ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვისა და შედგენის წესის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 09.03.2018
ძალის დაკარგვა 01.06.2023
გამომცემი ორგანო №
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 020080160.35.148.016464
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (7)
| 1 | 2 |
| 17 | 18 |
| გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე | გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | საქმეთა დასახელება |
| თანამდე-ბობა | სახელი |
| დაბრუნებული (გაუქმებული ან უვარგისი) ოქმები | შენიშვნა |
| დაბრუნების თარიღი | ჩამოწერის აქტის № |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვისა და შედგენის წესის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 06.10.2010
დოკუმენტის ტექსტი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვისა და შედგენის წესის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №18
2018 წლის 9 მარტი
ქ. გორი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვისა და შედგენის წესის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 239-ე მუხლის მე-14 პუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
1. დამტკიცდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის თანდართული ფორმა
დანართი №1-ის შესაბამისად.
2. დამტკიცდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალი
დანართი №2-ის შესაბამისად.
3. დამტკიცდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
დანართი №3-ის შესაბამისად.
4. დამტკიცდეს გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტი დანართი №4-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს ამ დადგენილებით დამტკიცებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დამზადებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.
მუხლი 3🔗
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შესაძლებელია გამოიყენოს მერიის სტრუქტურულმა ერთეულებმა საქართველოს კანონმდებლობის შეასაბამისად.
მუხლი 4🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვისა და შედგენის წესის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №44 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 23/12/2014, 020080160.35.148.016242).
მუხლი 5🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვისა და შედგენის წესის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 იანვრის №8 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 15/01/2015, 010250010.35.174.016050).
მუხლი 6🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე
დანართი №1
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ოქმი №
_______________________________________ „ ____“ ______________ 20-- წ.
__________ სთ.
(ოქმის შედგენის ადგილი) (ოქმის შედგენის დრო)
_______________________________________________________________________________________________________
გორის მუნიციპალიტეტის მერიის
____________________________
_______
___
______
___________________________________________________________________________________
________________
(ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სამხედრო წოდება, სახელი, მამის სახელი, გვარი)
მონაცემები სამართალდამრღვევის შესახებ:
____________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_______
(სამხედრო წოდება, თანამდებობა, სახელი, გვარი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები,
დაბადების ადგილი და თარიღი, განათლება, საცხოვრებელი ადგილის მისამართი )
ინფორმაცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ:
____________________
_________________________________________________________________________________
__________________
___________________________________________________________________________________
________________
___________________________________________________________________________________
_______________
(ადგილი, დრო, არსი)
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი: _
____________________________________
______
_______________________________________________________________________
____________________________
(მუხლი, ნაწილი, ქვეპუნქტი)
მოწმე (თუ არის):
1. _________________________________________
__
_______ /______________________________
__________/
2. _______________________________________________________/____________________
___________________/
(სახელი, მამის სახელი, გვარი, საცხ.მისამართი, პირადი №) (ხელმოწერა)
დაზარალებული (თუ არის):
1. ________________________________________________________________
2.___________________________________________________________________/ _ _____________________/
(სახელი, მამის სახელი, გვარი, საცხ.მისამართი, პირადი №) (ხელმოწერა)
სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტებები:
____________________________
________________________________
________________________________________________________________________________________
____________________
________________________________________________________________________________________
_____________________
საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები:
____________________________________
_____________________
______________________________________________________________________________________
_______________________
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა- განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის შესახებ მიღებული დადგენილება.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
შენიშვნები ოქმის შინაარსის შესახებ ( შენიშვნის შინაარსი):
_______________________________________
_____________________________________________________________________________________________
სამართალდამრღვევი:
_______________
____________________/ ________________
______________ /
(ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა, თარიღი )
ბ.ა.
ოქმის შემდგენელი:
_______________________________ / _______________________ /
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა, თარიღი)
.
დანართი №2
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალი
№
გაცემის თარიღი
ოქმის №
ოქმის გამცემი
ოქმის მიმღები
შედგენილი ოქმები
თანამდე-ბობა
სახელი
გვარი
ხელმოწერა
თანამდე-ბობა
სახელი
გვარი
ხელმოწერა
ოქმის №
თანამდე-ბობა
სახელი
გვარი
ხელმოწერა
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
დაბრუნებული (გაუქმებული ან უვარგისი) ოქმები
შენიშვნა
დაბრუნების თარიღი
ჩამოწერის აქტის №
ოქმის №
თანამდებობა
სახელი
გვარი
17
18
19
20
21
22
23
დანართი №3
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. აღნიშნული წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით დამტკიცებული „მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
2. გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის (შემდგომში – ოქმი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის საფუძველზე.
მუხლი 2🔗. ოქმის მომარაგება, გაცემა და დაბრუნება
1. ოქმის შეკვეთას მუნიციპალიტეტი აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.
2. პოლიგრაფიული საწარმოდან ოქმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა.
3. ოქმების გაცემა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ან იურიდიული სამსახურის (შემდგომში – სამსახური) წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
4. ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში.
მუხლი 3🔗. ოქმების შენახვა
1. ოქმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად.
2. სათავსი, სადაც ინახება ოქმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
3. ოქმები ინახება ამ ფორმის გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან ან პირებთან.
მუხლი 4🔗. ოქმის შინაარსი და დამცავი ნიშნები
ოქმში შესატანი მონაცემები განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად.
ოქმის ფორმა შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს:
ა) საქართველოს გერბი, „ცხელი ოქრო“ რელიეფური ნაბეჭდი (მაღალი ბეჭდვა);
ბ) სერიული უნიკალური ნუმერაცია;
გ) ხაზი შედგენილი სიტყვებისგან „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი“ მიკროშრიფტი;
დ) ჩარჩო, ორიგინალური, შედგენილია მიკროელემენტებისგან.
მუხლი 5🔗. ოქმების შევსება და წარმოება
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს უფლებამოსილი პირები ავსებენ სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისას.
2. ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად რომელსაც ოქმის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს ოქმის გამცემს.
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში აღინიშნება:
ა) ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი;
ბ) ოქმის შემდგენი პირის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;
გ) მონაცემები დამრღვევის შესახებ;
დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
ე) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;
ვ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები, ასეთების არსებობის შემთხვევაში;
ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება;
თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.
4. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი. თუ არიან მოწმეები და დაზარალებულები, ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც.
5. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. სამართალდარღვევის ჩამდენ პირს უფლება აქვს წარადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. ოქმის შედგენისას, დამრღვევს უნდა განემარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც ასევე აღინიშნება ოქმში.
6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დგება სამ ეგზემპლარად. შედგენილი ოქმის ერთი ეგზემპლარი ყველა დანართით გადაეცემა დამრღვევს, რაზედაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ოქმის მეორე ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ პირთან, ხოლო მესამე ეგზემპლარი იგზავნება სასამართლოში.
7. ოქმი, მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ და დანომრილ წიგნში და შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.
დანართი №4
აქტი №
გორის მუნიციპალიტეტი
---- ----------------- 20---- წ.
გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
ოქმის ჩამოწერის შესახებ
№
საქმეთა დასახელება
რაოდენობა
ოქმის ექსკლუზიური №
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ოქმების ჩამოწერის სისწორეს
ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი -------------------------------
ოქმის
გამოყენებასა და აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირი
---------------------------