📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.03.2018
ძალაში შესვლა 19.03.2018
გამომცემი ორგანო ცაგერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.116.016419
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,521 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.03.2018 მიღება
19.03.2018 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 24.11.2017 ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 14.08.2020 ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 25.01.2018 ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 03.05.2022 ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 29.03.2018

დოკუმენტის ტექსტი

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №34 2018 წლის 7 მარტი ქ. ცაგერი ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.ბ.“ ქვეპუნქტის,  61 მუხლის მე-2 ნაწილის,   ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება თანდართული რედაქციით  (დანართი №1-ის შესაბამისად). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“   ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 დეკემბრის  №53 დადგენილება (www. matsne.gov.ge, 12/12/2017წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.116.016372). მუხლი 3🔗 დადგენილება   ამოქმედდეს   2018 წლის 19 მარტიდან.   ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გუგავა დანართი №1 ცაგერის  მუნიციპალიტეტის მერიის  პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურს დებულება მუხლი 1🔗. პირველადი სტრუქტურული ერთეული – სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური 1. ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვას და ორგანიზებას, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგულარული სამგზავრო გადაყვანების ორგანიზებას. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოების კოორდინაციას, მუნიციპალური და საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა-განთავსებას, ადგილობრივი გზების მოვლა-პატრონობას და შენახვის უზრუნველყოფას, ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელებას და შესაბამისი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადებას, მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (შემდგომში სამსახურის უფროსი), მეორადი სტრუქტურული ერთეულისაგან  (ტექსტში შემდგომში – განყოფილება) და პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან (შემდგომში მოხელეებისაგან). 2. სამსახურის  განყოფილებებია: ა) ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება; ბ) სივრცითი მოწყობისა და ნებართვების გაცემის განყოფილება; 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის  ერთ-ერთი მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (ტექსტში შემდგომ – განყოფილების უფროსი). 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებით  და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 6. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებითა და ამ დებულებით, მათი ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობებზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერული განვითარების წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) კომპენტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელების ხელშეწყობას; ბ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას; გ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების ობიექტების მოვლა-პატრონობას; დ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის  პროგრამების შემუშავებასა და მათ განხორციელებას; ე) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საგზაო მოძრაობის დაგეგმვას და ამ მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას; ვ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვის, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას; ზ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური დასუფთავების და ნარჩნების გატანის საკითხებზე; თ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობას, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას; ი) ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტების დადგენის პროგრამებისა და პროექტების განხორციელებისას მოსახლეობის ჩართულობის ორგანიზებას; კ) კანალიზაცია-წყალარინების ფუნქციების საკითხების გადაწყვეტისათვის წინადადებების მომზადებას; ლ) მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემური საკითხების მონაცემთა ბაზის  შექმნას, მათი გადაწყვეტისათვის წინადადებების შემუშავებას; მ) სოფლისა და დასახლებული უბნების წყალმომარაგების სისტემით უზრუნველყოფის საკითხზე წინადადებების შემუშავება-შესრულების კოორდინაციას; ნ) ტექტონოგენური და სტიქიური პროცესების პირობებში მოსახლეობის დაცვას, მათ ევაკუაციას დროებითი საცხოვრებელი სადგომით უზრუნველყოფას. ო) მოწვეულ და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით სტიქიის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვას და შესრულების კოორდინაციას; პ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობის მიღებას; ჟ) ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე საქმიანი ურთიერთობის ორგანიზებას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, წყალმომარაგების კომპანიასთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და სხვა; რ) მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შედგენის, მათი განხორციელებისა და  განახლების შესახებ წინადადების მომზადებას . ს) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას; ტ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას; უ) დასახლებთა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას; ფ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას; ქ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას; ღ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას; ყ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას; შ) მშენებლობის ნებართვის თაობაზე მუნიციპალიტეტის მერის ბძანებების შემუშავებას; ჩ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის, არქიტექტურული და სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შეთანხმების, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემისა და მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების, ახალი მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის, ასევე შეთანხმებულ პროექტში ცვლილებისა და კორექტირების შეტანის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დოკუმენტაციის განხილვას, მშენებლობადასრულებული ობიექტების ვარგისათ აღიარებისა და მათი ლეგალიზების მიზნით შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადებას მუნიციპალიტეტის მერისათვის და დარგობრივი მერის მოადგილისათვის წარსადგენად. ც) შენობა-ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტების განხილვას, ფერთა შეთანხმებას, მუნიციპალიტეტში არსებულ ობიექტებზე განსათავსებელი საინფორმაციო დაფების, აბრებისა და ფირნიშების ესკიზების შეთანხმებაზე შესაბამისი აქტების მომზადებას. ძ) გარე რეკლამის განთავსების და გარე ვაჭრობის ადგილების გამოყოფის თაობაზე  ნებართვების გაცემას. წ) დასახლებების განვითარებისა და რეაბილიტაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღებას, კომპეტენციის ფარგლებში. ჭ) მიღებული კორესპონდენციის განხილვას და შესწავლას. ხ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.  მუხლი 4🔗. სამსახურის უფროსი 1.  სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით  თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის  საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისთვის  დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის; ბ) უნაწილებს ფუნქციებს სამსახურის  მოსამსახურეებს; გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის  საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სამსახურის  მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სამსახურის  საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის  მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ; ზ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; თ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 3. მერიის სამსახურის  საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი. მუხლი 5🔗. სივრცითი მოწყობისა და ნებართვების გაცემის განყოფილება სივრცითი მოწყობისა და ნებართვების გაცემის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას; გ) დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას; დ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას; ე) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას; ვ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას; ზ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას; თ) მშენებლობის ნებართვის თაობაზე მუნიციპალიტეტის მერის ბძანებების შემუშავებას; ი) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის, არქიტექტურული და სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შეთანხმების, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემისა და მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების, ახალი მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის, ასევე შეთანხმებულ პროექტში ცვლილებისა და კორექტირების შეტანის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დოკუმენტაციის განხილვას, მშენებლობადასრულებული ობიექტების ვარგისად აღიარებისა და მათი ლეგალიზების მიზნით შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადებას მუნიციპალიტეტის მერისათვის და დარგობრივი მერის მოადგილისათვის წარსადგენად; კ) შენობა-ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტების განხილვას, ფერთა შეთანხმებას, მუნიციპალიტეტში არსებულ ობიექტებზე განსათავსებელი საინფორმაციო დაფების, აბრებისა და ფირნიშების ესკიზების შეთანხმებაზე შესაბამისი აქტების მომზადებას; ლ) დასახლებების განვითარებისა და რეაბილიტაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღებას, კომპეტენციის ფარგლებში; მ) მიღებული კორესპოდენციის განხილვას და შესწავლას; ნ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.   მუხლი 6🔗. ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება ინფრასტრუქტურის  განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას; ბ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების ობიექტების მოვლა-პატრონობას; გ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის  პროგრამების შემუშავებასა და მათ განხორციელებას; დ) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საგზაო მოძრაობის დაგეგმვას და ამ მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას; ე) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვის, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას; ვ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური დასუფთავების და ნარჩნების გატანის საკითხებზე; ზ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობას, შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას; თ) ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტების დადგენის პროგრამებისა და პროექტების განხორციელებისას მოსახლეობის ჩართულობის ორგანიზებას; ი) კანალიზაცია-წყალარინების ფუნქციების საკითხების გადაწყვეტისათვის წინადადებების მომზადებას; კ) მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემური საკითხების მონაცემთა ბაზის  შექმნას, მათი გადაწყვეტისათვის წინადადებების შემუშავებას; ლ) სოფლისა და დასახლებული უბნების წყალმომარაგების სისტემით უზრუნველყოფის საკითხზე წინადადებების შემუშავება – შესრულების კოორდინაციას; მ) ტექტონოგენური და სტიქიური პროცესების პირობებში მოსახლეობის დაცვას, მათ ევაკუაციას დროებითი საცხოვრებელი სადგომით უზრუნველყოფას; ნ) მოწვეულ და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით სტიქიის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვას და შესრულების კოორდინაციას; ო) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობის მიღებას; პ) ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე საქმიანი ურთიერთობის ორგანიზებას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, წყალმომარაგების კომპანიასთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და სხვა; ჟ) მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შედგენის, მათი განხორციელებისა და  განახლების შესახებ წინადადების მომზადებას. რ) მიღებული კორესპონდენციის განხილვა და შესწავლა; ს) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.    მუხლი 7🔗. სამსახურის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები 1. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ: ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით; ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. 2. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან: ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი; ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები; გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი; დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად; ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები; ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.