ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.03.2018
ძალის დაკარგვა 11.02.2020
გამომცემი ორგანო ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.127.016287
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე | ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, ქონების მართვისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 07.02.2020
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 29.12.2017
დოკუმენტის ტექსტი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2018 წლის 7 მარტი
ქ. ზესტაფონი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ პუნქტის ,,ა.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №1 დადგენილებით დამტკიცებული ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურისდებულება დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №41 დადგენილება„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“(სსმ ვებგვერდი: 09/01/2018 წ. სარეგისტრაციო კოდი: 010260050.35.127.016264).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევახტანგ ღამბაშიძე
დანართი №1
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.ზოგადი დებულება
1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის,,არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის (ტექსტში შემდგომში –
სამსახური) წარმოადგენს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს;
2. სამსახური თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს საერთაშორისოსამართლის ნორმების, საქრთველოს „სამოქალაქო კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ სხვა საკანომდებლო აქტების, წინამდებარე დებულების,საკრებულოს და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტების საფუძველზე დადგენილი წესით;
3. სამსახურის იურიდიული მისამართია: ზესტაფონი, წერეთლის ქუჩა №11;
4. სამსახურის ელექტრონული მისამართია: ელ.ფოსტა Architectzed.zest@gmail.comტელ :(0492)25-26-26
5.სამსახურს აქვს დადგენილი ფორმის ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით;
6. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან (შემდგომში-მოხელე) ;
მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის პრინციპებია:
1) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;
2) კანონის წინაშე თანასწორობა;
3) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე;
4) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონმდებლობის საფუძველზე;
5) საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეწონასწორებით;
6) მიუკერძოებლობა;
7) საქვეყნოობა და საჯაროობა.
მუხლი 3🔗. არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციები
1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და დასახლების დაგეგმარებასთან დაკავშირებული საკითხების მომზადებას.
ბ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარეგანათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვა, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადება;
გ) სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, საპროექტო და სატენდერო წინადადებების მომზადება, მიღება და შეთანხმება;
დ) არქიტექტურულ – ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვის ხელშეწყობას.
ე) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის, არქიტექტურული და სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შეთანხმების, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემისა და მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების, ახალი მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის, ასევე შეთანხმებულ პროექტში ცვლილებისა და კორექტირების შეტანის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დოკუმენტაციის განხილვა და შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადებას. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერისათვის წარსადგენად.
ვ) მშენებლობის სანებართვო მოწმობის შევსებას და გაცემას.
ზ)შენობა – ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტების განხილვას, ფერთა შეთანხმებას, მუნიციპალიტეტში არსებულ ობიექტებზე განსათავსებელი საინფორმაციო დაფების, აბრებისა და ფირნიშების ესკიზების შეთანხმებაზე შესაბამისი აქტების მომზადებას.
თ) შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტის შესაბამისად შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით დოკუმენტებისა და ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადებას. უნებართვოდან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის საკითხის განხილვას, შესაბამისი წინადადებების მომზადება და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერისათვის წარდგენას.
ი) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის განხილვას და ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადებას.
კ) სივრცით ტერიტორიული და მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და ურბანული დაგეგმარების თაობაზე წინადადებების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში კანონით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავებას;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი პოლიტიკის გატარება, ამ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას.
მ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღებას და კოორდინირებას, კომპეტენციის ფარგლებში. მწვანე ინფრასტრუქტურის გენერალური გეგმისა და განაშენიანების ერთიანი სტრუქტურის შემუშავება ტყე–პარკების, სკვერების, გაზონებისა და ზოგადად, სარეკრეაციო ზონებისათვის.
ნ) კომპეტენციის ფარგლებში დასახლებების განვითარებისა და რეაბილიტაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღებას.
ო) კანონით დადგენილი წესით ქალაქთმშენებლობითი კადასტრის შედგენის პროცესში მონაწილეობის მიღებას.
პ) კანონით დადგენილი წესით წინადადებების მომზადება და განხილვა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე გაფორმების ელემენტების /მონუმენტურ–დეკორატიული, მცირე არქიტექტურული ფორმების მხატვრული იერსახისა და განთავსების საკითხებთან დაკავშირებით.
ჟ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოო დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ გარე იერსახის დაცვაზე კონტროლს: შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარეგანათების, მიწისქვეშა გადასასვლელების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიკაციების, ჯიხურებისა და მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ ესთეტიკურ მდგომარეობაზე ზედამხედველობას.
რ) კომპეტენციის ფარგლებში აუცილებელი საგზაო სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, ყოველწლიურად მუნიციპალიტეტში დაზიანებული გზის საფარის აღდგენის ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის შედგენაში მონაწილეობა და შესრულების თაობაზე ინფორმაციის მომზადებას.
ს) მიღებული კორესპოდენციის განხილვას და შესწავლას.
ტ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის და მერიის შესაბამისი თანამდებობის პირების დავალებების შესრულებას.
უ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სივრცით – ტერიტორიული მოწყობისა და დასახლების დაგეგმარებასთან დაკავშირებული საკითხების მომზადებას.
ფ) შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტის შესაბამისად შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით დოკუმენტებისა და ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება.
ქ) მიწისქვეშა და მიწისზედა საკომუნიკაციო ქსელების რეგულირება შესაბამისი წინადადებების წარმოდგენის გზით;
ღ) შეკრებების და მანიფესტაციების გამართვასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესის შესაბამისად;
ყ) გარე რეკლამის განთავსების გეგმის შემუშავებას და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადება;
შ) შინაურ და უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაზე ზედამხედველობა;
ჩ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ იბუნებრივი რესურსებით სარგებლობის საკითხებზე;
ც) გარე ვაჭრობის, გამოფენების, ბაზრების და ბაზრობების რეგულირება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებას.
2.ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილება კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება , სანქციის შეფარდება და შესაბამისად ოქმის გამოყენება/აღრიცხვა/ანგარიშგება;
3. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებული მოსაკრებლების მობილიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და მერის დავალებით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
4. სამსახურის უფლება- მოვალეობები
1.მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
2.ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით, მოიწვიოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებების, საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მიიღოს საჭირო ინფორმაცია;
3.მონაწილეობა მიიღოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დასახლებების განვითარებისა და რეაბილიტაციის პროექტების შემუშავებაში;
4.კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს კონტროლი მის საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში მოითხოვოს დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა.
5.კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს წინადადებები სამსახურის წლიური ხარჯების თაობაზე და აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ხარჯების გაწევის შესახებ.
6.კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს წინადადებები დამონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
7.კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში.
8.ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მედია საშუალებებთან, იზრუნოს საზოგადოების სისტემატურ ინფორმირებაზე სამსახურის საქმიანობასთან და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით;
9.დადგენილი წესით განახორციელოს ყველა აუცილებელი ქმედება, რაც დაკავშირებულია დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულებასთან.
მუხლი 5🔗. სამსახურის სტრუქტურა და მუშაობის ორგანიზაცია
1. სამსახურს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (შემდგომში – სამსახურის უფროსი), რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით;
2. სამსახურის უფროსს საქართველოს ორგანული კანონს ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“-ს და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი;
3.
სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის - ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ს, მერიის დებულებითა და ამ დებულებით.
4. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;
ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს;
გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს,დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
ზ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
თ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე;
5.სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ან პროფესიული საჯარო მოხელე;
6. მერიის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.
მუხლი 6🔗. ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციები
1. უკანონო, უსახური დახლების, სავაჭრო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენას.
2. კანონით დადგენილი წესით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა – ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობა საპროექტო და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, ორგანიზაციულ –სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფას მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე.
3. არქიტექტურულ – სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას, ობიექტის მშენებლობის შეჩერებას ან/და დემონტაჟს, მის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიღება.
4. ზედამხედველობას სამშენებლო, სარემონტო და სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე.
5. კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით, საზედამხედველო ობიექტში შემოწმების პროცესში დოკუმენტაციის მოთხოვნა სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის.
6. არქიტექტურულ–სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში, მშენებლობაში მონაწილეთა მიმართ მითითების გაცემას მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმების, წესებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ.
7. საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი-ს“ საქართველოს კანონით დადგენილი ზომების მიღებას.
8. კომპეტენციის ფარგლებში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის, ძეგლების მდგომარეობის შემოწმებაში მონაწილეობის მიღებას.
9. კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში.
10. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის დავალებების შესრულება.
11. განყოფილება ვალდებულია:
ა) პასუხი აგოს სამსახურისათვის გადაცემული ქონების შენახვასა და მოვლა–პატრონობაზე;
ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, უზრუნველყოს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება;
გ) ანგარიში წარუდგინოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერს და საკრებულოს თავისი საქმიანობისშესახებ;
დ)დაიცვას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესი.
მუხლი 7🔗. სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელე
1. სამსახურის მოხელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად და ამ დებულებით.
2. სამსახურის პროფესიულ საჯარო მოხელეს (შემდგომში მოხელე) უფლება აქვს:
ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს მერიის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;
ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მერიის ხელმძღვანელობისაგან, სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან;
გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები;
ე) მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში მოითხოვოს სამსახურებრივი დაწინაურება;
ვ) დადგენილი წესით ისარგებლოს შვებულებით პროფესიული განვითარებისათვის;
ზ)მიიღოს თანამდებობრივი სარგო და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დანამატები;
თ) მოითხოვს კანონით დადგენილი წესით სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;
ი) ისარგებლოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით 24 სამუშაო დღის ოდენობით;
კ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.
3. სამსახურის მოხელე მოვალეა:
ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
ბ) შეასრულოს შესაბამისი დებულებით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები;
გ) დაიცვას მერიის შინაგანაწესი;
დ) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები;
ე) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები;
ვ) გაუფრთხილდეს სამსახურისათვის გადაცემულ ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება;
ზ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
4. სამსახურის მოხელეთა თანადებობებზე დანიშვნა - გათავისუფლებისა და სამსახურეობრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
მუხლი 8🔗. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები
ამ დებულების შესაბამისად სამსახურის საშტატო ნუსხით სამსახურის შემადგენლობაში დგინდება შემდეგი თანამდებობები:
ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი სამსახურის უფროსი –
I რანგი (მაღალი მართველობითი დონე);
ბ)მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი განყოფილების უფროსი-II რანგი IIკატეგორია (საშუალო მმართველობითი დონე);
გ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – პროექტებისა და სანებართვო დოკუმენტაციების პირობების შესრულების ზედამხედველობის საკითხებში –
III რანგი I კატეგორია ;
დ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი-ადმინისტრაციული ზედამხედველობის საკითხებში- III რანგი I კატეგორია;
ე)მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი-სივრცით მოწყობის საკითხებში (არქიტექტორი) – III რანგი II კატეგორია ;
ვ)მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – ქალაქის იერსახეზე ზედამხედველობის საკითხებში –
III რანგი II კატეგორია ;
ზ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევებზე ზედამხედველობის საკითხებში –
III რანგი II კატეგორია ;
მუხლი 9🔗. სამსახურის საქმიანობის კონტროლი
1.
სამსახურის საქმიანობა ექვემდებარება კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, საფინანსო საქმიანობის ზედამხედველობას;
2.
სამსახურის საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე.
მუხლი 10🔗. სხვა დებულებები
წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.