📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.03.2018
ძალის დაკარგვა 11.02.2020
გამომცემი ორგანო ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.127.016284
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,495 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.03.2018 მიღება
11.02.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 2018 წლის 7 მარტი ქ. ზესტაფონი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის – ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის,  54-ე მუხლის1-ლი ნაწილის  „ა“ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №1  დადგენილებით დამტკიცებული ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად,  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის  ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №42  დადგენილება (სსმ. ვებგვერდი: 09.01.2018წ. სარეგისტრაციო კოდი: 010260050.35.127.016265) „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევახტანგ ღამბაშიძე დანართი №1 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება 1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახური (ტექსტში შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს; 2. სამსახური თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლის ნორმების, საქართველოს ,,სამოქალაქო კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“-ს სხვა საკანომდებლო აქტების, წინამდებარე დებულების,საკრებულოს და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტების საფუძველზე დადგენილი წესით; 3.სამსახურის იურიდიული მისამართია: ზესტაფონი, წერეთლის ქუჩა №11; 4. სამსახურის ელექტრონული მისამართია: ელ.ფოსტა Infrastruqtura123@mail.ru; ტელ: (0492)25-26-26; 5.სამსახურს აქვს დადგენილი ფორმის ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და შესაბამისი რეკვიზიტებით; 6. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისაგან, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელძღვანელისა და პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან (შემდგომში-მოხელე). მუხლი 2🔗.  სამსახურის საქმიანობის პრინციპებია: 1) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა; 2) კანონის წინაშე თანასწორობა; 3) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე; 4) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონმდებლობის საფუძველზე; 5) საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეწონასწორებით; 6) მიუკერძოებლობა; 7) საქვეყნოობა და საჯაროობა; მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები და ამოცანები სამსახურის ფუნქციებია: ა) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვა, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადება, მათი განხორციელების კოორდინაცია; ბ) გამწვანების, გაფორმების, გარეგანათების, შუქნიშნების, შადრევნების, სანიაღვრე მეურნეობის სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფის ხელშეწყობა და კოორდინაცია; გ) შიდა სარგებლობის გზების, ხიდების, გვირაბების, მიწისქვეშა გადასასვლელების, მდინარეთა სანაპირო, საყრდენი კედლებისა და სხვა საინჟინრო ნაგებობების შეკეთებისა და ექსპლუატაციის უზრუნველყოფის, სარეკონსტრუქციო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინაცია; დ) ქუჩებსა და მოედნებზე, საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებით, საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის ორგანიზების სხვა საშუალებების დაყენებასა ან მოხსნაზე, მონიშვნითი სამუშაოების განხორციელებაზე წინადადების მომზადება და კოორდინაცია; ე) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობა, ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვა, მშენებლობა და განვითარება; ასევე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარების, ტერიტორიების გამწვანების, გაფორმების, გარეგანათების, შუქნიშნების, შადრევნების, სანიაღვრე მეურნეობის სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;  ვ) სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა–პატრონობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, წინადადებების და პროექტების მომზადება; ზ) კეთილმოწყობის სფეროს პრობლემატიკისა და პროცესების კვლევას, დარგის განვითარების პერსპექტივების განსაზღვრა, შესაბამისი პროექტების მომზადება;  თ)მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება; მუხლი 4🔗. სამსახურის უფლება-მოვალეობები 1.სამსახურს უფლება აქვს: ა) მიიღოს ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებიდან, მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან, თავის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით; ბ)კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს წინადადებები და მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე; გ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში; დ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მედიასაშუალებებთან, იზრუნოს საზოგადოების სისტემატურ ინფორმირებაზე სამსახურის საქმიანობასთან და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით; ე)კომპეტენციის ფარგლებში და საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადებაში; ვ) დადგენილი წესით განახორციელოს ყველა აუცილებელი ქმედება, რაც დაკავშირებულია დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულებასთან.  2. სამსახური ვალდებულია: ა) პასუხისმგებელია მისთვის გადაცემული ქონების შენახვასა და მოვლაზე; ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, უზრუნველყოს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება; გ) ანგარიში წარუდგინოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერს თავისი საქმიანობის შესახებ; დ) დაიცვას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესი. მუხლი 5🔗. სამსახურის სტრუქტურა და მუშაობის ორგანიზაცია 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ( შემდგომში – სამსახურის უფროსი), რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით; 2 .სამსახურის უფროსს საქართველოს ორგანული კანონს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი; 3. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსით“ მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და ამ დებულებით. 4. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის; ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოხელეებს; გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს,დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ; ზ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; თ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე; 5. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ან სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელე; 6. მერიის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერის პირველი მოადგილე. 7. სამსახურის უფროსს უფლება აქვს: ა) მიიღოს ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებიდან, მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან, თავის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით; ბ)კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს წინადადებები და მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე; გ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში; დ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მედიასაშუალებებთან, იზრუნოს საზოგადოების სისტემატურ ინფორმირებაზე სამსახურის საქმიანობასთან და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით; ე)კომპეტენციის ფარგლებში და საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადებაში; ვ) დადგენილი წესით განახორციელოს ყველა აუცილებელი ქმედება, რაც დაკავშირებულია დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულებასთან. 8.სამსახურის უფროსი ვალდებულია: ა) პასუხისმგებელია მისთვის გადაცემული ქონების შენახვასა და მოვლაზე; ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი სამართლებრივია ქტების მოთხოვნები, უზრუნველყოს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება; გ) ანგარიში წარუდგინოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერს თავისი საქმიანობის შესახებ; დ) დაიცვას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესი. მუხლი 6🔗. სამსახურის უფლება-მოვალეობები 1.სამსახურს უფლება აქვს: 2. სამსახური ვალდებულია: ა) პასუხისმგებელია მისთვის გადაცემული ქონების შენახვასა და მოვლაზე; ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, უზრუნველყოს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება; გ) ანგარიში წარუდგინოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერს თავისი საქმიანობის შესახებ; დ) დაიცვას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესი. მუხლი 7🔗. ინფრასტრუქტურის განყოფილების ფუნქციები და ამოცანები 1. ინფრასტრუქტურული განვითარებისა და კეთილმოწყობის სფეროში მომსახურების, რეაბილიტაციისა და განვითარების საკითხების კოორდინაცია;  2.ადგილობრივიმნიშვნელობისინფრასტრუქტურისობიექტებისშენახვა, მშენებლობა და განვითარების უზრუნველყოფა. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარება. ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრა, საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების მომზადება და განხორციელება; 3.ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობა, შესაბამისი პროგრამების მომზადება, პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილიწესით, კეთილმოწყობის ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინაცია; 4. ელექტრომომარაგების, გაზმომარაგებისა და კავშირგაბმულობის რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით, წინადადებების მომზადება და განხორციელების ხელშეწყობა; წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით, წინადადებების მომზადება და განხორციელების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში; 5.ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება; 6. მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვა, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადება, მათი განხორციელების კოორდინაცია და ზედამხედველობა; მუხლი 8🔗. სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელე 1. სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელის (შემდგომში - მოხელე)უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ამ დებულებით.  2.სამსახურის მოხელეს უფლება აქვს: ა)გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს მერიის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით; ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის ხელმძღვანელობისაგან, სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან; გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით; დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები; ე) მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში მოითხოვოს სამსახურებრივი დაწინაურება; ვ) დადგენილი წესით ისარგებლოს სასწავლო შვებულებით; ზ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დანამატები; თ) აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები; ი) ისარგებლოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით 24 სამუშაო დღის ოდენობით; კ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით. 3. სამსახურის მოხელე ვალდებულია: ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად; ბ) შეასრულოს შესაბამისი დებულებით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები; გ) დაიცვას მერიის შინაგანაწესი; დ) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები; ე) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები; ვ) გაუფრთხილდეს სამსახურისათვის გადაცემულ ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება; ზ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები. მუხლი 9🔗. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები ამ დებულების შესაბამისად სამსახურის საშტატო ნუსხით სამსახურის შემადგენლობაში დგინდება შემდეგი თანამდებობები: ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი სამსახურის უფროსი - I რანგი (მაღალი მართველობითი დონე); ბ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი-II რანგი IIკატეგორია (საშუალო მმართველობითი დონე); გ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადების საკითხებში  - III რანგი I კატეგორია ; დ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებში - III რანგი I კატეგორია; ე)პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვის საკითხებში - III რანგი I კატეგორია; ვ)პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებში - III რანგი I კატეგორია; ზ)პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - კეთილმოწყობის დაგეგმარების და კონტროლის საკითხებში - III რანგი I კატეგორია; თ)მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი -მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საკომუნიკაციო ქსელების რეგულირების საკითხებში -III რანგი II კატეგორია ; ი) პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი- საინფორმაციო ბაზების დამუშავებისა და შემდგომი მართვის საკითხებში-IV რანგიI კატეგორია; კ) პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი- მიმდინარე სამუშაოების ჩაბარების პროცედურების მართვის საკითხებში-IV რანგიI კატეგორია; მუხლი 10🔗. სამსახურის საქმიანობის კონტროლი  1. სამსახურის საქმიანობა ექვემდებარება კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, საფინანსო საქმიანობის ზედამხედველობას; 2. სამსახურის საქმიანობაზე კონტროლს ახოციელებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე. მუხლი 11🔗. სხვა დებულებები წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.