„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური შემოწმების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 5 თებერვლის №41 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №77 |
|
2018 წლის 13 აპრილი ქ. თბილისი |
„მუხლი 13
განყოფილების მოსამსახურე, სამსახურში მიღებისას, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფიდან განყოფილებაში თანამდებობრივი გადაყვანისას გადის სპეციალური მომზადების (სასწავლო) კურსს. სპეციალური მომზადების (სასწავლო) კურსის გავლაზე უარის თქმა ან სერტიფიკატის მიუღებლობა, განყოფილების მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია.
1. №1 განყოფილების ინსპექტორი:
ა) ახორციელებს ამანათების მიღება-შემოწმებასა და დაწესებულებაში შემსვლელ და დაწესებულებიდან გამსვლელ პირთა (გარდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის) შემოწმებაზე ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობასა და კონტროლს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) აკონტროლებს სამმართველოს განყოფილებების მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული ფუნქციების შესრულებას და, შესაბამისი დარღვევების არსებობის შემთხვევაში, ატყობინებს განყოფილების უფროსს;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს განყოფილებაში შემოსული კორესპონდენციის განხილვას და მასზე შესაბამისი რეაგირების განხორციელებას;
ე) სამმართველოს უფროსის გადაწყვეტილებით, ახორციელებს სამსახურებრივი უფლებამოსილებებს სამმართველოს შესაბამის განყოფილებაში;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე სამმართველოს უფროსის, ასევე უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულება.
1. №8 განყოფილების უფროსი ინსპექტორი:
ა) ატარებს დაწესებულებაში შესულ და დაწესებულებიდან გასულ პირთა (გარდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის) პირად სრულ და არასრულ შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) ახორციელებს პენიტენციურ დაწესებულებაში შესული და დაწესებულებიდან გაგზავნილი ამანათების შემოწმებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) უზრუნველყოფს დაწესებულებაში შემოწმებაგაუვლელი პირების დაშვების აღკვეთას;
დ) უზრუნველყოფს დაწესებულებაში აკრძალული/არანებადართული ნივთების შეტანის აღკვეთას, კომპეტენციის ფარგლებში ახორცილებს მათი მიღების არხებისა და შესაბამისი პირების გამოვლენას;
ე) შემოწმების განხორციელებისას აკრძალული/არანებადართული ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში იღებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ზომებს;
ვ) პირადი არასრული შემოწმების საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას პირის პირადი სრული შემოწმების თაობაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავს განყოფილებაში შემოსულ კორესპონდენციას და ახორციელებს მასზე შესაბამის რეაგირებას;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე სამმართველოს უფროსის, ასევე უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულება.
2. №8 განყოფილების ინსპექტორის უფლებამოსილებებია:
ა) ატარებს დაწესებულებაში შესულ და დაწესებულებიდან გასულ პირთა (გარდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის) პირად სრულ და არასრულ შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) ახორციელებს პენიტენციურ დაწესებულებაში შესული და დაწესებულებიდან გაგზავნილი ამანათების შემოწმებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) უზრუნველყოფს დაწესებულებაში აკრძალული/არანებადართული ნივთების შეტანის აღკვეთას;
დ) შემოწმების განხორციელებისას აკრძალული/არანებადართული ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში, იღებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ზომებს;
ე) პირადი არასრული შემოწმების საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას პირის პირადი სრული შემოწმების თაობაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავს განყოფილებაში შემოსულ კორესპონდენციას და ახორციელებს მასზე შესაბამის რეაგირებას;
ზ) აწარმოებს დაწესებულებაში შესული და დაწესებულებიდან გასული პირების აღრიცხვას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ) ახორციელებს დაწესებულებაში მიღებული და დაწესებულებიდან გაგზავნილი ამანათების აღრიცხვას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე სამმართველოს უფროსის, ასევე უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულება.”.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური შემოწმების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 5 თებერვლის №41 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 13.04.2018.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური შემოწმების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 5 თებერვლის №41 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური შემოწმების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 5 თებერვლის №41 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 13.04.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №77. სარეგისტრაციო კოდი — 100020020.22.038.016983.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური შემოწმების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 5 თებერვლის №41 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური შემოწმების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 5 თებერვლის №41 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური შემოწმების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 5 თებერვლის №41 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.04.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური შემოწმების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 5 თებერვლის №41 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №77, 13.04.2018, სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.038.016983 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.04.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4097539/