📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.03.2018
ძალაში შესვლა 19.03.2018
გამომცემი ორგანო ცაგერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №36
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.116.016421
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,384 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.03.2018 მიღება
19.03.2018 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 29.03.2018 ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 05.06.2018 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 30.01.2023 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 28.06.2022 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 15.11.2017

დოკუმენტის ტექსტი

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №36 2018 წლის 7 მარტი ქ. ცაგერი ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახურის დებულება თანდართული რედაქციით (დანართი №1). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო საბიუჯეტო  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 06 დეკემბრის   №55 დადგენილება (www. matsne.gov.ge  12/12/2017წ. სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016374). მუხლი 3🔗 დადგენილება   ამოქმედდეს 2018 წლის 19 მარტიდან.  ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გუგავა დანართი №1 ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – საფინანსო საბიუჯეტო  სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებული ბიუჯეტის პროექტის მომზადებისთვის და ბიუჯეტის შესრულების მართვისა და კოორდინირების მიზნით შექმნილი მერიის სტრუქტურული ერთეული. 2. სამსახურის ძირითადი ფუნქციაა  ცაგერის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, ბიუჯეტის შესრულება, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადება. 3. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის,  მერიის დებულების,  ამ დებულების, მუნიციპალიტეტის  წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 4. სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის მერის წინაშე. 5. სამსახურის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობას და ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერი, ან  მერის ერთ-ერთი მოადგილე. მუხლი 2🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები  1. სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) ცაგერის  მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის და ბიუჯეტის პროექტების შემუშავება, ბიუჯეტის შესრულება და შესრულების ანგარიშის მომზადება; ბ) ცაგერის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების ანალიზი, შესაბამისი ინფორმაციებისა და წინადადებების მომზადება; გ) დადგენილი წესის შესაბამისად, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებაზე წინადადებებისა და გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; დ) მერის წინაშე წინადადების წარდგენა, ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის მიზნით; ე) ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტის სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება; ვ) ცაგერის  მუნიციპალიტეტისადმი დაქვემდებარებული დაწესებულებების საქმიანობაში საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების მდგომარეობის გაუმჯობესების და საბიუჯეტო სახსრების მოქმედი კანონმდებლობის დაცვით გამოყენებისათვის მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა და ერთიანი საფინანსო დოკუმენტბრუნვის სისტემის დანერგვა. 2. სამსახური, მისი საქმიანობის ძირითადი ამოცანებიდან გამომდინარე, ასრულებს შემდეგ ფუნქციებს: ა) ადგენს ცაგერის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის პროექტს, რისთვისაც: ა.ა)  ცაგერის  მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტების ფორმირების მიზნით, განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ ამზადებს შესაბამისი აქტის პროექტს, რომლითაც განისაზღვრება წარსადგენი ინფორმაციის ნუსხა და წარდგენის ვადები; ა.ბ) ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან, მუნიციპალიტეტისადმი დაქვემდებარებულ დაწესებულებებთან ერთად, ამზადებს პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტს; ა.გ) ცაგერის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მოსამზადებლად, კანონმდებლობის შესაბამისად, შეიმუშავებს საბიუჯეტო განაცხადის ფორმებს,  საბიუჯეტო ორგანიზაციებზე დასაგზავნად; ა.დ) უზრუნველყოფს  ცაგერის  მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან განაცხადის ფორმებისა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ინფორმაციის (მონაცემების) მიღება-დამუშავებას, განხილვას, საჭიროების შემთხვევაში  ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტში შეტანამდე ამზადებს წინადადებებს მათ დასაზუსტებლად; ა.ე) შემოსულობების პროგნოზირებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით; ა.ვ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ადგენს  ცაგერის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც მოიცავს:  ბიუჯეტის შემოსულობების საერთო თანხას, ადგილობრივ ბიუჯეტში ჩასარიცხი მოსაკრებლების, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ფინანსური დახმარებისა და სხვა შემოსულობებს გადასახადების წყაროების გამოყოფით და გადასახდელების საერთო თანხას საბიუჯეტო ასიგნებების მხარჯავ დაწესებულებებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, დასაფინანსებელ პროგრამებსა და ღონისძიებებზე განაწილებით, ქვეყანაში მოქმედი საბიუჯეტო კლასიფიკაციების შესაბამისად; ა.ზ) სამსახური, კანონით დადგენილ ვადებში, ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს შესაბამის დადგენილების პროექტთან ერთად განსახილველად წარუდგენს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერს; ა.თ) დადგენილი წესის თანახმად, ამზადებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტს ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად  მასალებს საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების შესახებ, განწერაში ცვლილების შესატანად; ა.ი) საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს გასული წლის საბიუჯეტო სახსრების თავისუფალი ნაშთის მიმდინარე წელს გამოყენების თაობაზე; ბ) ახორციელებს  ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულებას, რისთვისაც: ბ.ა) აღრიცხავს თითოეული საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ გაწეულ გადასახდელებს, რაც მოიცავს ინფორმაციას საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით გადახდის განხორციელების ყველა ეტაპის შესახებ. იგი ასევე აღრიცხავს საბიუჯეტო კლასიფიკაციით გათვალისწინებულ შემოსულობებს; ბ.ბ) ადგენს დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტალების ან თვეების მიხედვით; ბ.გ) უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან შემოსულობების შესახებ მიღებული ინფორმაციის დამუშავებას; ბ.დ) დადგენილი წესის თანახმად, ამზადებს  ცაგერის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ვალდებულებებს და საგადახდო მოთხოვნებს; ბ.ე) იღებს და ამუშავებს საბიუჯეტო ორგანიზაციების საბიუჯეტო ვალდებულებებს და საგადახდო მოთხოვნებს; ბ.ვ) დადგენილი წესის მიხედვით, ახდენს საბიუჯეტო ორგანიზაციების ვალდებულებების რეგისტრაციას და რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულებების შესაბამისი საგადახდო მოთხოვნის თანხის გადახდას; ბ.ზ) მერის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, ახორციელებს სარეზერვო ფონდიდან სახსრების გამოყოფას; გ) სამსახური ახორციელებს ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვის და შესრულების წლიური ანგარიშის მომზადებას, რისთვისაც:  გ.ა) უზრუნველყოფს ბიუჯეტის ყოველდღიური შემოსულობების შესახებ ინფორმაციის მიღებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისაგან, აღრიცხავს და აანალიზებს ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების მდგომარეობას; გ.ბ) იღებს ინფორმაციებს საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან მათთვის გათვალისწინებული ასიგნებების გამოყენების შესახებ; გ.გ) სამსახური ყოველი თვის დასრულებიდან 10 დღის ვადაში ამზადებს ანგარიშს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით; გ.დ) ადგენს  ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვასა და შესრულების წლიურ ანგარიშებს და წარუდგენს  მერს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს; დ) ადგენს  პერიოდულ და წლიურ საბუღალტრო ანგარიშებს; ე) უზრუნველყოფს ერთიანი მუნიციპალური ბიუჯეტის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მომზადებას; ვ) უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას, მისი კომპეტენციის ფარგლებში, საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სხვა ორგანიზაციებს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების გაუმჯებესებისა და მათთვის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების ხარჯვის დროს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების სწორად განხორციელების საკითხებზე; ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული ერთიანი კომპიუტერული საინფორმაციო ბაზის მეშვეობით, ახორციელებს საქმიანობის პროგრამულ უზრუნველყოფას, მომსახურებას; თ) ამუშავებს საბიუჯეტო მაჩვენებლების სტატისტიკურ-საინფორმაციო მონაცემებს. უზრუნველყოფს დადგენილი წესით მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადებას და მიწოდებას; ი) მოთხოვნის საფუძველზე ახდენს ინფორმაციის მიწოდებას შესაბამის მერიის სამსახურებზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შედეგად საურავებისა და ჯარიმების, აგრეთვე მოსაკრებლებისა და სხვა არასაგადასახადო შემოსავლების სახით, ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ჩარიცხული თანხების შესახებ; კ)მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მონაწილეობს მუნიციპალიტეტის ქონების,  მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარებაში. ლ) უზრუნველყოფს სამსახურში შექმნილი დოკუმენტების არქივისათვის გადაცემას, მათ შორის, ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის რეგისტრების, ხარჯთა ნუსხების, მათი გაანგარიშებების და სხვა საბუთების შენახვას. მუხლი 3🔗. სამსახურის უფლება-მოვალეობანი 1. სამსახურს უფლება აქვს: ა) სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებული საკითხების შესასრულებლად მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს ცაგერის  მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებიდან, საბიუჯეტო დაწესებულებებისაგან, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციებისაგან და შესაბამისი სახელმწიფო ინსტანციებიდან ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენა-შესრულების პროცესთან დაკავშირებული მონაცემები, საჭიროების შემთხვევაში ცალკეული საკითხების განხილვისა და დამუშავებისათვის მოიწვიოს მათი წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია; ბ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს სხვადასხვა ორგანიზაციული ღონისძიებანი ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების და სხვა დაინტერესებული საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების წარმომადგენელთა მონაწილეობით; გ) დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით მერს წარუდგენს წინადადებას მიმდინარე მიმდინარე ან/და სადეპოზიტო ანგარიშები კომერციულ ბანკებში გახსნასთან დაკავშირებით.; დ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით დაამყაროს ურთიერთობანი და ითანამშრომლოს სხვადასხვა ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პროფესიულ გაერთიანებებთან, აგრეთვე ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; ე) ცაგერის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგინოს წინადადებები  სპეციალისტების მივლინების თაობაზე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდილების შესაძენად, კონფერენციებსა და სხვა შეკრებებში მონაწილეობის მისაღებად. 2. სამსახურის მოვალეობაა: ა) საქმიანობის ძირითადი მიზნებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე, გაწეული მუშაობის შესახებ, დადგენილი წესით წარუდგინოს პროექტები, ანგარიშები და სხვა სახის ინფორმაციები ცაგერის  მუნიციპალიტეტის მერს და მერის შესაბამის მოადგილეს, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს;   ბ) განიხილოს  დაწესებულებებისა და ორგანიზაციებიდან, სხვადასხვა უწყებებიდან მიღებული წერილები, ინფორმაციები, მოთხოვნები და მოქალაქეთა განცხადებები და  საჩივრები, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს შესაბამისი მასალები, წინადადებები, დასკვნები და პასუხები მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. მუხლი 4🔗. სამსახურის სტრუქტურა 1.სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (შემდგომში სამსახურის უფროსი), მეორადი სტრუქტურული ერთეულის (შემდგომში განყოფილება) და მოხელეებისაგან 2. სამსახურის განყოფილებებია: ა) ბიუჯეტის დაგეგმვის,ფორმირების და სახაზინო განყოფილება; ბ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებით და სამსახურის უფროსის თანამდებობრივი ინსტრუქციით, უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს მერის დავალებით ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი 4. განყოფილება შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა (განყოფილების უფროსი) და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების არყოფნის შემთხვევაში , მერის დავალებით განყოფილების უფროსის უფლება - მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთერთი მოხელე. 6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით, განყოფილების მოხელეებიის ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა - გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერული განვითარების წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად მუხლი 5🔗. სამსახურის უფროსი. 1. სამსახურს უძღვება სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი. 2. სამსახურის უფროსი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია  ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე. 3. სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; გ) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას; დ)  უნაწილებს კორესპონდენციას თანამშრომლებს, აწესებს  კონტროლს მის შესრულებაზე, ანაწილებს დავალებებს სამსახურის განყოფილებებისა და საჯარო მოსამსახურეთა შორის, ისმენს ანგარიშებს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, კონტროლს უწევს შინაგანაწესის დაცვას; ე) განსაზღვრავს ანგარიშების წარდგენის წესს და პერიოდულობას; ვ) ცაგერის   მუნიციპალიტეტის მერს  წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; ზ) ცაგერის  მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; თ) ცაგერის  მუნიციპალიტეტის მერს  პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ; ი) ახორციელებს კანონმდებლობით, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.   მუხლი 6🔗. განყოფილების უფროსი 1.  სამსახურის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი. 2. განყოფილების უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ; ა) წარმართავს განყოფილების  საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილების მიერ ჯეროვნად შესრულებაზე; ბ) უზრუნველყოფს განყოფილების  მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; გ) სამსახურის უფროსს წარუდგენს განყოფილების  სამუშაო გეგმებს; დ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; ე) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; ვ) ამზადებს და სამსახურის უფროს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების  მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ; ზ) ხელს აწერს განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტაციას; თ) უზრუნველყოფს განყოფილების  მოხელეთა მიერ ცაგერის მუნიციპალიტეტის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას,დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების, ან მათ მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების შესახებ; ი) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3.განყოფილების  უფროსი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. 4.განყოფილების  უფროსის არყოფნის შემთხვევაში ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განყოფილების  უფლებამოვალეობებს ახორციელებს განყოფილების  ერთ-ერთი მოხელე. მუხლი 7🔗. ბიუჯეტის დაგეგმვის, ფორმირების და სახაზინო განყოფილების ფუნქციები ბიუჯეტის დაგეგმვის, ფორმირების და სახაზინო განყოფილება უზრუნველყოფს: ა)  ცაგერის მუნიციპალიტეტის  საბიუჯეტო პროცესის რეგულირების ღონისძიებების შემუშავებას; ბ) ცაგერის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის გადასახდელების, აგრეთვე საბიუჯეტო მოწყობასთან დაკავშირებული მონაცემთა ბაზის ფორმირებას, ანალიზს და შესაბამისი წინადადებების მომზადებას; გ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადებას, მუნიციპალიტეტის   საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმებისა და ბიუჯეტის პროექტების ფორმირების მიზნით, განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ და ამ საკითხებზე უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს; დ) საბიუჯეტო განაცხადის ფორმების შესახებ პროექტის მომზადებას, საბიუჯეტო ასიგნებებისა და დასაქმებულთა რიცხოვნობის საორიენტაციო ზღვრული მოცულობების მითითებით; ე) ცაგერის მუნიციპალიტეტის სამსახურებიდან, ცაგერის მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან შესაბამისი ინფორმაციების, მასალების მიღებას და დამუშავებას; ვ) წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, ცაგერის  მუნიციპალიტეტის  პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტების შედგენას – განსაზღვრავს შემოსულობების საერთო თანხას, ადგილობრივ ბიუჯეტში ჩასარიცხ მოსაკრებლებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღებ ფინანსურ დახმარებას და სხვა შემოსულობებს გადასახადების წყაროების გამოყოფით და გადასახდელების საერთო თანხას საბიუჯეტო ასიგნებების მხარჯავ დაწესებულებებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, დასაფინანსებელ პროგრამებსა და ღონისძიებებს, ქვეყანაში მოქმედი საბიუჯეტო კლასიფიკაციების შესაბამისად. ცაგერის მუნიციპალიტეტის  პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტს  წარუდგენს სამსახურის ხელმძღვანელს, შემდგომში  მერისათვის  წარსადგენად.  ამზადებს ცაგერის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტების შესახებ  მერის ბრძანებისა და  საკრებულოს შესაბამისი დადგენილების პროექტს; ზ) წლიური დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების კვარტალურ/ყოველთვიურ ჭრილში დაბალანსებას, ადგენს შემოსულობებისა და გადასახდელების კვარტალურ/ყოველთვიურ განწერას; თ) ცაგერის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების კვარტალურ ან/და ყოველთვიურ განწერას; ი) კვარტალური განწერის გაგზავნას შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის; კ) დადგენილი წესის შესაბამისად ცაგერის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მომზადებას  ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე; ლ) დადგენილი წესის შესაბამისად, მერის ბრძანების პროექტების მომზადებას მხარჯავი დაწესებულებებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების შესახებ, განწერაში ცვლილების შეტანის მიზნით; მ) ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების კვარტალურ გადანაწილებას და ცვლილებების გადაცემას შესაბამისი განყოფილებებისათვის; ნ) კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვის და შესრულების წლიური ანგარიშის მოსამზადებელი სამუშაოების ორგანიზებას. უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციების მიღებას, დამუშავებას და ანალიზს. ამზადებს ბიუჯეტის შესრულების ინფორმაციას და ანგარიშს, მათ შორის, სარეზერვო ფონდის ანგარიშს, წარუდგენს მერს შემდგომში მუნიციპალიტეტის საკრებულოზე განსახილველად; ო) მერის ბრძანების  შესაბამისად,   სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფას; პ) წინადადების მომზადებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის შესახებ; ჟ) საბიუჯეტო ვალდებულებების დოკუმენტების მიღებას ელექტრონული სისტემის მეშვეობით კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის: ჟ.ა) სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან (ა(ა)იპ-ებიდან) – ცაგერის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტით გათვალისწინებულ გადასახდელებზე; ჟ.ბ) წარმოდგენილი ვალდებულების დოკუმენტების სისრულის და სისწორის (ხელშეკრულებებისა და ვალდებულებების შესაბამისობა;  საბიუჯეტო კლასიფიკაციასთან შესაბამისობა) შემოწმებას პროგრამულ ბაზებში; რ) ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების ყოველდღიურ აღრიცხვას, რისთვისაც ყოველდღიურად ამუშავებს სახელმწიფო ხაზინიდან მიღებულ ამონაწერებს და უზრუნველყოფს  ცაგერის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხების დადგენილი წესით დაბრუნებას; ს) მოქმედი კანონმდებლობისა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და დავალებების შესრულებას. მუხლი 8🔗. ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების  განყოფილების ფუნქციები ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის საბუღალტრო აღრიცხვას ბ) ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად ხარჯის გაწევას, საფინანსო ოპერაციების განხორციელებას გ) მუნიციპალიტეტში საბანკო ანგარიშების მართვას, ურთიერთობას ხაზინასთან და საბანკო დაწესებულებებთან დ) მუნიციპალიტეტის მიერ აღებული და გაცემული სესხების მართვას; ე) კონტროლის ეკონომიკური მოვლენების შესახებ პირველადი დოკუმენტების დროულ და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებაზე; ვ) დამტკიცებული ფორმების შესაბამისად,  ფინანსური ანგარიშგების დადგენილ ვადებში შედგენას; ზ)  ცაგერის  მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემი თანხების თავისდროულ დარიცხვას, უწყისების შედგენას და გაცემას; თ) საგადასახადო დეკლარაციის შედგენას და დადგენილ ვადაში შესაბამის ორგანოში წარდგენას; ი) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ თანხებზე შესაბამისი ვალდებულების და საგადახდო მოთხოვნის მომზადებას, მონაცემთა ბაზაში შეტანას; კ) იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან სამეურნეო მოვლენის შედეგად ანგარიშსწორებათა სრულ და დროულ აღრიცხვას; ლ) ეკონომიკური მოვლენების აღრიცხვას ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვა წყაროების მიხედვით; მ) არაფინანსური და ფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაციაში მონაწილეობასა და ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვაში ასახვას; ნ) ბუღალტრული აღრიცხვის მატერიალური/ელექტრონული ფორმის დოკუმენტების დადგენილი წესით შენახვას და არქივში ჩაბარებას; ო) მეთოდოლოგიურ დახმარებას, მისი კომპეტენციის ფარგლებში, ცაგერის მუნიციპალიტეტის სამსახურებისა და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების გაუმჯობესებისა და მათთვის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების ხარჯვის დროს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების სწორად განხორციელების საკითხებზე; პ) წარმოდგენილი საბუთების შესაბამისად ცაგერის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების მატერიალური ფასეულობების ბუღალტრულ აღრიცხვას; ჟ) კონტროლი ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე, რაც გულისხმობს საბიუჯეტოს სახსრებისა და ფასეულობების მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად (საკრებულოს დადგენილება, მერის ბრძანება და ა.შ.)  გაცემას; რ) მოქმედი კანონმდებლობისა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და დავალებების შესრულებას. მუხლი 9🔗. სამსახურის თანამშრომელთა უფლება - მოვალეობები 1. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ: ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები გ) ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონით  გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით 2. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან: ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ან დებულებით განსაზღვრული მოვალეობა ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი დ) იმუშაონ თავიანთი პროფესიონალური დონის ასამაღლებლად ე)  შეასრულონ დადგენილი შინაგანაწესის მოთხოვნები ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას მუხლი 10🔗. სამსახურის დაფინანსება და ქონება 1. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით 2. სამსახურის მფლობელობაში არსებული ქონება წარმოადგენს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.