სააქციო საზოგადოება „მაცნეს“ განცხადება აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სააქციო საზოგადოება „მაცნეს“ (ს/კ211358895) აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
2018 წლის 12 აპრილს 16:00 საათზე, ქ. თბილისში, საირმის ქ. მე-4 კორპუსში, 1-ლ სართულზე მოწვეულია სააქციო საზოგადოება „მაცნეს“ (ს/კ 211358895) აქციონერთა მორიგი საერთო კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1. სააქციო საზოგადოება „მაცნეს“ (ს/კ 211358895) 2017 წლის ფინანსური ანგარიშის შესახებ.
2. სააქციო საზოგადოება „მაცნეს“ (ს/კ 211358895) აქციონერთა საერთო კრებისა და სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილებების შესახებ.
3. სააქციო საზოგადოება „მაცნეს“ (ს/კ 211358895) საკუთრებაში არსებული ქონების (მათ შორის უძრავი ქონების) შესახებ.
4. სხვადასხვა საკთხების შესახებ.
სს „მაცნეს“ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სს „მაცნეს“ (ს/კ211358895) აქციონერთა მორიგი საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილ იქნა 2018 წლის 12 მარტი.
სს „მაცნეს“ აქციონერთა მორიგ საერთო კრებაზე მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმებულ იქნეს ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელ რეგისტრატორთან – შპს „ეროვნული რეესტრი“. მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №41, მე-6 სართული. ტელ.: (+995 032) 2 31 11 73, (+995 032) 2 31 11 75.
სს „მაცნეს“ დირექტორი: გიგა მჭედლიშვილი
13.03.2018 წელი.