📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.03.2018
ძალაში შესვლა 19.03.2018
გამომცემი ორგანო ცაგერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №38
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.116.016423
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 986 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.03.2018 მიღება
19.03.2018 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 16.01.2018 ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 30.10.2017 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 30.09.2022 სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 28.02.2018 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 16.03.2018

დოკუმენტის ტექსტი

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №38 2018 წლის 7 მარტი ქ. ცაგერი ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება თანდართული რედაქციით (დანართი №1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს  ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 06 დეკემბრის   №57 დადგენილება (www. matsne.gov.ge,  12/12/2017 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016376). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 19 მარტიდან. ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გუგავა დანართი №1 ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური 1. ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში არსებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვას და დამტკიცებული პროგრამების განხორციელებას მოსახლეობის შრომითი მოწყობის და უმუშევართა, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური დახმარების საკითხებში. 2. სამსახური ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 3. სამსახურის საქმიანობა და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება და ეს დებულება, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები. მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (შემდგომში – სამსახურის უფროსი) და პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან (შემდგომში – მოხელეები). 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. 3. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით და  მათი ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. მუხლი 4🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას; ბ)ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვას; გ)მონიტორინგს მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებაზე; დ) უსახლკაროთა რეგისტრაციას და მათ თავშესაფრით უზრუნველყოფას; ე) მონიტორინგს უმწეო კატეგორიას მიკუთვნებულ მოქალაქეთათვის განსაზღვრულ კვებით უზრუნველყოფასა და სხვა სახის სოციალური მომსახურებების გაწევაზე; ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში დამტკიცებული წესების, სტანდარტების დანერგვას, დაცვას, დამტკიცებული სახელმწიფო და ადგილობრივი (მუნიციპალური) პროგრამების განხორციელების ხელშეწყობას. დადგენილი ფორმით წერილობით ანალიზს და მიწოდებას ზემდგომი უწყებებისათვის; ზ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობაში არსებული სისტემის, დაფინანსების საკითხებისა და სამართლებრივი ურთიერთობების საზოგადოებისთვის მიწოდებას; თ) პროექტების მომზადებას სოციალურად დაუცველ (მათ შორის, ვეტერანები და იძულებით გადაადგილებულ) პირთა მიმართ დამატებითი სოციალური შეღავათებისა და დახმარებების თაობაზე; ი) მუნიციპალიტეტში იძულებით გადაადგილებულ პირთა აღრიცხვა-რეგისტრაციას კომპეტენციის ფარგლებში; კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვას (მიწისძვრა, მეწყერი, ხანძარი); ლ) სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; მ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისათვის ხელშეწყობას; ნ) სამზრუნველო ქსელის განვითარებას, თავშესაფრის მოწყობის ორგანიზებას და მოსახლეობის ადაპტაციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებას; ო) კომპეტენციის ფარგლებში მონიტორინგის ჩატარებას ლტოლვილთა საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლის მიზნით; პ) კომპეტენციის ფარგლებში იძულებით გადაადგილებულ პირთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით პროექტების შემუშავებას და მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას; ჟ) ვეტერანთა აღრიცხვის, მათი უფლებების დაცვის, კანონმდებლობით მინიჭებული შეღავათების განსახორციელებლად მონიტორინგის ჩატარებას და შედეგების გაანალიზებას; რ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა განსახლების სამინისტროს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების შესრულების ხელშეწყობას კომპეტენციის ფარგლებში; ს) მუდმივი მონიტორინგის წარმოებას შშმ პირთა ფიზიკური გარემოს ადაპტირების, მათი საზოგადოებრივ კულტურულ ცხოვრებაში თანაბარი ჩართულობის და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით; ტ) მოსახლეობის ეპიდკეთილსაიმედო მდგომარეობის უზრუნველყოფის მიზნით, გარემოს ფაქტორთა და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობას; უ) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავებას და მათი განხორციელების კოორდინაციას; ფ) ჯანმრთელობის დაცვის, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელებას; ქ) მოსახლეობის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, პირველადი სამედიცინო-სანიტარიული და სხვა სახის სამედიცინო-სოციალური დახმარებების ღონისძიებათა ორგანიზებას; ღ) ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი სისტემის ქსელის განვითარების უზრუნველყოფას; ყ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მასზე სოციალური გავლენის პირობების შესწავლას და შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვას; შ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას; ჩ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. სამსახურის საქმიანობის ორგანიზება და მართვა 1. სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) უზრუნველყოფს სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; გ) უზრუნველყოფს სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას; დ) შეიმუშავებს სამსახურის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს და მოსამსახურეთათვის ფუნქციონალურ მოვალეობათა განაწილებას; ე) ანაწილებს დავალებებს სამსახურის მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს მერის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; ვ) ამზადებს და მერს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ზ) უზრუნველყოფს სამსახურის მოხელეთა მიერ მერიის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვას. მერს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ; თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე. მუხლი 6🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები 1. სამსახური საჯარო მოსამსახურეთა უფლებები სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ: ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის შესახებ; ბ) მიიღონ მათი მუშაობისთვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით. დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისთვის საჭირო პირობებით უზრუნველყოფის შესახებ; ე) ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარომო სამსახურის სხვა უფლებებით და გარანტიებით. 2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან: ა) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებითა და მერის დავალებით განსაზღვრული ვალდებულებანი; ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებები; გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;          დ) იმუშაონ საკუთარი პროფესიული დონის ასამაღლებლად; ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები. ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკას,ინვენტარსა და სხვა ქონებას.