბამის დასკვნებს; ბ) მერიაში შემუშავებული ადმინისტრაციული აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან; გ) საჭიროების შემთხვევაში წინადადებების მომზადებას მიღებული ადმინისტრაციული აქტების გაუქმების ან მასში ცვლილების შეტანის შესახებ; დ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში შესაბამისი რწმუნებულების საფუძველზე; ე) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან შესაბამისი რწმუნებულების საფუძველზე; ვ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განსახორციელებელი ხელშეკრულებისა და შეთანხმების პროექტების მომზადება; ზ) მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; თ) მერიის სამსახურებისა და იურიდიული პირების იურიდიულ კონსულტაციებს. მუხლი 13🔗.  საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ფუნქციები 1. ახორციელებს მერიის სამუშაო თათბირების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას: პირთა მოწვევას, თათბირზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით მასალების გამრავლებას და დარიგებას მოწვეულ პირებზე და ამ თათბირების ოქმების შედგენას; 2. უზრუნველყოფს პროფესიულ საჯარო მოხელეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას; უზრუნველყოფს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა პირადი საქმეების და სხვა საკადრო დოკუმენტაციის შედგენას, აღრიცხვასა და წარმოებას; 3. უზრუნველყოფს საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; მუნიციპალურ მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას; კონტროლს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე; 4. აფორმებს მერიის პროფესიულ მოხელეთა სამუშაოზე მიღების, სამუშაოდან გათავისუფლების, შვებულებაში გასვლის გრაფიკს, სამივლინებო, საპენსიო და სხვა დოკუმენტებს; 5. უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას; აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე; 6. ამზადებს წინადადებებს საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით პროფესიულ საჯარო მოხელეთა პროფესიული დონის, კადრების საჭიროების; მათიმომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზების; სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ; ადგენს კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიას; განსაზღვრავს გადამზადების პროგრამას; კონტროლს ახორციელებს მუნიციპალურ პროფესიულ საჯარო მოხელეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის) ამაღლების კურსების გავლაზე, სწავლების ეფექტურობის შემოწმებაზე;  უზრუნველყოფს პროფესიულ საჯარო მოხელეთა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ატესტაციების და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას; 7. ამზადებს წინადადებებს საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის პირობების, წახალისების და დისციპლინური ზომების გამოყენების წესების განსაზღვრის, ადგილობრივი თვითმმართველობის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საკლასო ჩინების მინიჭების საკითხების შესახებ; 8. ადგენს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მოხელეთა რეზერვს; კანონმდებლობის შესაბამისად ახდენს პირების რეზერვში შეყვანას და ამორიცხვას; 9. ორგანიზაციას უწევს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის სასწავლო პრაქტიკისა და სტაჟირების ხელშეწყობას თვითმმართველობის მერიის სამსახურებში; 10. უზრუნველყოფს მერიის სამსახურების კორესპოდენციის გაგზავნას და მათ სახელზე შემოსული კორესპონდენციის მიღებას, რეგისტრაციას, სარეკვიზიტო და დოკუმენტურ გაფორმებას, მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ და ადრესატისადმი გადაცემას, კორესპოდენციის გადაგზავნას; საარქივო მასალების ანოტირებას და არქივის წარმოებას; საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და დაარქივებას; 11. აფორმებს და აღრიცხავს მიღებულ დოკუმენტებზე მერიის თანამდებობის პირების დავალებებს და გადასცემს შემსრულებლებს; აკონტროლებს კორესპონდენციის მოძრაობას და საკითხის განხილვაზე კანონით დადგენილი ვადის დაცვას; აკონტროლებს დოკუმენტის შესრულებას და ამზადებს ინფორმაციას შესრულების მიმდინარეობის შესახებ; 12. უზრუნველყოფს მერიაში ერთიან საქმისწარმოებას; აყალიბებს საქმეთა ნომენკლატურას, შეიმუშავებს კლასიფიკატორებს, ინდექსებს, შიფრებსა და კოდებს. უზრუნველყოფს საქმის წარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტთბრუნვას; მუხლი 14🔗. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ფუნქციები 1. უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას, ინტერნეტპორტალის, საიტებისა და ინტერნეტგვერდების შექმნას, მათ განახლებასა და საჯარო ინფორმაციის მათზე განთავსებას; 2. უზრუნველყოფს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ორგანოებში (საკრებულოსა და მერიის) და მათ სტრუქტურულ ერთეულებში არსებული ინფორმაციის მიწოდებას მოსახლეობისადმი; 3. უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას; 4. უზრუნველყოფს თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას; 5. უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების პრესკონფერენციების ჩატარების ორგანიზებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრესდაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას; მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან. მუხლი 15🔗. სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების ფუნქციები 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის შესაბამისად წლიური გეგმის პროექტის მომზადებას, შესყიდვის ობიექტის იდენტიფიცირება და ერთგვაროვნების დადგენა. 2. სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა და კორექტირება;   3. წლიური ან/და კორექტირებული შესყიდვების გეგმის შესაბამის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „e’’ პლანში ატვირთვას დადგენილი ვადების შესაბამისად; 4. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული შესყიდვის წლიური გეგმის  შესყიდვების ორგანიზების პროცედურებისა და სანიმუშო დოკუმენტების ფორმების მომზადება. 5. შესყიდვების პროცედურების განხორციელებისას შესყიდვის საშუალების შერჩევა, შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა და ა.შ; 6. ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადება და გამოქვეყნება. 7. ტენდერის გამოცხადება და სტატუსების თანმიმდევრობითი მინიჭება. 8. მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების მომზადებას, დამუშავებას, გაფორმებას, ვადების კონტროლს, ხელშეკრულების სტატუსების მინიჭება, ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა. 9. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი. 10. კონტროლი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია და მისი წარმართვა. 11. პრეტენდენტებთან დავების წარმოშობის შემთხვევაში შემსყიდველის ინტერესების დაცვას. 12. სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოება და ელ. სისტემაში ატვირტვა-განთავსება; 13. ანგარიშსწორებისას მიღება-ჩაბარების აქტებისა და ხელშეკრულების შესრულების ვადების კონტროლი. 14. ფაქტობრივად  შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ატვირთვას ელ. სისტემაში. 15.  შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არა დისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა, ჯანსაღი კონკურენციის მხარდაჭერა, შესყიდვების პროცედურების გამჭვირვალობის ხელშეწყობა. 16. ტენდერისა და კანონით დადგენილი შესყიდვის სხვა საშუალების ორგანიზებას, შესყიდვის პროექტის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. 17. ტენდერებისა და ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება. 18. სახელმწიფო  შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადება. 19. მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 16🔗. ადმინისტრაციული სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელეები 1. ადმინისტრაციული სამსახური თავის ფუნქციებს ახორციელებს ადმინისტრაციული სამსახურის პროფესიულ საჯარო მოხელეთა მეშვეობით, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.  ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივ სარგოს მერის წარდგინებით განსაზღვრავს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. ადმინისტრაციული სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, მერიის დებულებით, ამ დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობებზე დანიშვნა-განთავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 17🔗. სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელე 1.   სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელის (შემდგომში – მოხელე) უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ამ დებულებით. 2. სამსახურის მოხელეს უფლება აქვს: ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს მერიის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით; ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის ხელმძღვანელობისაგან, სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან; გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით; დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები; ე) მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში მოითხოვოს სამსახურებრივი დაწინაურება; ვ) დადგენილი წესით ისარგებლოს სასწავლო შვებულებით პროფესიული განვითარებისათვის; ზ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დანამატები; თ) აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები; ი) ისარგებლოს ყოველწლიური ანაზღაურებადი  შვებულებით 24 სამუშაო დღის ოდენობით; კ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით. 3. სამსახურის მოხელე მოვალეა: 1. საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად; 2. შეასრულოს შესაბამისი დებულებით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები; 3. დაიცვას მერიის შინაგანაწესი; 4. შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები; 5. შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები; 6. გაუფრთხილდეს მერიის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება; 7. შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები. მუხლი 18🔗. სამსახურის საქმიანობის კონტრილი  1. სამსახურის საქმიანობა ექვემდებარება კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, საფინანსო საქმიანობის ზედამხედველობას. 2. სამსახურის საქმიანობაზე კონტროლს ახოციელებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი. მუხლი 19🔗. სხვა დებულებები წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.