📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 2 აქტს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 07.03.2018
ძალის დაკარგვა 11.02.2019
გამომცემი ორგანო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.113.016346
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 848 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.03.2018 მიღება
11.02.2019 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (9)
1 ქალაქის ცენტრალური
2 ქალაქის შუალედური
3 ქალაქის პერიფერიული
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ზონა
I (ცენტრალური) ზონა ქუჩების მიხედვით ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL
II (შუალედური) ზონა                              ქუჩების მიხედვით ლოკალური ტერიტორიულ ინდექსი ITL
III (პერიფერიული) ზონა                       ქუჩების მიხედვით ლოკალური ტერიტორიულ ინდექსი ITL
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შუალედური ზონის კონტურის ფარგლებს გარეთა ტერიტორია 0,7
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 2 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №26 2018 წლის 7 მარტი ქ. ოზურგეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუქტის და ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ერთ კვადრატულ მეტრზე ნორმატიული ფასი №1 დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიის ზონირება №2 დანართის შესაბამისად. მუხლი 3🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) ,,ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ’’ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 13 თებერვლის №3 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 14/02/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.171.016134); ბ) ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 თებერვლის №2 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 06/02/2017, სარეგისტრაციო კოდი: 200140030.35.113.016283). მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია დანართი №1 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი 1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით: CN=IMG x ITL x C x K, სადაც: ა) CN – არის 1 მ​2 არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG – არის ოზურგეთის მაკრომდებარეობის ინდექსი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.52 ლარს; გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი: გ.ა) ქალაქის ცენტრალურ ზონაში – 1.2; გ.ბ) ქალაქი შუალედურ ზონაში – 1.0; გ.გ) ქალაქის პერიფერიულ ზონაში – 0.7; დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 მ​2-ზე დადგენილი წლიური გადასახადის საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს; ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის: ე.ა) ქალაქის ცენტრალურ ზონაში 50-ს; ე.ბ) ქალაქის შუალედური ზონისათვის 30-ს;  ე.გ) ქალაქის პერიფერიული ზონისთვის 25-ს. 2. ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს  შემდეგი სახით: № ზონა IMG ITL C K CN (ლარი) 1 ქალაქის ცენტრალური 0.52 1.2 0.24 50 7.4880 2 ქალაქის შუალედური 0.52 1.0 0.24 30 3.744 3 ქალაქის პერიფერიული 0.52 0.7 0.24 25 2.1840 3. ოზურგეთის მუნიცპალიტეტის სოფლებში 1მ​2 მიწის ნორმატიული ფასი  განისაზღვრება ქ. ოზურგეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი მაჩვენებლის 30%-ის ოდენობით და შეადგენს 1.12 ლარს, ხოლო დაბისათვის ქ. ოზურგეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი მაჩვენებლის 50% და შეადგენს 1.87 ლარს. 4. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა   შორის არეალებში 1მ​2 მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ. ოზურგეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი მაჩვენებლის 25%-ის ოდენობით და შეადგენს 0.936 ლარს. 5. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით  განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება ქ. ოზურგეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი მაჩვენებლის 50%-ის ოდენობით. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი ფასები.  6. „საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრიაციო ტერიტირიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის №968 ბრძანებულებით განსაზღვრული სარეკრიაციო ტერიტორიებისათვის მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ ოზურგეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 6-მაგი ოდენობით და შეადგენს 22.46 ლარს. ამ შემთვევაში არ გამოიყენება მე-3 პუნქტში აღნიშნული წესი. დანართი №2 ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიის ზონირება I (ცენტრალური) ზონა ქუჩების მიხედვით ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL გურამიშვილის ქუჩის ორთავე მხარე რკინიგზის ხაზამდე. რკინიგზის ხაზის მარცხენა მხარე ლალიონის ქუჩამდე. ლალიონის ქუჩა კოსტავას ქუჩის გადაკვეთამდე. კოსტავას ქუჩა (12-სართულიანი სახლის ჩათვლით) აკაკის ქუჩის დასაწყისამდე. აკაკის ქუჩა თ. სახოკიას ქუჩის გადაკვეთამდე.თ. სახოკიას ქუჩა გურიის ქუჩამდე. გურიის ქუჩა გრიბოედოვის ქუჩის გადაკვეთამდე. გრიბოედოვის ქუჩა სანაპიროს ქუჩამდე. სანაპიროს ქუჩა მდ. ბჟუჟამდე ს. მაკვანეთისკენ მიმავალ ხიდამდე. ს. ქობულაძის ქუჩა თაყაიშვილის ქუჩამდე. თაყაიშვილის ქუჩის მონაკვეთი მდ. ბჟუჟის ხიდიდან ნ. ნაკაშიძის ქუჩამდე. ნ. ნაკაშიძის ქუჩა. ნინოშვილის ქუჩა (შედის №1 საჯარო სკოლა, II საავშვო ბაღი, საავადმყოფო ,,ავერსი’’, ყოფილი ინტერნატის ეზოს ჩათვლით), გმირთა მოედანი, დავით აღნაშენებლის ქუჩა გურამიშვილის ქუჩის გადაკვეთამდე. ცენტრალურ ზონას განეკუთვნება შესაბამისი კონტურის ფარგლებში მოქცეული ტერიტორია. 1,2                          II (შუალედური) ზონა                              ქუჩების მიხედვით ლოკალური ტერიტორიულ ინდექსი ITL მდ. ბჟუჟის ხიდიდან ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა უნივერსიტეტის ქუჩის დასაწყისამდე, შ.პ.ს გზამშენი-18-ის, მანქანათმშენებელი და ყოფილი პურის ქარხნების მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით. ს. ჟორჟოლიანის ქუჩიდან ესაძის ქუჩის გადაკვეთამდე. ესაძის ქუჩა მალაზონიის ქუჩამდე. მალაზონიას ქუჩა დ. ბაქრაძის ქუჩამდე. დ. ბაქრაძის ქუჩა თავისულფების ქუჩამდე. თავისუფლების ქუჩა დავით აღმაშენებლის ქუჩამდე. დავით აღმაშენებლის ქუჩიდან ა. ნემიროვიჩ-დანჩენკოს ქუჩამდე. ა. ნემიროვიჩ-დანჩენკოს ქუჩა რკინიგზის ხაზის გადაკვეთამდე. რკინიგზის ხაზის გასწვრივ ჯავახიშვილის ქუჩის კვეთამდე. ჯავახიშვილის ქუჩიდან კ. ლესელიძის ქუჩის დასაწყისამდე კ. ლესელიძის ქუჩა ნ. დუმბაძის ქუჩის კვეთამდე. ნ. დუმბაძის ქუჩა მ. კოსტავას, ზ. დამენიას ქუჩების კვეთამდე. ზ. დამენიას ქუჩა ნ. ბარათაშვილის ქუჩამდე. ნ. ბარათაშვილის ქუჩა ა. ჯორჯიაშვილის ქუჩის კვეთამდე. ა. ჯორჯიაშვილის ქუჩა ა. ჯორჯიაშვილის ქუჩის I შესახვევამდე. ა. ჯორჯიაშვილის ქუჩის I შესახვევიდან მეუნარგიას ქუჩის ჩათვლით,სანაპიროს ქუჩამდე. სანაპიროს ქუჩა ა. გრიბოედოვის ქუჩის კვეთამდე. -შუალედურ ზონას განეკუთვნება ცენტრალური ზონის კონტურს გარეთ და შუალედური ზონის კონტურს შორის მიმდებარე ტერიტორია                                                                                  1,0                III (პერიფერიული) ზონა                       ქუჩების მიხედვით ლოკალური ტერიტორიულ ინდექსი ITL ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შუალედური ზონის კონტურის ფარგლებს გარეთა ტერიტორია 0,7