ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.03.2018
ძალის დაკარგვა 11.02.2020
გამომცემი ორგანო ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010260010.35.127.016286
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე | ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 07.02.2020
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სკოლამდელი აღზრდის, ძეგლთა დაცვის, სპორტის, ტურიზმის განვითარებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 29.12.2017
დოკუმენტის ტექსტი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2018 წლის 7 მარტი
ქ. ზესტაფონი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №1 დადგენილებით დამტკიცებული ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №40 დადგენილება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სკოლამდელი აღზრდის, ძეგლთა დაცვის, სპორტის, ტურიზმის განვითარებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (სსმ ვებგვერდი:09/01/2018წ. სარეგისტრაციო კოდი:010260010.35.127.016263).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევახტანგ ღამბაშიძე
დანართი
№1
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ,,განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის“ პირველადი სტრუქტურული ერთეული (შემდგომში – სამსახური);
2. სამსახური თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლის ნორმების საქრთველოს ,,სამოქალაქო კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ სხვა საკანომდებლო აქტების, წინამდებარე დებულების, საკრებულოს და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი აქტების საფუძველზე დადგენილი წესით;
3. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქალაქი ზესტაფონი, წერეთლის ქუჩა №11;
4. სამსახურის ელექტრონული მისამართია: kultura-sporti.zestafoni@mail.ru; ტელ(0492)-25-30-64;
5. სამსახურს აქვს დადგენილი ფორმის ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და შესაბამისი რეკვიზიტებით;
6. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისაგან (შემდგიმში – სამსახურის უფროსი) და პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან (შემდგომში-მოხელე);
მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის პრინციპებია:
1) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;
2) კანონის წინაშე თანასწორობა;
3) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე;
4) დისკრიციული უფლებამოსილების განხორციელება კანონმდებლობის საფუძველზე;
5) საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეწონასწორებით;
6) მიუკერძოებლობა;
7) საქვეყნოობა და საჯაროობა;
მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის განვითარების და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელების უზრუნველყოფას;
ბ) მასობრივი სპორტის ხელშეწყობას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნისათვის ღონისძიებების გატარებას;
გ) ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებისა და განვითარების ხელშეწყობას;
დ) წინადადებების ჩამოყალიბებას ახალგაზრდობის საკითხებზე;
ე) კულტურულ ღონისძიებათა დაგეგმვას, ორგანიზებას და ჩატარების კოორდინაციას.
ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა მოვლა-შენახვის, რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის შესახებ წინადადებებისა და მოსაზრებების მომზადებას;
ზ) მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული ააიპ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ობიექტების ფუნქციონირების უზრუნველყოფასა და ახალი ობიექტების მშენებლობისათვის წინადადებების წამოყენებას;
თ) ტურიზმის განვითარების პერსპექტიული გეგმის შემუშავებას და მისი განხორციელების ხელშეწყობას;
ი) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და მერის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას;
მუხლი 4🔗. სამსახურის უფლება-მოვალეობანი
1. ზესტაფონის მუნიციაპილტეტის მერიის ,,განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური“ ახორციელებს:
ა) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მონიტორინგი; მათი სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის რეკომენდაციების, წინადადებებისა და დასკვნების შემუშავება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით.
ბ) უზრუნველყოფს კულტურული ღონისძიებების ორგანიზებას და ღონისძიებების ჩატარების კორდინაციას.
გ) ტურიზმის განვითარების მასობრივი სპორტის ხელშეწყობას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხო გარემოს შექმნისათვის ღონისძიებების გატარებას სპორტსა და ტურიზმში. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სპორტული ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვა მათი რეაბილიტაცია. საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან, ფედერაციებთან და სპორტის სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობას. საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობას. ტურიზმის სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას. მოქმედი კანონმდებლობით და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას. ტურისტული პოტენციალის კვლევის, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობას. ახალგაზრდებში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას.
დ)ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობას. ახალგაზრდების ინტერესების დაცვას, ახალგაზრდულ ბავშვთა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, პროექტების შემუშავებას და განხორციელებას. მოზარდებისა და ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშეწყობას. ახალგაზრდა შემოქმედთა ჯგუფებთან ურთიერთობას. ახალგაზრდული ღონისძიებების, დღეების თამაშობების ორგანიზებას. თემატური გუნდებისგან შემდგარი ახალგაზრდული პარლამენტის ორგანიზებას. განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვებისა და ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა და განვითარების ხელშეწყობას.
ე) წინადადებების შემუშავებას ახალგაზრდობის საკითხებზე.
ვ) ადგილობრივი თვითმყოფადობის შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-განვითარებას. ამ სფეროში შემავალ დაწესებულებებში თავმოყრილი ეროვნული სიმდიდრის დაცვას, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფას. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრებისა და ისტორიული ძეგლების აღნუსხვა, შესწავლას, მოვლა პატრონობასა და სარესტავრაციო სამუშაოებზე კონტროლს.
ზ)ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურის ძეგლთა მოვლა-შენახვის, რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის შესახებ წინადადებებისა და მოსაზრებების მომზადება;
თ) ახორციელებს მისი კომპეტენციის სფეროში მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული დაწესებულებების კორდინირებულ ფუნქციონირების უზრუნველყოფას და მათ საქმიანობაზე კონტროლს.
ი) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და მერის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას;
2. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (შემდგომში- სამსახურის უფროსი), რომელიც:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე.
ბ) უნაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოხელეებს.
გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს.
დ) სამსახურის მოხელეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ.
ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა რეკომენდაციებს.
ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ.
ზ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
თ) მერის დებულების შესაბამისად თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს.
ი) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელე;
მუხლი 5🔗. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ,,განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის“ ტრუქტურაში არსებული თანამდებობები
ამ დებულების შესაბამისად სამსახურის საშტატო ნუსხით სამსახურის შემადგენლობაში დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი სამსახურის უფროსი - I რანგი (მაღალი მართველობითი დონე);
ბ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი -კულტურის და ძეგლთა დაცვის საკითხებში - III რანგი II კატეგორია;
გ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი -ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებში - III რანგი II კატეგორია;
დ) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი-განათლების საკითხებში - III რანგი III კატეგორია;
ე) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი-სპორტის საკითხებში - III რანგი III კატეგორია;
ვ) მეოთხე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი-ტურიზიმის განვითარების საკითხებში IV რანგი I კატეგორია;
მუხლი 6🔗. სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელე
1. სამსახურის მოხელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად და ამ დებულებით.
2. სამსახურის მოხელეს უფლება აქვს:
ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს მერიის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;
ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის ხელმძღვანელობისაგან, სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან;
გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები;
ე) მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში მოითხოვოს სამსახურებრივი დაწინაურება;
ვ) დადგენილი წესით ისარგებლოს შვებულებით პროფესიული განვითარებისათვის;
ზ)მიიღოს თანამდებობრივი სარგო და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები;
თ) აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;
ი) ისარგებლოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით 24 სამუშაო დღის ოდენობით;
კ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.
3. სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელე მოვალეა:
ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
ბ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;
გ) დაიცვას მერიის შინაგანაწესი;
დ) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები;
ე) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები;
ვ) გაუფრთხილდეს სამსახურისთვის გადაცემულ ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება;
ზ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
მუხლი 7🔗. სამსახურის საქმიანობის კონტროლი
სამსახურის საქმიანობაზე კონტროლს ახოციელებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი.
მუხლი 8🔗. სხვა დებულებები
წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.