📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 2 აქტს

გორის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 09.03.2018
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 040170050.35.148.016466
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/03/2018
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,116 სიტყვა · ~11 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 2 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ახმეტის მუნიციპალიტეტის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება), პირობებით და პირობისგარეშე გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულებების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, პირობებით და პირობისგარეშე გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის განაცხადის ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 27.01.2015 ქედის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 29.06.2018 შუახევის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 26.08.2022 ხაშურის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 11.11.2015 ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის (ელექტრონული/საჯარო) ფორმით პრივატიზებისას (პირობით/უპირობოდ) ბიჯის სიდიდის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემისას ელექტრონულ აუქციონში (პირობებით/უპირობოდ) გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულების, იჯარის ხელშეკრულების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, საჯარო აუქციონში მონაწილის განცხადების, რეგისტრაციის ჟურნალის, ბილეთის ფორმების დამტკიცებისა და ბილეთის ფასის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 27.02.2018

დოკუმენტის ტექსტი

გორის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20 2018 წლის 9 მარტი ქ. გორი გორის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, 120-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის  შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 1. დამტკიცდეს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება) ფორმა  დანართი №1-ის შესაბამისად (თან ერთვის ორ ფურცლად). 2. დამტკიცდეს პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულების ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად (თან ერთვის 3 (სამი) ფურცლად). 3. დამტკიცდეს პირობებით გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულების ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად (თან ერთვის 4 (ოთხი) ფურცლად). 4. დამტკიცდეს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა დანართი №4-ის შესაბამისად (თან ერთვის 1 (ერთ) ფურცლად). მუხლი 2🔗 ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის თანდართული ფორმის ტექსტი შესაძლებელია შეიცვალოს მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობისა და საპრივატიზებო ობიექტის თავისებურების გათვალისწინებით. მუხლი 3🔗 ოქმის და ელექტრონული ფორმით გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა უნდა შეესაბამებოდეს ამ დადგენილებით დამტკიცებულ თანდართულ ფორმებს ელექტრონული აუქციონის და დოკუმენტის ელექტრონულად გაცემის თავისებურებათა გათვალისწინებით. მუხლი 4🔗 პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში, ოქმი უნდა შეიცავდეს დადგენილ პირობებს, მუნიციპალიტეტის მიერ აუქციონზე გატანილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის ოდენობას და მისი გადახდის ვადებს, პირგასამტეხლოს ოდენობას და გადახდის ვადებს, „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის, მათ შორის, პირგასამტეხლოს დაკისრების შემთხვევებს. მუხლი 5🔗 ელექტრონული აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზების ელექტრონული ოქმი და მისი ამონაბეჭდი, აგრეთვე ელექტრონული ფორმით გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა და მისი ამონაბეჭდი წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს, თუ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დოკუმენტის ნამდვილობა გადაამოწმოს აუქციონატორის ვებგვერდის მეშვეობით. მუხლი 6🔗 ელექტრონულ ოქმს და საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას აქვს იურიდიული ძალა, აუქციონატორის  გორის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერის და ბეჭდის გარეშე. მუხლი 7🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 მარტის №22 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 13/03/2015,  040170050.35.174.016064) მუხლი 8🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გორის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №7 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 19/02/2015,  040230000.35.148.0162254). მუხლი 9🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე დანართი №1  გორის მუნიციპალიტეტი აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება) № ----------- „----“ „-------------“ 20--- წელი                                                                                                     ქ. გორი აუქციონში გამარჯვებული პირის/ოქმის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების მიმღები პირის მონაცემები: სახელი, გვარი/დასახელება                                                                      -------/ -------------- პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი                                          000000000/000000000 მისამართი                                                                                                    --------------- ----------- წარმომადგენელი/მინდობილი პირი                                                     -------------/------------ __________________________________________ აუქციონზე შეძენილი ქონების მონაცემები:             ჩატარებული აუქციონის მონაცემები: (მისამართი ან/და სხვ.)  --------------------              აუქციონის ჩატარების     -------------------- თარიღი საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი №                                                 --------------------                 აუქციონის         №  ------- უძრავი ქონების ფართი კვ.მ., წილის ოდენობა და სხვ.                                   -------------------              აუქციონის ლოტის № ------ ____________________________________________________________________ ჩატარებული აუქციონის შესახებ ინფორმაცია:  ჩატარებული აუქციონის განსაკუთრებული პირობები: ქონების საწყისი                                                        სრული საპრივატიზაციო საპრივატიზებო ფასი       ---------                          საფასურის გადახდის ბოლო -------- ლარებში                                                                        ვადა აუქციონში გამარჯვებული                                          პირის მიერ                                -------                           შემოთავაზებული ფასი                                                   გაყიდული ქონების სრული                                                სხვა ვალდებულება ---------------------- საპრივატიზებო საფასური ლარებში                                          ----------- ___________________________________________________________________ შეზღუდვა: --------------------------------------------------------- აუქციონში გამარჯვებული პირის განცხადება: ვაცხადებ, რომ მონაწილეობა მივიღე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მოთხოვნების შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის მიერ მოწყობილ წინამდებარე აუქციონზე. აუქციონის შესახებ ინფორმაცია და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება) პირობები ვიხილე  გორის მუნიციპალიტეტის (აუქციონატორის) ოფიციალურ ვებ გვერდზე ----------------------------------- და სრულად ვეთანხმები მას. ინფორმირებული ვარ, რომ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (შემდგომში – ოქმი) საფუძველზე 15 კალენდარული დღის ვადაში, უნდა გაფორმდეს აუქციონატორსა და ჩემს შორის წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება). ჩემთვის ცნობილია, რომ ჩემს მიერ ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა მართმევს ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის სტატუსს და გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დამიბრუნდება. დანართი №2 გორის მუნიციპალიტეტი პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულება №----- „-------”                                                                                           „ -------------- 20----წ.” ქ. გორი 1.      წინამდებარე ხელშეკრულება გაფორმდა: (აუქციონში გამარჯვებულის – ფიზიკური პირის სახელი, გვარი/ იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, მისამართი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები) მასზედ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს მთავრობის 08.12.214 წ. №669 დადგენილების „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“მოთხოვნების შესაბამისად  (ქონების რაოდენობრივი მაჩვენებელი, ქონების დასახელება, მონაცემები საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, ფართობი, წილის ოდენობა და ქონების სხვა აღწერილობა) მდებარე - ----------------------------------------------------------------------------------------- (ქონების მისამართი) ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური: --- (----------) ლარი. (ციფრებით) (სიტყვიერად) შემდგომი პრივატიზების მიზნით ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ან მის მიერ განსაზღვრული იურიდიული პირის – მიერ გამართულ -----№---- აუქციონზე № ---- ლოტზე შემოთავაზებული ფასის:--------------------------------------------------------   (ციფრებით) (სიტყვიერად) საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად და მას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს მთავრობის 08.12.214 წ №669 დადგენილების „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“   მოთხოვნების შესაბამისად, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №----- ოქმით და წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდგომ საკუთრებაში გადაეცემა: (შემდგომში– ქონება) (ქონების დასახელება, მონაცემები საჯარო რეესტრიდან მათ შორის ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა) 2. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის პირობების მიხედვით : 2.1. აუქციონზე შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასური: --------- (-----------------------------------) ლარი (ციფრებით) (სიტყვიერად) გადაიხადოს წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (კალენდარული) დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე: 2.2. ბანკის დასახელება:----------------------------------------------------------------------------------- 2.3. ბ/კოდი :000000000 2.4. ანგ № 00000000 2.5. სხვა დამატებითი ინფორმაცია:------------------------------------------------------------------------- 3. სხვა პირობები და ვალდებულებები: 3.1 ოქმისა და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის სრულად დაფარვამდე, აუქციონში გამარჯვებულს მუნიციპალიტეტის ქონება გადაეცემა მფლობელობაში, ამასთან, აუქციონში გამარჯვებული პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე;  3.2 აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, აუქციონის პირობები, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები;  3.3 აუქციონში გამარჯვებულს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გადაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობაზე და დაცვაზე;  3.4. ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება  გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან;  3.5. თუ აუქციონში გამარჯვებული დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის სრულ საპრივატიზებო საფასურს და მომსახურების საფასურს, აუქციონის შედეგები უქმდება,აუქციონში გამარჯვებულს არ ეძლევა საკუთრების უფლება ქონებაზე, არ უბრუნდება შეტანილი “ბე” ან წარმოდგენილი საბანკო გარანტია, გადახდილი თანხები და ქონებაზე გაწეული ხარჯები არ უნაზღაურდება;  3.6. აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი „ბე” ჩაითვლება ანგარიშწორებისას;  3.7. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს, სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის შემთხვევაში, წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უბრუნდება უკან;  3.8. ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლება გადადის სრული საპრივატიზებო საფასურის  მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ;  3.9. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციას უზრუნველყოფს მესაკუთრე; 3.10. წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; 3.11. პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი; 3.12. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ორი რჩება გამყიდველს, ხოლო ერთი გადაეცემა აუქციონში გამარჯვებულს; 3.13. აუქციონში გამარჯვებული ადასტურებს, რომ გაეცნო, ეთანხმება ხელშეკრულების შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს წინამდებარე ხელშეკრულებას.  4. მხარეები:  საჯარო სამართლის იურიდიული პირი გორის მუნიციპალიტეტი ან შესაბამისი აუქციონატორი: (ხელმომწერი) ---------------------------------------------------------------------------- (რეკვიზიტები)                              (ხელმოწერა) აუქციონში გამარჯვებული პირი : (ხელმომწერი) -------------------------------------------------- ------------------------------- (რეკვიზიტები)                                                (ხელმოწერა) ---------------------------------- ბეჭდის ადგილი დანართი №3 გორის მუნიციპალიტეტი პირობებით გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულება №----- „-------”                                                                                            „-------- ---------------20----წ” ქ. გორი 1. წინამდებარე ხელშეკრულება დაიდო (აუქციონში გამარჯვებულის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/ იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, მისამართი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები) მასზედ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს მთავრობის 08.12.214წ №669 დადგენილების  „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ მოთხოვნების შესაბამისად (ქონების რაოდენობრივი მაჩვენებელი, ქონების დასახელება, მონაცემები საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, ფართობი,წილის ოდენობა და ქონების სხვა აღწერილობა) მდებარე  :                       - --------------------------------------------- -------------------------------------------                                                                                                                                  (ქონების მისამართი) ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური: ------ (------) ლარი. (ციფრებით) (სიტყვიერად) შემდგომი პრივატიზების მიზნით,  გორის მუნიციპალიტეტის ან მისი განსაზღვრული იურიდიული პირის მეშვეობით ჩატარებულ -------- აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის:         ---------------------------–––––––----------------------------------------------------------------------------------   (ციფრებით) (სიტყვიერად) საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – აუქციონში გამარჯვებული) და მას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და საქართველოს მთავრობის 08.12.214 წლის №669 დადგენილების „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ მოთხოვნების შესაბამისად, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №------- ოქმით და წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდგომ საკუთრებაში გადაეცემა: შემდგომში – ქონება) (ქონების დასახელება, მონაცემები საჯარო რეესტრიდან მათ შორის ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა) 2. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის პირობების მიხედვით : 2.1. აუქციონზე შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასური: --------- (-----------------------------------) ლარი (ციფრებით)-(სიტყვიერად) გადაიხადოს წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან -------- (---------------კალენდარული) დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე: 2.2 ბანკის დასახელება:----------------------------------------------------------------------------------- 2.3. ბ/კოდი :000000000 2.4. ანგ № 00000000 2.5. სახვა დამატებითი ინფორმაცია:------------------------------------------------------------------------- 3. სხვა პირობები და ვალდებულებები: 3.1.ოქმისა და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის სრულად დაფარვამდე, აუქციონში გამარჯვებულს მუნიციპალიტეტის ქონება გადაეცემა მფლობელობაში, ამასთან, აუქციონში გამარჯვებული პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე; 3.2. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მოთხოვნისთანავე, მათ შესრულებაზე წარუდგინოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტს (აუქციონატორს); 3.3.აუქციონში გამარჯვებულს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გადაცემული ქონება განკარგოს, გადასცეს სხვას სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი; 3.4.აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იგივე პირობებით, რაც გათვალისწინებულია ოქმითა და წინამდებარე ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაში ქონების გასხვისების შესახებ წინასწარ წერილობით უნდა შეთანხმდეს მუნიციპალიტეტთან; 3.5. შეძენილი ქონების სააუქციონო პირობებთან მიმართებაში ყოველი ახალი მესაკუთრე წარმოადგენს აუქციონში გამარჯვებულის უფლებამონაცვლეს; 3.6. ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება  გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან მიერ მისი ოფიციალურად (წერილობითი ფორმით) დადასტურების მომენტიდან; 3.7. ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებული იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ოქმითა და ხელშეკრულებით ელექტრონული აუქციონის პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ: ა) ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, სრული   საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელი თანხის 0.1% – დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% – დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; გ) აუქციონში გამარჯვებულის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე – ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო ფასის 0.05%. 3.8. ოქმისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად. აუქციონში გამარჯვებულს არ ეძლევა საკუთრების უფლება ქონებაზე, არ უბრუნდება შეტანილი ბე ან წარმოდგენილი საბანკო გარანტია, გადახდილი თანხები და ქონებაზე გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება; 3.9. აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლება გადადის შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის და განვადების საფასურის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შეძენილი ქონების სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ. ხოლო წილებისა და აქციების შემთხვევაში – შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების მოწმობა გაიცემა და საკუთრების უფლება გადადის ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით; 3.10. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას მარეგისტრირებელ ორგანოში უზრუნველყოფს მესაკუთრე; 3.11. აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი ბე ჩაითვლება ანგარიშსწორებისას; 3.12. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს, სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის შემთხვევაში, წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უბრუნდება უკან; 3.13. იმ შემთხვევაში, თუკი ოქმითა და ხელშეკრულებით განსაზღვრულია შეზღუდვები, აღნიშნული განიხილება როგორც შეძენილი ქონების შემდგომი განკარგვის, განვითარებისთვის ან/და მუნიციპალიტეტის ინტერესებისათვის გასათვალისწინებელი პირობა; 3.14. პრივატიზებულ ობიექტზე ნებისმიერი ნებართვა, ლიცენზია გაიცემა ან/და სხვა ნებისმიერი საქმიანობა წარმოებს საპრივატიზებო შეზღუდვების გათვალისწინებით; 3.15. წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; 3.16. პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. 3.17. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ორი რჩება გამყიდველს, ხოლო ერთი გადაეცემა აუქციონში გამარჯვებულს. 3.18. აუქციონში გამარჯვებული ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ხელშეკრულების შინაარსს, და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს წინამდებარე ხელშეკრულებას. 3.19. ხელშეკრულებას, რომელიც  გამყიდველთან რჩება, თან ერთვის:  ა) ამონაწერი საჯარო და/ან სამეწარმეო რეესტრიდან;  ბ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული იურიდიული პირია, იურიდიული პირის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება; გ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული მოქმედებს წარმომადგენილის მეშვეობით, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. მხარეები: საჯარო სამართლის იურიდიული პირი  გორის მუნიციპალიტეტი ან შესაბამისი აუქციონატორი: (ხელმომწერი) ---------------------------------------------------------------------------- (რეკვიზიტები) (ხელმოწერა) აუქციონში გამარჯვებული პირი : (ხელმომწერი) -------------------------------------------------- ------------------------------- (რეკვიზიტები) (ხელმოწერა) ---------------------------------- ბეჭდის ადგილი. დანართი №4                                                                    გორის მუნიციპალიტეტი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №–––––––– „-------’’                                                                                                „-------------------’’20 წ.   გორი ეძლევა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (მესაკუთრე და მისი მისამართი) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––მასზედ, რომ მას გადაეცა საკუთრებაში ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ქონების დასახელება და მისამართი) _______________________________________________________________________________ (ქონების რაოდენობრივი მაჩვენებელი: წილის ოდენობა; უძრავი ქონების ფართობი) __________________________________________________________________________________ (საიდენტიფიკაციო მონაცემები: საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი; სარეგისტრაციო ნომერი) საფუძველი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ოქმის და ხელშეკრულების დასახელება ნომერი) ოქმის და ხელშეკრულების შედგენის თარიღი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად. ორი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს, რომელთაგან ერთი წარედგინება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მესამე ეგზემპლარი ინახება გორის მუნიციპალიტეტის მერიაში. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ძალაშია ოქმთან და ხელშეკრულებასთან ერთად, რომელიც მოწმობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. გორის მუნიციპალიტეტის მერი ------------------------------------------------------------------------ (სახელი, გვარი) –––––––––––––––––––––––– (ხელმოწერა) ბ.ა.